არ არის გაყიდვაში

ახალი iPad Air და iPad: განხილვა

11

შემოდგომის ტრადიციულ პრეზენტაციაზე, Apple-მა წარმოადგინა განახლებული პლანშეტები iPad Air და iPad 8. ირკვევა, რომ ახალი ტაბლეტი iPad Air გამოვა iPad Pro-ს მსგავსი დიზაინით. ეკრანებს ექნებათ მომრგვალებული კუთხეები და თხელი ჩარჩოები. განახლებული დიზაინის შედეგად ეკრანის დიაგონალმა 11 დიუმი შეადგინა.

iPad Air

22

დისპლეი

დისპლეი წარმოდგენილია მატრიცით Liqued Retina Display და მისი გაფართოება შეადგენს 2360х1640. ეკრანს აქვს True Tone ფუნქციის მხარდაჭერა და შექმნილია სრული ლამინაციის ტექნოლოგიით.

დიზაინი

iPad Air გამოდის USB-C პორტით, რომელმაც შეცვალა Lightning. უნივერსალური პორტის გამოყენება შესაძლებელს ხდის ოპერატიულად მიუერთოთ კომპიუტერს მეხსიერება, მონიტორი ან კამერა. Smart Connector-ს აქვს კლავიატურის Magic Keyboard-ის მიერთების შესაძლებლობაც. თითის ანაბეჭდების სკანერი Touch ID განთავსებულია ჩართვის ღილაკთან, Home ღილაკი ახალ პლანშეტს არ აქვს. აკუსტიკური სისტემა აღჭურვილია სტერეოდინამიკებით. Მეორე თაობის Apple Pencil 2-ის მისამაგრებლად კუთხეზე წარმოდგენილია მაგნიტური საჭერი.

ტექნიკური მახასიათებლები

33

iPad Air 4 მუშაობს პროცესორზე A14 Bionic, რომელიც 5 ნანომეტრიან ტექპროცესორს ემყარება და აქვს 11,8 მილიონი ტრანზისტორი. პლატფორმას აქვს 6 ბირთვიანი CPU, რომელიც 40%-ით ზრდის მწარმოებლურობას წინა თაობის აპარატებთან შედარებით.

კამერა

iPad Air 4-ს ექნება ძირითადი კამერა 12 Mp გაფრთოებით და 4K ფორმატში ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით 60 კადრით წამში. 7 mp ფრონტალურ კამერას კი აქვს Smart HDR მხარდაჭერა.

სხვა მახასიათებლები

პლანშეტს ექნება Wi-Fi 6 კავშირი, კლავიატურის Magic Keyboard-ის მხარდაჭერა, ხოლო ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 საათს.

iPad Pro

44

ეკრანი და დიზაინი

iPad 8-ს იქნება 10,2 დიუმიანი დიაგონალის ეკრანი Retina, 2160х1620 გაფართოებით. გამოიყენება Lightning პორტი, არ აქვს Home ღილაკი და წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სკანერით Touch ID. კვლავინდებურად აქვს თხელი ჩარჩოები და პირველი თაობის Apple Pencil-ის მხარდაჭერა.

ტექნიკური მახასიათებლები

55

iPad 8-ს მთავარი სიახლე ტექნიკურ მახასიათებლებშია. აპარატი მუშაობს 6 ბირთვიან როცესორზე A12 Bionic. Apple-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ახალი პროცესორის წყალობით პლანშეტი მწარმოებლურობით სჯობს Windows-ზე მომუშავე ნოუთბუქებს 2-ჯერ და Android პლანშეტებს სამჯერ.

სხვა მახასიათებლები

ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 საათს. გამოდის გადამყვანი ადაპტერით USB Type-C.В და აქვს სტეროედინამიკები ცალ მხარეს.
ზევით