არ არის გაყიდვაში

კამერების შედარება: OnePlus 6, iPhone X, Pixel 2 XL, Huawei P20 Pro и Galaxy S9+

AA



Youtube-ის პოპულარულმა ბლოგერმა მარკუს ბრაუნლიმ ახლად გამოსული OnePlus 6-ის კამერა მის ძირითად კონკურენტებს: iPhone X, Pixel 2 XL, Huawei P20 Pro და Galaxy S9+-ს შეადარა. ამისათვის მან ფოტოების რამდენიმე კლასიკური ვარიანტი აიღო, რომელიც სხვადასხვა პირობებში იყო გადაღებული: ქუჩა, საგნები, პორტრეტი, პეიზაჟი და ა.შ.

 

 

თავდაპირველად კამერები ჩვეულებრივ პირობებში განალაგეს, ნორმალური განათებითა და კონტრასტული საგნით ცენტში. პირველი ექსპერიმენტით გაირკვა, რომ OnePlus 6  სხვებთან შედარებით დეტალებს ბოლომდე ვერ ასახავს. ობიექტების ფაქტურაც ცოტა გაპრიალებული გამოვიდა. ასეთი ეფექტი, როგორც წესი, დამუშავების ალგორითმის ხარჯზე გამოდის. ამავე დროს აიფონის ფოტოს ყველაზე მკაფიო ფერები ჰქონდა, თითქოს რედაქტორში იყო დამუშავებული.

A - OnePlus 6, B - iPhone X, C - Pixel 2 XL, D - Huawei P20 Pro, E - Galaxy S9+

1

შემდეგ ექსპერიმენტში ყველაფერი ცოტა რთულდება. შექმნილია არასაკმარისი განათება. ობიექტი ცენტრში ბნელია. მაგიდა კონტრასტულია. აქ სმარტფონს ცუდად არ უმუშავია. დეტალები შენარჩუნდა ძალიან ბნელ, ან გადანათებულ ადგილებში. თუმცა მაგიდა ჩანს არა თეთრი, არამედ ნაცრისფერი. Huawei P20 Pro-ს შედეგი ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი იყო. ფოტოში ძალიან ბევრი დეტალი დაიკარგა.

A - OnePlus 6, B - iPhone X, C - Pixel 2 XL, D - Huawei P20 Pro, E - Galaxy S9+

2

შემდეგი ეტაპი: ცუდი ამინდი და პეიზაჟი. აქ ყველა გატესტილი ობიექტი ერთ დონეზეა. მხოლოდ iPhone X-ის სურათი გამოვიდა ბევრად ნათელი, ვიდრე სხვების.

A - OnePlus 6, B - iPhone X, C - Pixel 2 XL, D - Huawei P20 Pro, E - Galaxy S9+

3

შემდეგ - ობიექტს იღებდნენ ცუდ ამინდში, ქუჩაში. დეტალები ამ შემთხვევაშიც ცუდად ჩანდა OnePlus 6-ის ფოტოებში. შედარებით ნათელი გამოსახულება ჰქონდა iPhone X.

A - OnePlus 6, B - iPhone X, C - Pixel 2 XL, D - Huawei P20 Pro, E - Galaxy S9+

4

ადამიანების გადაღებისას სმარტფონებმა ანალოგიური შედეგები აჩვენეს. Huawei P20 Pro და OnePlus 6 იმდენად აპრიალებენ სახეს, რომ ნაოჭები და ნაკეცები პრაქტიკულად საერთოდ არ ჩანს. სხვა სმარტფონების შემთხვევაშიც იგივე შედეგი დაიდო.

A - OnePlus 6, B - iPhone X, C - Pixel 2 XL, D - Huawei P20 Pro, E - Galaxy S9+

5

OnePlus 6 -მა კარგად წარმოაჩინა თავი ცუდი განათების პირობებში გადაღების დროს. თუმცა გამოსახულების დანაგვიანება მაინც სახეზეა. გარდა ამისა ის ობიექტის ტექსტურას უკეთესად ინარჩუნებს, ვიდრე Huawei P20 Pro.

A - OnePlus 6, B - iPhone X, C - Pixel 2 XL, D - Huawei P20 Pro, E - Galaxy S9+

6

ბოლო ტესტირება იყო პორტრეტის რეჟიმი უკანა ფონის გაფერმკრთალებით. OnePlus 6-მა მშვენივრად გამოყო პერსონაჟი ფონისგან. თუმცა თმაში გარკვეული დაბინძურებები ჩანს. ამ პუნქტში ყველაზე კარგი აღმოჩნდა Pixel 2 XL.  ამას გარდა ყველა სმარტფონს ჰქონდა განსხვავებული კონტრასტულობა და თეთრის ბალანსი.

7

პრინციპში OnePlus 6-ის კამერა სხვა კარგ ფლაგმანებზე ცუდად არ მუშაობს. მთავარია, რომ შემდგომ მოდელებში გააუმჯობესონ გამოსახულების დეტალიზაცია და შეამცირონ გაფერმკრთალების დონე.

საბოლოო ჯამში, გატესტილი სმარტფონებიდან რთულია ლიდერის ამორჩევა. ყველა ფლაგმანმა სამოყვარულო დონე აჩვენა.

ზევით