არ არის გაყიდვაში

INGCO-ს მაღალი ხარისხის სამშენებლო ინსტრუმენტები

55

უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა სტერეოტიპი, რომ ჩინური ნიშნავს აუცილებლად დაბალ ხარისხიანს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ წარმოების ამ ოაზისში ყველანაირი პროდუქცია მზადდება - უმაღლესი ხარისხიდან დაწყებული, მესამე  სამყაროს წარმომადგენელი ქვეყნებისათვის განკუთვნილი პროდუქტებით დამთავრებული. 
ახლა უკვე ხარისხზე მიგვითითებს არა მწარმოებელი ქვეყანა, არამედ ბრენდის იმიჯი. 

1 
ერთ-ერთი მათგანია ჩინური კომპანია INGCO, რომელიც შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ პროფესიონალური სამშენებლო და სარემონტო ინსტრუმენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. 
ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Bosch, Makita და Stanley გამოირჩევიან იმით, რომ აწარმოებენ ძალიან ხარისხიან პროდუქციას, მაგრამ მათი ღირებულება ზედმეტად მაღალია. 

2 
INGCO-ში ფიქრობენ, რომ უმაღლესი ხარისხი ნიშნავს, არა მხოლოდ ფუნქციონალს, კომფორტული მოხმარების შესაძლებლობასა და გარეგნულ მხარეს, არამედ ეფექტურობას, მწარმოებლურობას და შესაძლებლობას გარემონტდეს და შესაბამისი პრინციპის დაცვით მუშაობენ კიდეც. 
INGCO-ს თანამშრომლები ყოველ დეტალს უდიდეს ყურადღებას უთმობენ იმისთვის, რომ ბრენდის ინსტრუმენტები უმაღლესი ხარისხის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ. 
INGCO-ს სათაო ოფისი ჩინეთში მდებარეობს და ჩინეთის სათაო ოფისიდან აწვდის მთელ მსოფლიოს თავის რჩეულ პროდუქციას. მარკეტინგული ხარჯების გაწევის მაგივრად კომპანია ორიენტირებულია პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის შეთავაზებაზე და ამით ლოიალური მომხმარებლების დიდ ჯგუფს ქმნის. 

3 
INGCO-ს პროდუქციის ასორტიმენტში შედის: ელექტრო, ხელის, საზომი, წყლისა და ბაღის ინსტრუმენტები, შესადუღებელი მანქანები, გენერატორები, ჰაერის სატუმბები და სხვადასხვა აქსესუარები. 
ძალიან მალე INGCO-ს პროდუქციის შეძენას ჩვენი მომხმარებელი ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც შეძლებს. ისიამოვნეთ მაღალი ხარისხით და ადეკვატური ფასებით!
ზევით