არ არის გაყიდვაში

ივნისის საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

ბაზარზე უამრავი სმარტფონი გამოდის, ხშირად აბსოლუტურად გამოუსადეგარი, მაგრამ მათ შორის შეიძლება რეალურად კარგი მოდელის არჩევა და თანაც მისაღებ ფასად. ჩვენ გადავწყვიტეთ თვის საუკეთესო მოდელები ამოგვერჩია და აღმოჩნდა, რომ ჩამონათვალში ლიდერობენ არა მხოლოდ Xiaomi და Huawei, არამედ Samsung-იც.

Xiaomi Redmi 5A

1

უკვე არაერთი თვეა ლიდერობს ბიუჯეტური მოდელების ბაზარზე და ამის მიზეზიც არსებობს. რეალურად მოდელს აქვს კარგი ავტონომიურობა, ხარისხიანი ეკრანი და კამერები, კარგი დინამიკები და ხმა. უარყოფითი მხარე კი მისი სუსტი პროცესორი და უბრალო პლასტმასის კორპუსია. მოკლედ, თუ სმარტფონი ძლიერი თამაშებისთვის არ გჭირდებათ და არც ვიზუალს აქცევთ დიდ ყურადღებას, თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ.

Huawei P Smart

2

მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება P Smart ჰუავეის სხვა მოდელების ტრადიციულ სახელებს შორის უცნაურად გამოიყურება, ის ჩვეულებრივი კლონია ისეთი გაჯეტებისა, როგორებიცაა: Honor 8 Lite, Huawei P10 Lite, Huawei P8 2017, Honor 9 Lite, Huawei Nova 2i, Honor 7X და Huawei Y9 2018 და მათგან მხოლოდ მცირე დეტალები განასხვავებს. თუმცა ეს ცუდი სულაც არ არის. სმარტფონი ხარისხიანი და უნივერსალურია. იღებს ნორმალური ხარისხის ფოტოებს. ავტონომიურად მუშაობს 24 საათის განმავლობაში. აქვს NFC ფუნქცია, ეკრანი მოგრძოა (ბოლო მოდის მიხედვით) და ასე თუ ისე ხარისხიანი. პროცესორიც სწრაფია, მაგრამ ზედმეტად ბევრი აპლიკაციით დატვირთვაზე ნუ გარისკავთ. უარყოფითი მხარე - დიდ ხანს იტენება, თამაშებისთვის არ არის განკუთვნილი.

Samsung Galaxy A3 (2017)

3

დღეისათვის ბაზარზე მხოლოდ ორი კომპაქტური ბიუჯეტური მოდელი არსებობს. მათ შორის ყველაზე იაფი და ორიგინალურია Samsung Galaxy A3 (2017).სმარტფონი მართლაც შესანიშნავია, თუმცა კორეელებმა მას ოპერატიული მეხსიერება დააკლეს და აღჭურვეს მხოლოდ 2 GB-ით. ეს არც ისე ცუდი იყო თავიდან, მაგრამ Android-ის განახლების შემდეგ ის შესამჩნევად შენელდა. რატომ ვუწევთ რეკომენდაციას? იმიტომ რომ ეს არის სამსუნგი, მინისა და მეტალის კორპუსით, NFC ფუნქციითა და კარგი ხმით. და რაც მთავარია, მას აქვს კომპაქტური 4.7 დიუმიანი მკვეთრი ეკრანი Super AMOLED + წყლისა და მტვრისგან დაცვა. ნუ დაელოდებით Galaxy A3 2017-სგან მუშაობის სისწრაფეს. ის ასატანია, თუმცა საკმაოდ ნელი. და ნუ ელით კარგ ავტონომიურობას. საღამოსთვის ის უკვე დასატენია. ფასისა და ვიზუალის თვალსაზრისით მის შეძენაზე ფიქრი ნამდვილად ღირს.

Xiaomi Redmi Note 5

4

ეს არის თამაშებისთვის ყველაზე სწრაფი სმარტფონი. უპრობლემოდ მუშაობს ავტონომიურად ორი დღე-ღამის განმავლობაში და სწრაფად იტენება. კარგი ხმა აქვს ყურსასმენებში და არ იღებს ცუდი ხარისხის ფოტოებს. ბიუჯეტურ სმარტფონებში საუკეთესოა. აქვს მკვეთრი დისპლეი და ხარისხიანი კამერები. უარყოფითი მხარეა კორპუსი, რომელიც იაფფასიანი მასალისაა.

Samsung Galaxy J7 (2017)

5

სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების სამეულიდან (J3/J5/J7) Galaxy J7 ყველაზე კარგად გამოიყურება და მუშაობს საკმაოდ დიდ ხანს. არ ჭედავს განსაკუთრებული მიზეზის გარეშე და ბიუჯეტური მოდელების სტანდარტებით არ იღებს ცუდ ფოტოებს. მაღალი კლასის ბრენდებს შორის (LG, Samsung, Sony, Apple) ის ყველაზე კარგი ბიუჯეტური მოდელია. და თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება თუ ამ წლის მოდელებს შეიძენთ, რადგან ბოლო ტენდენციების მიხედვით, უახლეს სმარტფონებს აშკარად ჯობს წინა წლის მოდელები. მაგალითად Galaxy A6 და A8 2018 — წინა წლის მოდელის მსგავსია, თუმცა უფრო ძვირი და არავითარი მნიშვნელოვანი განახლება არ აქვს. Samsung Galaxy J7 აქვს ხარისხიანი Full HD AMOLED- დისპლეი. NFC ფუნქცია, კარგი ხმა, ხარისხიანი ოპტიკა კამერებზე და კარგი ავტონომიურობა. ნეგატიური მხარე - დიდ ხანს იტენება.
ზევით