არ არის გაყიდვაში

კომპიუტერების ახალი ხაზი: Lenovo Creator

1

კომპანია Lenovo-მ სულ ახლახანს ახალი კომპიუტერების ხაზი გამოუშვა, რომელიც განკუთვნილია გრაფიკულ დიზაინში მომუშავე შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ახალი ხაზი მოიცავს მონიტორებს, ნოუთბუქებსა და პერსონალურ კომპიუტერებს. ახალი კომპიუტერები Windows 10-ზე იმუშავებს.

ნოუთბუქი Lenovo YOGA Creator 7

2

კომპაქტურ ნოუთბუქს Lenovo YOGA Creator 7 აქვს Full HD მონიტორი 15,6 დიუმიანი დიაგონალით. აქვს sRGB ფერთა პალიტრის 100% დაფარვა და Pantone Matching System-ის ფერთა სრული სპექტრი. მუშაობს მე-10 თაობის პროცესორზე Intel Core i7, გრაფიკული პროცესორით NVIDIA. აქვს Studio Drivers-ის და აკუსტიკური სისტემის Dolby Atmos-ის მხარდაჭერა. 

ნოუთბუქში YOGA Creator 7-ში გამოიყენება Windows Hello ტექნოლოგია. მას აქვს Amazon Alexa-ს ხმოვანი დამხმარეს მხარდაჭერა. Modern Standby ფუნქციები გაწვდით სწრაფ შეტყობინებებს ელექტრონული ფოსტის მიღების შესახებ. აკუმულატორი უზრუნველყოფს 13 საათიან ავტონომიურ მუშაობას. სწრაფი დატენვის ტექნოლოგია Rapid Charge ნოუთბუქს ერთ საათში 80% ტენის. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს მოდული WiFi 6. კლავიატურა ანათებს და აქვს გამოყოფილი ციფრული ბლოკი. YOGA Creator 7 - ის სისქე შეადგენს 16,4 მმ, წონა - 1,9 კგ.

YOGA Creator 5 

ნოუთბუქი YOGA Creator 5 მუშაობს მე-10 თაობის პროცესორზე Intel Core i7, SSD -ის მოცულობა 1 TB-ია, ოპერატიული მეხსიერება კი - 16 GB. Full HD (1920×1080) ეკრანის დიაგონალი შეადგენს15,6 დიუმს. აქვს 100% AdobeRGB-ის ფერთა გამის 100%-იანი დაფარვა. გრაფიკულ პროცესორს NVIDIA აქვს Studio Drivers-ის მხარდაჭერა. სამუშაო პანელში რეალიზებულია Adobe Photoshop-ის სწრაფი წვდომა. ნოუთბუქი აღჭურვილია აუდიო სისტემით Dolby Audio. 8 საათამდე ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე აკუმულატორი, რომელიც 100%-ით ივსება ერთ საათში. ნოუთბუქის წონა შეადგენს 2,2 კგ-ს.

პერსონალური კომპიუტერი Ideacentre Creator 5

3 

სახლისა და ოფისის სამუშაოებისთვის განკუთვნილი პერსონალური კომპიუტერი Lenovo ideacentre Creator 5 აღჭურვილია Intel Core i9 პროცესორით, აქვს 16 GB ოპერატიული მეხსიერება და დისკრეტული გრაფიკული პროცესორი NVIDIA GeForce RTX 2060, ასევე დინამიკები Dolby Audio. გაგრილების სისტემა პრაქტიულად სრულიად უზრუნველყოფს უხმაურო მუშაობას.

მონიტორი Lenovo Creator 27

4

Creator-ის სერიაში ასევე დაანონსდა მონიტორი Lenovo Creator 27 მინიმალური ჩარჩოებით. IPS ეკრანის დიაგონალი 27 დიუმს შეადგენს და აქვს Ultra HD (3840×2160) გაფართოება. მონიტორი უზრუნველყოფს ფერის ათმაგ სიღრმეს და DCI-P3 ფერთა გამის 98%-იან აღქმას. Smart Crystal Sound-ის ხმოვანი სისტემის გამოყენება შესაძლებელს ხდის ხმა ეკრანის ვიბრირებადი ზედაპირიდან გამოვიდეს, რაც ხმას უფრო ნატურალურად წარმოაჩენს. კვება და მონაცემთა ტრანსლირება ერთი პორტიდან ხორციელდება.

მონიტორი Lenovo Q27h

5

ხაზში აღმოჩნდა კიდევ ერთი მონიტორი Lenovo Q27h, 27 დიუმიანი IPS ეკრანით (Quad HD, 2560×1440) და 350 nit სიმკვეთრით. ეკრანის განახლების სიხშირეა 75 hz, აქვს USB Type-C პორტი, რომელიც უერთებს ნოუთბუქს, სმარტფონს დასხვა გაჯეტებს.
ზევით