არ არის გაყიდვაში

როგორ შევახამოთ ჯინსი და ფეხსაცმელი

11

ჯინსის ტარება ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია, მაგრამ ხშირად ვერ ვუხამებთ მათ ფეხსაცმელს და ზოგს ეს გადაუჭრელ პრობლემად ექცა. ფეხსაცმლისა და ჯინსის სწორად შესახამებლად ჯერ უნდა განსაზღვროთ როგორ სტილში გინდათ ჩაიცვათ. გინდათ გამოიპრანჭოთ, თუ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ლუქს ამჯობინებთ.

ყოველდღიური

ყოველდღიური ლუქი არ ნიშნავს მოუწესრიგებლობას. თქვენი გარდერობის ყოველი ელემენტი ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს. თქვენ არასოდეს ჩაიცვამთ ლაკის ოქსფორდებს დახეულ ჯინსებთან, ხომ მართალია?

ნახევრად ფორმალური

ჩვეულებრივი სამსახური იქნება, თუ ღამით ქალაქში გასვლა, ნახევრად ფორმალური იმიჯი საუკეთესო გამოსავალია. ამ შემთხვევაში ჯინსთან ჯობს ჩაიცვათ ფერადი პერანგი, ან სვიტერი, ფეხზე კი ლოფერები, ბატინკები, ან თეთრი სნიკერსები ატაროთ.

დახვეწილი სტილი

განსაკუთრებულ შემთხვევაშიც შეიძლება ჯინსის ჩაცმა, მაგრამ ფეხსაცმელი უნდა იყოს შესაბამისი. ამ შემთხვევაში გირჩევთ შავ კლასიკურ ჯინსს და ტყავის ფეხსაცმელს. ტანსაცმლის ეს წყვილი იდეალურია ფერად პერანგთან და პიჯაკთან ერთად.

იპოვეთ იდეალური ჯინსი

22

იდეალური ჯინსის პოვნა ადვილი საქმე არ არის მაგრამ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველ რიგში თქვენი ზუსტი ზომის შარვალი იპოვეთ, გარეცხეთ და თუ კარგად მოგერგოთ, ე.ი. სწორი არჩევანია.

იპოვეთ თქვენი სტილი

33

სწორი, სქინი, თუ სლიმი? თუ ჯინსის სტილის ეს სახელწოდებები არაფერს გეუბნებათ, მარტივად აგიხსნით.

სლიმი როგორც წესი კარგად გადგათ ტანზე. უხდებათ დაბალ ან საშუალო ზომის ადამიანებს. მშვენიერი არჩევანია, თუ გამოპრანჭვა გინდათ.

კლასიკური ნიშნავს, ბუნებრივ სისქეს და სწორ ფორმას. ის ნებისმიერი ტიპის სხეულის ადამიანს უხდება.

თავისუფალ ჯინსებს მაღალი წელი და თაცისუფალი დგომა აქვთ. უხდება, როგორც ათლეტური აღნაგობის, ისე გამხდარ მამაკაცებს.

სქინი ჯინსები ტანზე გეკრვით და იმეორებს თქვენი სხეულის ფორმებს. ის გამხდარი აღნაგობის ადამიანებს უხდებათ.

საბოლოო ჯამში, რა სტილიც არ უნდა არიჩოთ, მთავარია ზომა შეარჩიოთ სწორად და არასოდეს ჩაიცვათ ფართო ჯინსები დახვეწილ ფეხსაცმელთან.

ფეხსაცმლის არჩევა შეგიძლიათ აქიდანვე დაიწყოთ. გადადით ბმულზე და აირჩიეთ სასურველი მოდელი.

ზევით