არ არის გაყიდვაში

მაისის თვის საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

ჩინური იაფფასიანი ტელეფონი უკვე არც ისე იაფია და არც ისეთი უხარისხო, როგორც შეიძლება გეგონოთ სიტყვა „ჩინურის“ გაგონებაზე. ახლა ჩინეთში უკვე ისეთ ხარისხიან მოდელებს უშვებენ, რომ მათზე უკეთესი მხოლოდ ძვირადღირებულებული პრემიუმ ბრენდების პროდუქტებია. წარმოგიდგენთ გასული თვის საუკეთესო მოდელებს.

Meizu M6 -ბიუჯეტური, 8 ბირთვიანი
 

11

აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი, მყარი პლასტმასის კორპუსი, კარგი კამერები, მეხსიერება და ცუდი პროცესორი, რომელიც თამაშებისთვის გამოუსადეგარია. ცუდად აქვს საქმე ავტონომიურობასთან. როგორც წესი 24 საათზე ადრე იცლება და დატენვას საჭიროებს. დისპლეი არც ისე მკვეთრია, ფერები კი გადანათებული.

LeEco/Coolpad Cool1 — მახასიათებლების მაქსიმუმი

2-2 (1) 

5.5 დიუმიანი Full HD-დისპლეი, ძლიერი პროცესორი და მოცულობითი 4000 mAh-იანი აკუმულატორი. სმარტფონის კამერები ცუდი არ არის. არ აქვს მეხსიერების ბარათის სლოტი და დიდ ხანს 2.5 საათის განმავლობაში იტენება. ფასისა და ხარისხის თანაფარდობით თუ განვსჯით, მას კონკურენტი არ ჰყავს. რადგან ყველაზე იაფიანი Xiaomi Redmi 5 LeEco-ზე ძვირიცაა და ნაკლები ფუნქციონალიც აქვს, სხვა ბიუჯეტური ჩინური სმარტფონები კი ფუნქციოლით ბევრად ჩამოუარდებიან, იმ დროს როცა Cool1 იღებს კარგ ფოტოებს, უპრობლემოდ მუშაობს 24 საათზე მეტ ხანს და შესანიშნავია თამაშებისთვის.

Xiaomi Redmi 4X — საუკეთესო კომპაქტური სმარტფონი დიდი აკუმულატორით

33

სმარტფონს აქვს პატარა კომპაქური 5 დიუმიანი ეკრანი, სწრაფი პროცესორი, ძალიან კარგი ავნომიურობა, საშუალოზე კარგი კამერები და კარგი ხმა. უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ ცუდი ხარისხის მეტალის მასალისაა, უფერო პლასტმასის ჩანართებით. კამერები კი უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

Xiaomi Redmi Note 5 - ხალხის ტელეფონი

redmi 5

Xiaomi Redmi Note 5 -ს ყველაზე ძლიერი პროცესორი აქვს თავისი კლასის ტელეფონებში და დიდი უსაზღვრო ეკრანითაც ამაყობს 18:9-სთან მხარეთა შეფარდებით. აქვს მშვენიერი ავტონომიურობა, კარგი კამერა და ხმა. თუმცა აქვს უარყოფითი მხარეებიც. ვიზუალურად iPhone X-ის დაბალი ხარისხის პაროდიას მოგვაგონებს. არ აქვს NFC (და შესაბამისად Google Pay), მიუხედავად იმისა, რომ კამერა კარგად იღებს, კარგი ხარისხის ფოტოს მისაღებად ბევრი უნდა იწვალოთ.

Motorola Z2 Play - თხელი ლამაზმანი, რომელიც ხალხმა არ მიიღო

44

აქვს სწრაფი, ეკონომიური პროცესორი, ძალიან თხელი კორპუსი, მკვეთრი AMOLED - დისპლეი და იდეალური ფერების გადმოცემა, ისეთივე როგორიც სამსუნგს აქვს, კარგი კამერა და ავტონომიურობა. აქვს მოდულების მიმაგრების მხარდაჭერა (უკანა კორპუსზე შეგიძლიათ მიამგროთ აკუმულატორი, გეიმპადი კლავიშებით და სმარტ „კალონკა“). მუშაობს ახალ Android-ზე და სწრაფად იტენება. ნეგატიური მხარე აქვს ის, რომ კორპუსი იმდენად თხელი და კუთხოვანია, რომ დასაჭერად არაკომფორტულია და ფრონტალური კამერაც შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო.
ზევით