არ არის გაყიდვაში

როგორ ავარჩიოთ მიქსერი?

11 (1)

არსებობს ბევრი მწარმოებელი, რომელიც უშვებს ხარისხიან მიქსერებს: Gorenjie, Bosh, Moulinex, Electrolux, Zelmer, Tefal და Phillips. მიქსერს გააჩნია ორი ძირითადი ამოცანა - სადღვები და სათქვეფი, რომელიც განკუთვნილია მაგალითად, ცომის მომზადებისთვის, კრემის მოსამზადებლად და ინგრედიენტების ერთმანეთში ასარევად. 

მიქსერის არჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება შემდეგ პარამეტრებს:

1. მიქსერის ტიპი
2. სიმძლავრე
3. სიჩქარეების რაოდენობა და იმპუსლური რეჟიმი
4. თასის მოცულობა და მასალა
5. მიქსერის საცმების რაოდენობა
6. წვრილმანები ცალ-ცალკე გავარჩიოთ თითოეული პარამტერი:

მიქსერის ტიპი

ოფიციალურად, არსებობს მიქსერის ორი ტიპი, თუმცა მუშაობის პრინციპი ორივეს ერთნაირი აქვს.

  • ხელის
  • სტაციონარული (უფრო ძვირი, ) ხელის მიქსერი შედარებით იაფია, მისი ძრავა ჩაშენებულია კორპუსში და აქვს სახელური. სტაციონარული მიქსერი უფრო ძვირია. ძრავა მაგიდაზე მდგომ სადგამშია მოთავსებული. სადგამზე იდგმევა თასი, რომელშიც ხდება საკვების ათქეფვა.
  • არსებობს მიქსერის მესამე ტიპიც, რომელიც რატომღაც მიეკუთვნება სტაციონარულებს. თუმცა, უფრო კომბინირებულია . მათ შემთხვევაში საჭიროების შემთხვევაში ღილაკზე დაჭერით მიქსერი სცილდება სადგამს და თქვენ მას იყენებთ, როგორც ხელისას.

რა ტიპის მიქსერია უკეთესი?

22

თუ ბიუჯეტური მოდელი გჭირდებათ, ჯობს იყიდოთ ხელის მიქსერი. მთავარია, აირჩიოთ მოდელი, რომელიც შექმნილია კარგი ხარისხის მასალისგან. თუმცა, თუ შესაძლებლობა გაქვთ, კომბინირებული მიქსერი ყველაზე კარგი არჩევანია. სტაციონარული მიქსერის აღებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი ოჯახი გყავთ, თქვენ კი გიყვართ საჭმლის მომზადება. კომბინირებულისგან განსხვავებით მას უფრო დიდი თასი აქვს.

მიქსერის სიმძლავრე

ხელის მიქსერებს გააჩნიათ 100-400 W სიმძევრის დიაპაზონი , ხოლო სტაციონარულ და კომბინირებულს - 150 W-დან 500 W-მდე . მიქსერის სიმძლავრე პირველ რიგში, მოქმედებს პროდუქტების ჩამატების მოცულობაზე. 100-200- ვატიანი მიქსერი მოზილავს მაქსიმუმ ნახევარ კილოგრამ ცომს. ხელის 300-400 ვატიანი მიქსერები მოერევიან 1-1,5 კილოგრამს, ხოლო იგივე სიმძლავრის სტაციონარული და კომბინირებული მიქსრერები - 3-4კგ-ს. ასევე, მიქსერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს ის საჭირო პროცესს.

სიჩქარეების რაოდენობა და იმპულსური რეჟიმი

33 (1)

  • ხელის მიქსერები: 2-16 სიჩქარე.
  • სტანციონარულსა და კომბინირებულებს: 2 -10 სიჩქარე.
  • იმპულსური რეჟიმი - ეს არის მუშაობის სიჩქარის ცვლილება შესაბამისი ღილაკის დაჭერით. ეს ფუნქცია აქვს მხოლოდ ხელის ან კომბინირებულ მიქსერებს.

მიქსერისთვის საკმარისია 3-5 სიჩქარე. ნაკლების შემთხვევაში მუშაობა ხდება არაკომფორტული. მეტს - აზრი არ აქვს, ნახევარზე მეტს მაინც არ გამოიყენებთ. 

იმპულსური რეჟიმი - ძალიან კარგი პლიუსია. მაგალითად, კვერცხის ათქეფვისას, ქაფის მიღებისთვის, პროცესის დასასრულში დააჭერთ იმპულსური რეჟიმის ღილაკს ბოლომდე, მიქსერი უცებ აკრიფავს სიჩქარეს და თქვენ მიიღებთ საჭირო შედეგს.

ხელისა და კომბინირებული მიქსერების საცმები

სიმძლავრის შემდეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია საცმების ნაკრები. ამ ორი პარამეტრის გაგებით ხდება გასაგები, თუ რისი მომზადება შეიძლება ამ მიქსერით.

რა საცმები არსებობს?

44

1. სადღვები (ორი ცალი).
2. ცომის მოსაზელი კაუჭები(ორი სპირალი). 
3. საცმი - ბლენდერი - გამოიყენება პიურესთვის და ბოსტნეულის დაქუცმაცებისთვის. რეალური ხელის ბლენდერის ანალოგი.
4. უნივერსალური დასაქუცმაცებელი/: ამ საცმით, მიქსერი ხდება მინიკომბაინი, პროდუქტების დასაჭრებლად. მისი გამოყენებით ფარშის მომზადებაც შეიძლება.
5. საცმი პიურესთვის. 

6. ელექტროდანა. ნებისმიერი მიქსერისთვის მინიმალური კომპლექტია სადღვები და ცომის მოსაზელი კაუჭები. ხოლო გჭირდებათ თუ არა დანარჩენი საცმები დამოკიდებულია იმაზე, თუ რის მომზადებას აპირებთ მისი დახმარებით.

თასის მოცულობა და მასალა

55 (1)

არსებობს პლასტმასის, მინის ან უჯანგავი ფოლადისგან დამზადებული თასები მოცულობით 2-იდან 5 ლიტრამდე რაზე მოქმედებს თასის მოცულობა და მასალა ? 
• ლოგიკურად, რაც უფრო მეტი მოცულობაა, მით უფრო მეტი პროდუქტის გამოყენებას შეძლებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბოლომდე ჯამის ავსება არაა სასურველი, რომ არ გადმოიყაროს ყველაფერი მაგიდაზე, მუშაობის დროს. ამიტომ, ჯამის 20-25% გამოუყენებელი რჩება. 
• თასის მასალა შესამჩნევლად ცვლის მიქსერის ღირებულებას. ხარისხიანი ჯამების მქონე მიქსერები უფრო ძვირია. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მინის თასი დავარდნისას გატყდება. შესაბამისი ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში, სასურველია უჟანგავი ფოლადის თასის მქონე მიქსერის შეძენა.
ზევით