არ არის გაყიდვაში

განხილვა: Galaxy Note 20 და Note 20 Ultra

samsung-note-20-3


5 აგვისტოს ღონისძიებაზე, Samsung-მა ბოლო მოუღო მომხმარებლებს შორის გავრცელებულ ჭორებს და ოფიციალურად წარადგინა ნოუთ სერიის ფლაგმანები: Galaxy Note 20 და Note 20 Ultra.

Galaxy Note 20 Ultra

Galaxy Note 20 Ultra არის აპარატი, რომელიც, დღესდღეობით, ბაზარზე აწესებს სტანდარტს – თუ რას უნდა წარმოადგენდეს ჭეშმარიტად მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი.

ეკრანი

note 20

Galaxy Note 20 Ultra აღჭურვილია უზარმაზარი, 6.9-ინჩიანი, 120-ჰერციანი დინამიური AMOLED უსაზღვრო ეკრანით, რომლის სასარგებლო ველიც 91.6% შეადგენს, პიქსელების სიმჭიდროვე კი - 508 ppi აქვს.

აპარატული შემადგენელი და აკუმულატორი

სმარტფონი მუშაობს Exynos 990-ის პროცესორზე, რაც მას მსოფლიოში უსწრაფეს „სმარტფონად“ აქცევს. ოპერატიულ მეხსიერების მოცულობა 12 GB შეადგენს. Რაც შეეხება აკუმულატორის ტევადობას, ის 4500 mAh-იანია.

კამერები

სმარტფონი აღჭურვილია რევოლუციური, 108 MP-იანი კამერით, რომელსაც უსწრაფესი ლაზერული ავტო ფოკუსი და ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს, დამახასიათებელი მკვეთრი ფერებით, იდეალური დინამიური დიაპაზონითა და მაღალი დეტალიზაციით. სმარტფონს აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ვიდეო 8K რეზოლუციით, რაც დღემდე არც ერთი კონკურენტი კომპანიის გაჯეტს არ აქვს. 

მეორე კამერა წარმოდგენილია 12 MP-იანი სენსორით, რომელსაც შეუძლია მოაახლოოს ფოტო ობიექტი ოპტიკურად (ხარისხის დაკარგვის გარეშე) 5-ჯერ და ჰიბრიდულად 50-ჯერ. 

მესამე კამერა წარმოდგენილია 12 MP-იანი ულტრაგანიერი ლინზით, რომელიც იდეალურია ჯგუფური ფოტოებისა და დიდი შენობების სრულიად ახალი პერსპექტივით გადასაღებად. წინა კამერის გაფართოება 10MP-ს შეადგენს.

დაცვა

აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 20 Ultra წარმოადგენს პირველ სმარტფონს, რომელიც დაცულია Gorilla Glass 7-ით, რაც მას ყველაზე გამძლე სმარტფონის სტატუსს აძლევს.

S Pen

Samsung-მა ახალი ნოუთის S-Pen კიდევ უფრო გააუმჯობესა და შეყოვნების დრო 42 მილიწამიდან 12 მილიწამამდე შეამცირა. აღნიშნული გაუმჯობესება S pen-ის მოხმარებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის, როგორც ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე კრეატიული პროფესიის მქონეთათვის.

Galaxy Note 20

ultra 1

ეკრანი

Galaxy Note 20 აღჭურვილია 6.7-ინჩიანი უსაზღვრო სუპერ AMOLED ეკრანით რომლის პიქსელების სიმჭიდროვე 393 ppi-ია.

კამერები

ultra cams

მთავარი კამერა Ultra მოდელისგან განსხვავებით 12 MP-იანი გაფართოების სენსორით არის წარმოდგენილი, მაგრამ უფროსი მოდელის მსგავსად Note 20-საც ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს.

მისი მეორე კამერა ტელე-ფოტო 64 MP-იანი სენსორითაა აღჭურვილი და გადასაღები პეიზაჟის ოპტიკურად 3-ჯერ , ხოლო ჰიბრიდული ზუმით 30-ჯერ დაახლოვება შეუძლია.

მესამე, ულტრაგანიერი კამერა 12 MP-იანია.

აპარატული შემადგენელი და აკუმულატორი

ისევე, როგორც უფროსი მოდელი Note 20-იც Exynos 990-ის პროცესორზე მუშაობს, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი 8 GB-ია. მისი აკუმულატორის მოცულობა 4300 mAh-ს შეადგენს.

და სხვა...

გარდა ფლაგმანური სმარტფონებისა Samsung-მა ღონისძიებაზე წარადგინა ახალი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds Live, საათი Galaxy Watch3 და ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი კეცვადი ეკრანით Galaxy Z Fold 2.
ზევით