არ არის გაყიდვაში

მობილური ტელეფონების ფართო არჩევანი Be.ge-ზე

შესავალი

1 (5)


გადტვირთული სამუშაო გრაფიკისა და კოვიდ 19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ბევრი ჩვენგანი ონლაინ შოპინგს ამჯობინებს. ასეთი შეძენა საკმაოდ კომფორტულია. Ჩვენ არ გვიწევს ხალხით გადატვითულ მაღაზიაში სასურველი ნივთის საძებნელად საათობით სიარული, არ ვხვდებით რისკის შემცველ გარემოში და სახლიდან გაუსვლელად საკმაოდ მარტივად ვპოულობთ სასურველ ნივთს, რომელსაც შემდეგ კურიერი ადგილზე მოგვიტანს.

რა უპირატეოსბა აქვს ონლაინ შეძენას Be.ge-ზე

2 (2)


ონლაინ შოპინგი განსაკუთრებით სასიამოვნო მაშინაა, როცა კომპანია ჩვენზე მორგებულ პირობებს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, საუკეთესო მომსახურების პირობებსა და მარტივად სანავიგაციო ვებ გვერდს გვთავაზობს. ასეთს კი ქართულ ინტერნეტ სივრცეში ონლაინ მაღაზია Be.ge წარმოდგენს. 

თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ სახლისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ნივთი და ტექნიკა Be.ge-ზე და იპოვით ყველაფერს, რის საყიდლადაც მაღაზიაში წასვლის არც დრო გაქვთ, არც ენერგია. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში განთავსებულია 20 ათასზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი და საქართველოს ბაზარზე ყველაზე სრულყოფილი პროდუქტის აღწერილობა. 

თქვენ გემსახურებათ ოპერატორებისა და კურიერების ოპერატიული ჯგუფი. თქვენ იღებთ სრულყოფილ კონსულტაციას, შეგიძლიათ შეკვეთის გაფორმება ონლაინ ან სატელეფონო ზარით და შეკვეთის მიღება ადგილზე მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი საიტის მოქნილი სტრუქტურა მარტივად შეგასრულებინებთ სასურველ შესყიდვას. 

მოძებნეთ კატეგორიებში, ან ჩაწერეთ საძიებო სისტემაში სასურველი ნივთი და შემდეგ უკვე ყიდვის ღილაკზე კლიკიც საკმარისია, რომ შენაძენი სახლიდან გაუსვლელად, იმავე დღიდან აღმოჩნდეს თქვენს ხელში, თანაც სრულიად უფასოდ, რეგიონებში კი ხელმისაწვდომ ფასად.

რა მოდელებს გვთავაზობს Be.ge

3 (2)


ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ ის ფაქტი, რომ ჩვენთან მობილური ტელეფონების ფართო არჩევნს აღმოაჩენენ და თან ყველაზე სრულყოფილი აღწერით, ქართულ ბაზარზე. 
Be.ge-ს მობილური ტელეფონების კატეგორიში თქვენ ნახავთ: Apple-სა და Samsung-ის უახლეს მოდელებს. ასევე სმარტფონებს მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდებისგან: Huawei, Xiaomi, LG, Nokia, Sony და ა.შ. თუ თქვენ iPhone 11-ს ეძებთ, ის ჩვენს ონლაინ მაღაზიაშია. დასაკეც Samsung Galaxy Z Flip-ს ეძებთ? მასაც იპოვით. თუ ბიუჯეტური ტელეფონის ყიდვას გადაწყვეტთ, ჩვენ Xiaomi-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელებიც გვაქვს. ასე, რომ შოპინგი Be.ge-ში მართლაც ყველაზე კომფორტულია.

დამატებითი ინფორმაცია

4 (1)


გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან მობილურ ტელეფონებს მოყვება ბრენდის ოფიციალური გარანტია და საგარანტიო პირობებით სარგებლობა შეგიძლიათ ოფიციალურ სერვის ცენტრებში.

თბილისში მიწოდება უფასოა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობა შეკვეთის ან მომდევნო დღესვეა შესაძლებელი. რეგიონებში მიწოდების ღირებულება 7 ლარია და შენაძენი ადრესატამდე 1-5 დღეში მიდის.
ზევით