არ არის გაყიდვაში

ხარისხიანი კვება შინაური ცხოველებისთვის

11

ქალაქის მაცხოვრებელთა უფრო და უფრო დიდ რაოდენობას ჰყავს სახლში შინაური ცხოველი. აშკარა ფავორიტი მათ შორის კატა და ძაღლია, რომლებიც ბევრისთვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. მათი საკვებით უზრუნველყოფა კი არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ მოდით გავარკვიოთ, როგორ გამოვკვებოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები კარგი საჭმლით.
ქალაქში ცხოვრება ახალ პირობებს უქმნის ცხოველს. ამის გამო ხშირად ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ვერ იღებენ საჭირო რაოდენობით ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ დამოუკიდებლად ხშირად ვერ ვახერხებთ მათთვის სრულყოფილი რაციონის შერჩევასა და მომზადებას. მათ კი თავად ნადირობის საშუალება არ აქვთ. სწორედ ამიტომ უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ძაღლებისა და კატებისთვის განკთვნილი სპეციალური საკვები, რომელიც თუ მართლაც ხარისხიანია, ყველა საჭირო ელემენტს შეიცავს.

მზა საჭმლის სახესხვაობები:

22

თანამედროვე საკვები იყოფა ორ ნაწილად: მშრალი და კონსერვირებული. მშრალი საკვების უპირატესობებია:

• დიდ ხანს არ ფუჭდება.
• ხარისხიანი საკვები სრულად უზრუნველყოფს ბალანსირებულ კვებას.
• ღირებულება 2-3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე კონსერვირებულის.



დღეისათვის ყველა ცრურწმენა იმის შესახებ, რომ მშრალი საკვები მავნეა, მეცნეირებმა უგულებელყვეს. უბრალოდ მისი გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

• ცხოველს საკვებთან ახლოს დაუდგათ წყალი.
• გააკონტროლოთ, რომ მან აუცილებლად დალიოს წყალი.
• არ აურიოთ მშრალი და ნატურალური საკვები.
• საკვები უნდა აარჩიოთ ცხოველის ფიზიკური თავისებურებებიდან გამომდინარე.
• საკვების მოცულობა ნორმას არ უნდა აჭარბებდეს, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი ჭამა.

ამ რჩევების გათვალისწინება თქვენს ცხოველს უზრუნველყოფს ბალნსირებული და ხარისხიანი კვებით. კონსერვები კონსერვირებული საკვები ნაკლებ პრაქტიკული და მეტად ძვირია, რაც იმითაა განპირობებული, რომ გახსნის შემდეგ მას ვერ შეინახავთ 24 საათზე მეტ ხანს. სწორედ ამიტომ მათ ხშირად ყიდიან პორციებად, ან დღე-ღამის ნორმის შესაბამისად, რაც პროდუქტის ღირებულებაზეც აისახება. მთლიანობაში კონსერვებიც, ისევე, როგორც მშრალი საკვები სრულყოფილად უზრუნველყოფს ცხოველის ჯანსაღ კვებას.

ხარისხიანი მშრალი საჭმელი

33

ხშირ შემთხვევაში მეპატრონეები მშრალ საკვებს ირჩევენ თავიანთი ცხოველებისთვის. სწორი და ბალანსირებული რაციონის უზრუნველყოფა ჩვენი ოთხფეხა მეგობრისთვის შესაძლებელია მათთვის ხარისხიანი სავების შერჩევით. ამ დროს კი მთელი რიგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:
• ცხოველის ასაკი
• დაავადებები
• ფიზიოლოგიური განსაკუთრებულობები
• ინდივიდუალური ხასიათი და სურვილები.

მშრალი საკვები იყოფა ოთხ სახეობად:
• ეკონომი
• პრემიუმი
• სუპერ პრემიუმი
• გრძელ ბეწვიანი ცხოველებისთვის. ჩვენს მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ ხარიხსიანი და ბალანსირებული საკვები და სხვადასხვა აქსესუარები თხვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
ზევით