არ არის გაყიდვაში

განხილვა: Nokia 2.2 и Nokia 3.2

1 (14)

Nokia, რომლის ძირითადი ნაწილიც ახლა HMD Global-ს ეკუთვნის, საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტს წარმოუდგენელი სისწრაფით აფართოებს. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ბიუჯეტური მოდელებიცა და მაღალტექნოლოციურიც, ის ძირითადად მაინც საბაზისო დონის მოდელებს ქმნის. 
აღნიშნულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ საინტერესო, ბიუჯეტურ მოდელებს: Nokia 2.2 და Nokia 3.2 და გავიგებთ რაში ჰგვანან ერთმანეთს და რით განსხვავდებიან კარდინალურად.

დიზაინი

2 

ადვილი შესამჩნევია, რომ Nokia-ს მწარმოებლები არ ჩამორჩებიან თანამედროვეობას და მათი ბიუჯეტური მოდელებიც კი საკმაოდ აქტუალურად გამოიყურება. ორივე სმარტფონი საკმაოდ ელეგანტური პლასტმასის კორპუსითაა დაფარული, თუმცა ცუდი ისაა, რომ საკმაოდ მკაფიოდ ეტყობა თითის ანაბეჭდები. 
სმარტფონებს აქვთ მოხსნადი თავი, რაც იმდენად დიზაინერული არა, რამდენადაც პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. აპარატში არ აღმოჩნდა ადგილი მეხსიერებისა და Sim ბარათის სლოტებისთვის, სწორედ ამიტომ, მათ აპარატში განთავსებას მოხსნადი თავსახურით შეძლებთ. უმცროსი მოდელის Nokia 2.2-ის დიაგონალი 5.71 დიუმს შეადგენს, მხარეთა შეფარდებით 19:9 და აქვს წვეთისებრი ჭრილი. 
Nokia 3.2 მის იდენტურად გამოიყურება, თუმცა მეტია ზომაში და მისი ეკრანის დიაგონალი 6.26 დიუმია. საერთო ჯამში, ეს ბიუჯეტური მოდელები საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება და კარგადაა აწყობილი. ერთადერთ მინუსად მოძრავი თავსახური უნდა ჩავუთვალოთ, რომელიც 2019 წლის აპარატში ცოტა უცნაურად გამოიყურება.

დისპლეი

3 (6)

ორივე აპარატს აქვს IPS მატრიცა HD (1520×720 წერტილი) გაფართოებით. მოდელებს შორის განსხვავება პიქსელების სიმჭიდროვეშია. Nokia 2.2-ის მაჩვენებელია 295 ppi, Nokia 3.2– 269 ppi. თუმცა ამ განსხვავებას ტელეფონებს შორის ნამდვილად ვერ შეამჩნევთ. ბონუსი ორივე მათგანის შემთხვევაში ის არის, რომ აქვთ Always on რეჟიმი, რის გამოც დაბლოკილ ეკრანზეც ჩანს დრო, შეტყობინებების რაოდენობა და აკუმულატორის დატენვის დონე. ორივე მოდელი გაძლევთ მსუყე სურათს, კარგ კონტრასტულობას და სიკაშკაშეს.

აპარატული შემადგენელი

ამ სმარტფონებში პროცესორებიც განსხვავებულია. უმცროს მოდელს აქვს MediaTek Helio A22, რომელიც შესრულებულია 12 ნანომეტრიან ტექპროცესორზე, აქვს 4 ბირთვი და გრაფიკული პროცესორი PowerVR GE8320. უფროსი ვერსია მუშაობს 4 ბირთვიან Snapdragon 429-ზე, 1,8 Ghz ტაქტური სიხშირით და გრაფიკით Adreno 504. ეს პროცესორები სეპციალურად საბაზისო მოდელებისთვისაა შექმნილი და უმკლავდებიან ყოველდღიური დავალებების შესრულებას. 
აპარატები ხელმისაწვდომია ერთადერთი მოდიფიკაციით. ორივეს აქვს 2 GB ოპერატიული მეხსიერება და 16 GB შიდა მეხსიერება. რადგანაც Nokia 2.2 და 3.2 გვევლიანებიან „კლუბის“ Google Android One-ის წევრებად, ისინი ახალ ოპერაციულ სისტემაზე Android 9-ზე მუშაობენ.

კამერები

44  

ორივე სმარტფონს ერთნაირი ძირითადი და ფრონტალური კამერები აქვს ძირითადი კამერის გაფართოებაა 13 mp, აქვს შუქდიოდური განათება და ვიდეოს FullHD (1920×1080) ფორმატში იღებს. ფრონტალური კამერა 5 mp-იანია. თუ Nokia-თი გადაღებულ ფოტოებზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღის განათებაზე საკმაოდ ხარისხიანი გამოსახულება გამოდის, ცუდი განათების დროს კი კადრი იდღაბნება.

ავტონომიურობა

Nokia 2.2 აღჭურვილია 3000 mAh-იანი აკუმულატორით. ნორმალური მუშაობის პირობებში ერთი დატენვა საკმარისი იქნება ორი სამუშაო დღისთვის სამუშაოდ. Nokia 3.2-ს ავტონომიურობა უფრო საინტერესო აქვს, - 4000 mAh და სწრაფი დატენვის ფუნქცია. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ერთი დატენვა საკმარისი იქნება 35 სააათი სამუშაოდ.

Nokia 2.2 და Nokia 3.2-ის შეძენა მარტივად შეგიძლიათ ჩვენს ონალინ მაღაზიაში.
ზევით