არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ მატრასი

კარგი მატრასი იაფი არ არის, მაგრამ მის ხარისხზე არა მხოლოდ კომფორტული დასვენება, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული. სწორად შერჩეული მატრასი შეიძლება დაგვეხმაროს უძილობისას, ხერხემლის, ზურგის ან კუთების ტკივილისა და ალერგიების დროს. ის უზრუნველყოფს კომფორტულ და ჯანმრთელ ძილს და უკეთ უმკლავდება დაღლილობის გრძნობასა და გაღიზიანებას. სანამ მის შეძენას გადავწყვეტდეთ აუცილებლად უნდა გავიგოთ, როგორ შევარჩიოთ მატრასი სწორად. ეს კი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს - უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ საწოლის ზომა და ჩვენი პირადი პრიორიტეტები, არამედ სხვა მრავალი ფაქტორიც.


1


როგორი მატრასები გვხვდება?

არსებობს ათობით სახის მატრასი ნებისმიერ ფასად ნებისმიერი გემოვნებისთვის, მაგრამ როგორ ავირჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც დიდ ხანს დაეხმარება ჩვენს სხეულს დასვენებაში?

მატრასების კლასიფიკაცია კონსტრუქციის მიხედვით

მატრასის ხარისხი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია შიგთავსზე. ხშირად ნაჭრის ქვეშ იმალება ზამბარები, თუმცა ის სხვადასხვაგვარი არსებობს. ზოგ მოდელს საერთოდ არ აქვს ზამბარა და მატრასის ჩაზნექვა სხვა მასალებით არის უზრუნველყოფილი. ზამბარის მატრასები არსებობს ორგვარი: დამოკიდებული და დამოუკიდებელი ზამბარებით. პირველ შემთხვევაში ისინი გადახლართულია ერთმანეთში. მეორე შემთხვევაში კი ყოველი ზამბარა დამოუკიდებლად არის მოთავსებული ცალკეული ქსოვილის „ჯამში“. მატრასები დამოუკიდებელი ზამბარებით უფრო მოსახერხებელია, რადგან ის უკეთ ერგება სხეულის ფორმას. 256 ზამბარა კვადრატულ მეტრზე წარმოადგენს სტანდარტს ამ ტიპის მატრასისთვის. უზამბარო მატრასი წარმოადგენს ხელოვნური ან ნატურალური ლატექსისგან დამზადებულ ბლოკს და სხვადასხვა სინთეტიკური მაღალტექნოლოგიური მასალებისგან იქმნება. ამ სახეობას განეკუთვნება გასაბერი და წყლის მატრასებიც.

2

მატრასების ტიპი მისი შიგთავსის მიხედვით

თუ ზამბარებთან მიმართებაში ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, შიგთავსთან მიმართებაში საქმე უფრო რთულადაა. თუ ზოგი მათგანის შესახებ ცნობილია ჩვენი ბებიების და ბაბუების დროიდან, ბევრი მათგანი ახალი შექმნილია და ჩვეულებრივმა მომხმარებელმა მასზე ცოტა რამ იცის.

ლატექსი

ბუნებრივი მასალა, რომელიც გამოირჩევა ელასტიურობით, ჰიპოლაერგიულობით და ანატომიურობით. ის ჰიგიენურია და კარგია ხერხემლისთვის.

ქოქოსის ბოჭკო

ელასტიული, მყარი და ჰიპოალერგიული მასალაა, რომელსაც აქვს მაღალი ბაქტერიოციული მახასიათებელი და გამოიყენება მყარი მატრასების შესავსებად.

პენოპოლიურეთანი

მასალა, რომელსაც აქვს მაღალი ელასტიურობა, კარგი ჰაერგამტარიანობა და ჰიპოალერგიულობა.

მემოროფორმი

ჰიპოალერგიული, მაღატექნოლოგიური შემავსებელი მატრასებისთვის. მყარი, სანდრო და ხანგრძლივი მოხმარების.

მემორილატექსი

ჰაერგამტარი მასალა, ბოჭკოვანი სტრუქტურის. ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაზე არ რეაგირებს. ის ძალიან დიდ ხანს ძლებს. მატრასების წარმოებისთვის გამოიყენება ასევე ვოილოკი, ცხენის ძუა და ნატურალური ბეწვი, ლატექსი სხვადასხვა დანამატებით, სტრუტოფაბერი და სხვა მასალები, როგორც ბუნებრივი, ისე სინთეთიკური.

ორმაგი და ერთმაგი მატრასები

მაღაზიებში წარმოდგენილი მატრასების უმრავლესობა ცალმხრივია. თუმცა ზოგიერთი კომპანია, რომლებიც სპეციალიზებულია ორთოპედიული მატრასების გამოშვებაზე, აწარმოებს ორმაგ მოდელებსაც. ორმაგ მატრასში მხარეებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიმყარე და შექმნილი იყოს სხვადასხვა მასალისგან. მაგალითად არსებობს მატრასი ზამთარი-ზაფხული. ზამთრის მხარეს ბეწვის ზედაპირი და უფრო რბილი შიგთავსი აქვს სითბოს შესანარჩუნებლად, ზაფხულის მხარე კი ჰიგრსკოპული ქსოვილითაა დაფარული და უზრუნველყობს კარგ ჰაერის ცირკულაციას.

3 

ორთოპედიული მატრასები

ორთოპედიული მატრასი იმგვარად არის კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოფდეს ხერხემლის მოსახერხებელ მდგომარეობას და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ის შეესაბამება სხეულის ანატომიურ კონტურებს და ხელს უშლის ნებისმიერი სახის დისკომფორტს. ხერხემლისა და სახსრების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია ორთოპედიული მატრასი. სხვა შემთხვევაში ის ეფექტური იქნება პროფილაქტიკისთვის.

როგორ ავარჩიოთ მატრასი

მთავარი კრიტერიუმი მატრასის არჩევის დროს ჩვენი საკუთარი პრიორიტეტებია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ სხვა მომენტებიც, როგორიცაა ჩვენი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. წონის პრობლემის მქონე ადამიანებმა ჯობს უპირატესობა მყარ მატრასებს მიანიჭონ, გამხდრებმა კი რბილს, დამოუკიდებელი ზამბარებით ან ლატექსის შემავსებლით. ჩვეულებრივი მონაცემების ადამიანები ნებისმიერ მატრასზე კომფორტულად მოთავსდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ასაკიც. ხნიერ ადამიანებს ექიმები ურჩევენ უკიდურესად მყარ მატრასზე ძილს, რათა მან არ შეუქმნას პრობლემები ხერხემალსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას. ბავშვისთვის მატრასის არჩევა ყველაზე რთულია. დაბალი საფეხურის სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდებისთვის ექიმები, როგორც წესი, მყარ, უზამბარო მატრასებს გვირჩევენ. პატარა ბავშვებისთვის კი საუკეთესო არჩევანი 3-7 სმ სისქის, ჰიგიროსკოპიული ქოქოსის ბოჭკოს მატრასი იქნება. ორადგილიანი მოდელი უნდა იყოს საშუალო სიმყარის, დამოუკიდებელი ზამბარებით. თუ ორი მძინარე ადამიანიდან ერთ-ერთი ხშირად ტრიალებს ძილის დროს, ან დგება, მატრასის მეორე მხარე უძრავი რჩება.

4

მატრასის ზომა

მატრასის ზომის განსაზღვრა მარტივია. ის უნდა იყოს 20 სანტიმეტრით დიდი ჩვენს სიმაღლეზე. ერთადგილიანი მატრასის სიგანე უნდა იწყებოდეს 80 სანტიმეტრიდან. ორადგილიანის - 160 სანტიმეტრიდან.

ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნატურალური მასალის მატრასი ეკოლოგიური და გამძლეა, თუმცა არ არის კარგი მათთვის, ვისაც ალერგიები აწუხებს. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა სინთეტიკურ მასალებს უნდა მიანიჭოთ. ხერხემლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდირებულია რბილი მატრასები. მყარი მატრასი კი იდეალურია მათთვის ვისაც ხერხემლის ზედა მხარეში აქვს პრობლემები.
ზევით