არ არის გაყიდვაში

როგორ გამოვაყენოთ ლაზერული ეპილატორი

44

ლაზერული ეპილაცია ერთ-ერთი პოპულარული სალონური პროცედურაა, მაგრამ მისი ყოველთვიური ჩატარება საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული. არასასურველი თმის გასაქრობად ბევრი პროცედურის ჩატარება გვიწევს და ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ბიუჯეტზე. გამოსავალი სახლის ლაზერული აპარატის შეძენაა და თუ რატომ, ამას აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ.

როგორ მუშაობს

ლაზერული აპარატი შემდეგი პრინციპით მუშაობს: გამოიმუშავებს ინფრაწითელ შუქს, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში მოქმედებს თმაზე და კლავს მის ფესვს. პროფესიონალური მოდელი საკმაოდ ძვირია, რადგან მათში რთული ტექნოლოგიები გამოიეყენება. სახლის ეპილატორები უფრო მარტივია. ის მუშაობს ნახევრადგამტარ კრისტალებზე, რაც განაპირობებს მის ნაკლებ სიმძლავრეს. ამიტომ თავიდანვე უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ სახლის პირობებში ერთსა და იმავე ზონაზე მეტი პროცედურის გავლა მოგიწევთ.

უკუჩვენებები

11

ლაზერული აპარატის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია რა ფერისაა თმა. ლაზერის შუქი კარგად სპობს მხოლოდ მუქი ფერის თმას. თხელი, ღია ფერის თმას კი ვერ იღებს. მისი გამოყენება უშედეგოა მუქი ფერის ან გარუჯულ კანზეც.
მის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. არსებობს გარკვეული ვითარებები, რა დროსაც ლაზერის გამოყენება არ შეიძლება. ესენია:
• ჰერპესი
• ეკზემა
• ფსორიაზი
• ავთვისებიანი წანაზარდები
• შაქრიანი დიაბეტი
• ორსულობა
• კანის დაავადებები
• ხალების დიდი რაოდენობა
• ნაკაწრები
• ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
• ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

როგორ გამოვიყენოთ ლაზერის აპარატი სწორად

22

თუ ექიმის თანხმობა მიღებული გაქვთ, შეგიძლიათ თავისუფლად დაიწყოთ მისი გამოყენება. თუმცა, მანამდე აპარატის სწორად გამოყენება უნდა ისწავლოთ. მზად იყავით, რომ სახლის ლაზერით ეპილაცია დიდ დროს წაგართმევთ.

გამოყენებისას დაიცავით შემდეგი წესები:

1. გაეცანით ინსტრუქციას, სადაც მითითებულია თმაზე ზემოქმედების საჭირო სიმძლავრე.
2. ლაზერულ აპარატს, როგორც წესი, ორი კონტაქტური ღილაკი აქვს - ორივე უნდა ეხებოდეს კანის ზედაპირს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იმუშავებს.
3. პროცედურა დაიწყეთ ჯერ კანის ზედაპირის მცირე ნაწილზე. დააკვირდით 24 საათის განმავლობაში ხომ არ გაგიღიზიანდათ კანი.
4. იმუშავეთ 1-3 მმ სიგრძის თმაზე. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. პროცედურის დროს დამცავი საშუალების გამოყენება არ შეიძლება.
5. ეპილატორი კანს მჭიდროდ უნდა მიაბჯინოთ - სწორედ ამ დროს ხდება თმაზე ზემოქმედება. ერთ მიწოლაზე ხდება მხოლოდ 3 კვ. სანტიმეტრის ველის დამუშავება. ერთ თმაზე 4 წამი იხარჯება.
6. შემდეგ შეგიძლიათ აპარატი ნელა გადაიტანოთ სხვა ადგილზე.
7. დამუშავებულ ადგილზე თმა დაგცვივდებათ რამდენიმე დღის განმავლობაში.
8. პროცედურის გამეორება ერთ ადგილზე 2-3 კვირის შემდეგ შეგიძლიათ. ამ დროისთვის თმა 40% უნდა შემცირდეს. წლის განმავლობაში მათი რაოდენობა უფრო და უფრო შეცოტავდება.
9. იმისთვის, რომ არასასურველი თმისგან სამუდამოდ გათავისუფლდეთ პროცედურა ერთ ზონაზე 2-3-ჯერ უნდა ჩაიტაროთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც არასასურველი თმისგან სრულიად გათავისუფლდებით, პროცეუდრა სამ თვეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ სამი წლის განმავლობაში.

თქვენ შეგიძლიათ დაიმუშაოთ ნებისმიერი ზონა:

33 

• ფეხები
• ბიკინი
• ყელი
• სახე
• მკერდი
• ზურგი და ა.შ.

როგორ ავირჩიოთ კარგი მოდელი

კარგი ეპილაციის აპარატის ასარჩევად უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი კრიტერიუმებით.
1. პროცედურის დრო - ეს არის მთავარი კრიტერიუმი.
2. დამუშავების ზონა.
3. ლაზერული სხივის სიგრძე - ოპტიმალურად ითვლება 808 ნანომეტრი სიგრძის მქონე სხივი, რომლის გამოყენებისას ნადგურდება ფოლეკულა. ნაკლებ სიგრძეზე ჩნდება კანის დამწვრობის საფრთხე.
4. უნდა აირჩიოთ მწარმოებელი, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს.
5. დიოდური ან ნეოდიუდური მოდელი მოქმედებს მუქი ფერის და გარუჯულ კანზეც. ქერათმიანებმა ჯობს არჩევანი ალექსანდრიტის ლაზერზე შეაჩერონ.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეძლებთ სასურველი მოდელის სახლის ლაზერული აპარატის შეძენას.
ზევით