არ არის გაყიდვაში

როგორ გავწმინდოთ მაუსის პედები

11

მაუსის პედის, იგივე მაუსის ხალიჩის გაწმენდა რთული სულაც არ არის. უბრალოდ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი წესი, რომ ის არ გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში. ამ შემთხვევაში ის უბრალოდ გამოუსადეგარი გახდება. იმისთვის რომ მაუსის პედის ზედაპირი არ დავაზიანოთ, საჭიროა მივუდგეთ მას განსაკუთრებულად. ეს მიდგომა კი პედის მასალაზეა დამოკიდებული.

პლასტმასის, პოლიკარბონატის და ალუმინის პედები

11-1

ასეთი მასალის პედები გაწმინდეთ მონიტორებისთვის განკუთვნილი სპრეით ან მიკროფიბრის ხელსაწმენდებით. უნდა მოასხუროთ საწმენდი საშუალება ქახალდზე და გაწმინდოთ ზედაპირი. მიკროფიბრის მასალა 1 სმ2-ზე შეიცავს 480 000 მიკროუჯრედს, ამიტომ ის კარგად აცილებს ჭუჭყს, ლაქებს, თითს ანაბეჭდებს და ცხიმს. გელის, ნახევრად რეზინის შემცველი ქსოვილის, მიკროფიბრის და პოლიესტერის პედები.

ასეთი პედების გასაწმენდად გაითვალისწინეთ:

  • სველი ხელსაწმენდი, რომელიც განკუთვნილია ორგტექნიკისთვის არ შეიცავს სპირტს, ამიტომ არ ტოვებს კვალს. მისი საშუალებით კარგად მოაშორებთ მტვერს და გაასუფთავებთ ზედაპირს. 
  • ლაქების მოცილება ადვილია ღრუბლით, რომელიც დასველებულია ეკრანის გასაწმენდ სითხეში. პედი დიდ ხანს არ გაჭუჭყიანდება და მიკრობებსაც ადვილად გააქრობთ. 
  • მტვერსა და ცხოველის ბეწვს ადვილად აშორებს ტანსაცმლის გასაწმენდი სპეციალური საშუალება და სკოჩი.

პედი საცობისგან ან რეზინისგან

333

ასეთი პედი მყარია, ამიტომ მაუსი მასზე ადვილად გადაადგილდება. ასეთ ხალიჩებს არ რეცხავენ. უბრალოდ წმენდენ სველი ხელსაწმენდით და ეკრანის საწმენდი საშუალებებით.

როგორ გავწმინდოთ გეიმერული პედი

44

ძალიან ჭუჭყიან პედებს რეცხავენ შამპუნითა და თბილი წყლით.
1. დაასველეთ თბილი წყლით.
2. ააქაფეთ მის ზედაპირზე შამპუნი.
3. გაწმინდეთ ჯაგრისით.
4. ჩამორეცხეთ ქაფი. საჭიროების შემთხვევაში თავიდან ააქაფეთ და გარეცხეთ.
5. გააშრეთ სწორ მდგომარეობაში, გამათბობელისგან მოშორებით, რათა არ განიცადოს დეფორმაცია.

გაითვალისწინეთ: განათების მქონე პედებს არ რეცხავენ. მას ხელსაწმენდით ან ეკრანის სპრეის საშუალებით ასუფთავებენ.

ზევით