არ არის გაყიდვაში

როგორ იქცა იკეა მსოფლიო ბრენდად

33

ავეჯისა და სახლის აქსესუარების შვედური ბრენდი IKEA უკვე ათეულობით წლებია მსოფლიო ბაზრის ნამდვილი ლიდერი და ევროპისა და ამერიკის, აზიისა და აფრიკის უამრავი მომხმარებლის საყვარელ კომპანიას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჰოლანდიიდან იმართება, იკეა შვედური ბრენდია და სწორედ ამგვარად ახდენს პოზიციონირებს ბაზარზე. ის 1943 წელს შვედეთში ინგვარ კამბრადმა დააარსა. 

ინგვარ კამპრადმა საქმიანობა 5 წლის ასაკში ასანთის გაყიდვით დაიწყო. ბითუმად ყიდულობდა ასანათს სტოკჰოლმში და ყიდდა თავის სოფელში. მისი პირველი მომხმარებელი ბებია იყო, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა ბიზნესმენის საქმიანობას. ინგვარს თავად მიჰქონდა კლიენტებთან შეკვეთა, აგზავნიდა ფოსტით და ნელ-ნელა კიდეც გააფართოვა საქმიანობა. ასანთს დაამატა კალმისტრები, ფანქრები, საფულეები და ჩარჩოები. 1948 წელს მის ასორტიმენტში მცირე ზომის ავეჯიც გაჩნდა. 1958 წელს კი პირველი მაღაზია გაიხსნა. მაღაზია ნელ-ნელა ქსელურ მარკეტად გადაიქცა და 1963 წელს იკეა საერთაშორისო ბაზარზე გავიდა. 

სახელწოდება „IKEA“ აკრონიმს წარმოადგენს და იშიფრება, როგორც Ingvar Kamprad Elmtaryd Agunnaryd, - დამფუძნებლის სახელი, გვარი და ფერმის სახელი აგუნარუდის დასახლებაში, სადაც ბიჭი დაიბადა. 

11

ამჟამად კომპანია დაკავებულია ავეჯის, სახლისთვის საჭირო აქსესუარებისა და სხვა მასობრივი მოხმარების პროდუქტის წარმოებითა და რეალიზაციით. იკეას ავეჯის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ავეჯის დიდ ნაწილს მომხმარებელი დამოუკიდებლად აწყობს სახლში. მომწოდებელს კი ავეჯის ნაწილები გამომწერებთან გადააქვთ ბრტყელი ყუთებით. სწორედ ამ პრინციპების გამო კომპანიას ნაკლები დანახარჯები აქვს ლოჯისტიკასა და სერვისზე და შესაბამისად საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად ყიდის პროდუქტს. 


კომპანია ფლობს 271 მაღაზიას მსოფლიოს 25 ქვეყანაში. მაღაზიების უმრავლესობა ევროპაში მდებარეობს. ფრანჩაიზის რაოდენობის გათვალისზინებით კი მაღაზიების რაოდენობა 325 ერთეულს შეადგენს მსოფლიოს 41 ქვეყანაში. 2012 წლის მონაცემებით IKEA-ს გაყიდვებმა 28 მილიარდი ევრო შეადგინა. 

იკეას ასორტიმენტში შედის: რბილი ავეჯი, საწოლები, კარადები, მაგიდები და სკამები, სამზარეულოს ავეჯი, აბაზანის აქსესუარები, ტექსტილი და შპალერი, ხალიჩები, ბაღის ავეჯი, სანათი აქსესუარები, საბავშვო ნივთები და საწოლის თეთრეული. იკეა ყოველწლიურად აახლებს კატალოგს და მომხმარებელს უზრუნველყობს თანამედროვე მარტივი, მსუბუქი და ხარისხიანი პროდუქციით. 

სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო ბრენდი მუდმივად სარგებლობს მზარდი პოპულარობით და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიერიდან თქვენი საყვარელი ბრენდის გამოწერას BE.GE-ს საშუალებით შეძლებთ.
ზევით