ჩვენ ზეპირად ვიცით, როგორ გამოიყურება ცნობილი ბრენდების ლოგოები. ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ კრეატიულობისა და ლაკონიურობის გარდა, ამ ლოგოებს შეიძლება რამე დამატებითი, ფარული აზრი ჰქონდეთ? რამ შთააგონა დიზაინერებს მათი შექმნა?
განვიხილოთ რამდენიმე ცნობილი ლოგოტიპი:
Apple
კომპანიის ჩაკბეჩილი ვაშლი ლოგოში აღნიშნავს - “სიბრძნის ხიდან” მოწყვეტილ ვაშლს. რობ იანოვი, ბრენდის დიზაინერი, ამბობს, რომ ბრენდის ლოგოტიპზე მუშაობის დაწყებისას მან იყიდა ვაშლები და ცდილობდა დაეხატა ისინი სხვადასხვა რაკურსიდან, დეტალების გამარტივებით. საბოლოოდ მან ჩაკბიჩა ერთ-ერთი და შესაბამისი იდეაც გაჩნდა, მითუმეტეს, რომ სიტყვა bite - კბენა, აღმოჩნდა კომპიუტერული ტერმინიც- ბიტი.Amazon
Amazon.com არის ელექტრონული გაყიდვების უდიდესი საიტი. მისი ლოგოტიპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია მომხმარებლებში. მისი საიდუმლო- ეს არის ღიმილი (SMILE) , А ასოდან Z ასმოდე. რაც ნიშნავს, რომ საიტი უღიმის თავის მომხმარებლებს. ასევე, ღიმილის ისარი А-დან Z-მდე აღნიშნავს, რომ Amazon-ში იყიდება აბსოლუტურად ნებისმიერი სახის პროდუქცია, (ანბანის ნებისმიერ ასოზე დაწყებული).Carrefour
Carrefour -ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ევროპული მაღაზია. მისი მთავარი ოფისი საფრანგეთშია, შესაბამისად, მისი ლოგო შექმნილია ფრანგული დროშის ფერებში. ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ, ლოგოს შუაში დასახელების პირველი ასო “C”.Hyundai
კორეულ ენაზე Hyundai ნიშნავს “აწმყო”- ს. გარდა იმისა, რომ ლოგოტიპი ასახავს ბრენდის პირველ ასოს, ის განასახიერებს ხელჩამორთმეულ ორ ადამიანს, ერთი მხრიდან კლიენტი -მეორე მხრიდან კომპანიის წარმომადგენელი.HP
აქ საქმე მარტივადაა . Hewlet pakardis შემქნელებმა William Redington Hewlett და David Packard -მა ააგდეს მონეტა იმის გასარკვევად, თუ რომელი დამფუძნებელის სახელის ასო იქნებოდა ლოგოტიპზე პირველი. როგორც მიხვდით, მოიგო უილიამმა.LG
ელექტრონიკის სამხრეთ კორეული ბრენდის ლოგოტიპის მთავარი სიმბოლო არის გაღიმებული ადამიანის სახე. ოფიციალური აღწერის თანახმად, ეს კომპოზიცია აღნიშნავს კომპანიის თავის მომხმარებელთან “ადამიანური” ურთიერთობის შენახვის სურვილს.samsung
კომპანიის წარმომადგენლების ვერსიით, ლოგოტიპში ჩამალულია მსოფლიო სივრცეში მუდმივი მოძრაობის, განახლების და სრულყოფილების იდეა. ლურჯი ფერი აღნიშნავს სივრცეს, ელიფსი -სამყაროს