მითები და ფაქტები: რა არის იონიზაცია

რა არის იონიზაცია

ბინაში იონიზაცია ბუნებრივად არ ხდება, რადგან იქ არსებულ ჰაერზე ბუნებრივი წყაროს ზემოქმედება არ ხდება. ამიტომ ვიყენებთ სპეციალურ მოწყობილობას – იონიზატორს, ანდაც ტექნიკას ამგვარი ფუნქციით.
რისთვის გვჭირდება ჰაერის იონიზაცია?
პირველ რიგში ისინი ახდენენ ერითროციტების მუშაობის აქტივირებას და აუმჯობესებენ გაზების ცვლას ფილტვებში 10%–ით. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს შემდეგ პლიუსებს.
• გიუმჯობესდებათ ძილის ხარისხი.
• უმჯობესდება შრომისუნარიანობა.
• უმჯობესდება თვითშეგრძნება და იზრდება იმუნიტეტი.
• ნორმალიზდება ფქსიქოლოგიური მდგომარეობა.
• ჩქარდება მეტაბოლიზმი, რის შედეგადაც უკეთ გამოიყურებით.
• უარყოფითად დამუხტული იონები იკრობენ ჰაერის მავნე ნაწილაკებს და წმინდავენ მას მტვრისა და ალერგენებისგან.
თუმცა იონიზატორის გამოყენების დროს გარკვეული სიფრთხილის გამოჩენაც გვმართებს.

• თუ იონიზაციის დროს შენობაში იმყოფება ადამიანი, რომელიც დაავადებულია ჰაერწვეტოვანი გზით გადამდები ვირუსით, დაავადების გადადების შანსი იზრდება.
• იონიზებული ჰაერი ცუდია მაღალი ტემპერატურის მქონე ავადმყოფისთვის.
• მას უნდა მოერიდონ ისინიც, ვინც დაავადებული ასთმური ბრონქიტით.
• იონიზაციის პერიოდში ნუ დარჩებით ოთახში.
• ყველა იონიზატორი ქმნის ოზონს – ბუნებრივ დამამჟავებელს, რომელიც თუ დასაშვებ ნორმას გასცდა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ქმნის საფრთხეს. ამიტომ ხშირ–ხშირად გაანიავეთ სახლი.
• იონიზაციის დადებით ეფექტს უნდა ელოდოთ თვეების შემდეგ. მყისიერ შედეგს მისგან არ უნდა ელოდოთ.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იონიზატორის გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს მტვრის რგოლები, ამიტომ შენობაში, რომელშიც ის დგას, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სველი დასუფთავება.