არ არის გაყიდვაში

როგორ მოვამზადოთ ლუდში შემწვარი კანჭი

11

ღორის კანჭი საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. იმდენად, რომ რესტორნებიდან უკვე სამზარეულოში გადაინაცვლა და ბევრი მის ოჯახში მომზადებასაც სიამოვნებით შეეჭიდებოდა. მით უმეტეს, რომ წინ საახალწლო დღესასწაულები გველის და ჩვენი საყვარელი, ტრადიციული ქართული კერძების გვერდით, მრავალფეროვნებისთვის რაიმე განსხვავებულსაც ვისურვებდით. ჰოდა, კანჭის შეწვა იდეალური იქნება, მას შემდეგ რაც 31 დეკემბრის ღამე გადაივლის და საცივისა და ტოლმისგან დაღლილებს რაიმე განსხვავებული მოგვინდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლო რეცეპტები გაგიზიაროთ და ყველანაირად შეგიწყოთ ხელი მის მომზადებაში.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

• 3-4 კანჭი
• 3-4 კბილი ნიორი
• მარილი, პილპილი
• 250 მლ ლუდი
• 8-2, საშუალო ზომის კარტოფილი

ინვენტარი:

ღუმელი 

ელექტრო ღუმელი
დანების ნაკრები

რეცეპტი:

22

კანჭი გარეცხეთ და შეაშრეთ. კანი მჭრელი დანით რომბისებურად დასერეთ.

მარილი, პილპილი და დაკეპილი ნიორი ერთმანეთში აურიეთ და კანჭებს ყველა მხრიდან შეაზილეთ.

დადეთ კანჭი ცეცხლგამძლე ფორმაზე და ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. კანჭები დაახლოებით 2.5 საათით შედგით ღუმელში. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე გადააბრუნეთ და თავისივე წვენი და ლუდი მოასხით.

ღუმელში შედებიდან დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ კარტოფილი გარეცხეთ, შუაზე ან ოთხად გაჭერით, მარილი და პილპილი მოაყარეთ, კანჭებს შორის გაანაწილეთ და კიდევ დაახლოებით ერთი საათი დატოვეთ ღუმელში.

ლუდის მთელი რაოდენობა კარტოფილის დამატებამდე გამოიყენეთ. კარტოფილი კი ერთხელ გადააბრუნეთ, რომ არ მიიწვას.

მზა კანჭები და კარტოფილი ფორმიდან ამოიღეთ, ფორმაში დამდგარი წვენი საცერში გაატარეთ და ხორცს და კარტოფილს მოასხით.

სუფრაზე მიიტანეთ სოსისებთან და წნილთან ერთად. გემრიელად მიირთვით!
ზევით