არ არის გაყიდვაში

Huawei Band 3 Pro: განხილვა

1

ისეთმა მოწყობილობებმა, როგორიცაა „ჭკვიანი“ საათები და ფიტნეს სამაჯურები ნელა, მაგრამ საფუძვლიანად დაიპყრეს ბაზარი. უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ამჯობინებს ჩვეულებრივ საათს სმარტ მოწყობილობას. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სმარტ საათები არა მხოლოდ დროს გვაჩვენებს, არამედ თვალს ადევნებს ჩვენს აქტივობას, ახდენს ჯანმრთელობის მონიტორინგს, გვეხმარება სპორტული აქტივობების დროს, ასახავს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს. ამ დროისათვის სმარტ საათები საკმაოდ ძვირადაღირებულ მოწყობილობებად ითვლება. მათთან შედარებით, ხელმისაწვდომია სმარტ სამაჯურები. თანაც ბოლო პერიოდში მათი ფუნქციური შესაძლებლოები იმდენად გაიზარდა, რომ საათის მაგივრობას თავისუფლად გასწევენ. რა თქმა უნდა, ისინი არც ისე ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ სავარაუდოდ მოკლე დროში ეს პრობლემაც დაიძლევა. 
ფიტნეს სამაჯურების სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Xiaomi-სა და Samsung-ის მოწყობილობები, თუმცა ძალიან კარგი პროდუქტი გამოუშვა Huawei-მაც და აღნიშნულ სტატიაში სწორედ მის მახასიათებლებზე ვისაუბრებთ.

რით არის საინტერესო Huawei Band 3 Pro?

2 (5)

ეს არის ყველაზე ბოლო მოდელი Huawei-ს მიერ გამოშვებული ფიტნეს სამაჯურებიდან, რომელიც ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი და სრულფუნქციური ტრეკერია. Huawei Band 3 Pro ნამდვილად წარმოადგენს ისეთი ფუნქციების სინთეზს, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ საკმაოდ ძვირადღირებულ Fitbit Charge 3-ში შეგვხვდეს. ახალი სამაჯური უკვე არსებულის Huawei Band 2 Pro-ს შემცვლელად მოგვევლინა, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი მიმომხილველი და მომხმარებელი ჩიოდა დიზაინთან და პულსის გაზომვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მაგრამ როგორც ჩანს Huawei-ში გაითვალისწინეს მომხმარებელთა ჩივილები, გულმოდგინედ იმუშავეს პრობლემების აღმოფხვრაზე და გამოუშვეს ახალი, გამართული ფიტნეს სამაჯური. 
გაჯეტი აღჭურვილია ფერადი AMOLED დისპლეით, რომელიც მრავალი ფუნქციითაა აღჭურვილი, მათ შორის GPS-ითა და შესაძლებლობით, ჩახვიდეთ მასთან ერთად 50 მეტრის სიღრმის წყალში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Huawei-მ შექმნა მოწყობილობა, რომელსაც ამდენი ხანია ითხოვდნენ Xiaomi Mi Band 3-ის გულშემატრიკვრები. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია. Huawei-მ Band 3 Pro-ში მიუთითა კონკურენტის ნაკლოვანებებზე, საკუთარ თავში გამოასწორა ყველა პრობლემა და შექმნა სრულყოფილი პროდუქტი ისე, რომ არ მოუხდენია სხვა ბრენდის კოპირება. 
სამაჯური თავსებადია სისტემებთან Galileo და Glonass. თუმცა მისი Wi-Fi-სთან დაკავშირება და 4G-ს მხარდაჭერის უზრუნველყოფა ამჯერად არ მოხერხდა. Band 3 Pro თქვენს სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება. 
Huawei Band 3 Pro საკმაოდ მარტივი და მინიმალისტური მოწყობილობაა, რომელიც ძალიან კომფორტულია გამოსაყენებლად. 
მის ფუნქციონალში უნდა გამოვყოთ შემდეგი: GPS - ზუსტი და სწრაფი პოზიციონირება; მოძრაობის მიმართულების დადგენა; საათი; დიდი ფერადი AMOLED ეკრანი; პულსომეტრი; ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური მონიტორინგი; ძილის ხარისხის ანალიზი; ნაბიჯის მთვლელი; შეტყობინება შემომავალ და გამავალ ზარებზე; ნოთიფიქეიშენებისა და შეტყობინებების მაჩვენებელი; გავლილი მანძილის მთვლელი; კალორიების მთვლელი და ფუნქცია Anti-lost, რომელიც თქვენი სმარტფონის მოძებნაში დაგეხმარებათ. 
ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 12 დღეს, ჩართული GPS-ით კი გაჯეტი 7 საათი იმუშავებს.

სმარტფონთან სინქრონიზაცია

33 

სამაჯურის დაკავშირება შეგიძლიათ ნებისმიერ სმარტფონთან და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის Huawei-ს იყოს. მთავარია მუშაობდეს ოპერაციულ სისტემაზე Android 4.4 და ზევით, ანდაც iOS 9.0 და ზევით. 
სმარტფონს სამაჯური Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება. მოგიწევთ ერთი აპლიკაციის გადმოწერა Huawei Health, რომელიც Huawei-სა და Honor-ის სმარტფონებს ისედაც აქვთ. სხვებისთვის კი ის ხელმისაწვდომია Play market-სა და App Store-ზე. მართალია, ცოტა დროის დახარჯვა მოგიწევთ მის გადმოწერაზე, მაგრამ განსაკუთრებულ ცოდნას აპლიკაციის ინსტალაცია არ მოითხოვს. 
სმარტფონთან სინქრონიზაციის შედეგად, სამაჯურის ეკრანზე ისახება შემოსული ზარის ავტორის სახელი, ელექტრონული წერილის სათაური და მესიჯის ნაწილი. ასე რომ მისი გამოყენება საკმაოდ გაგიადვილებთ მუშაობას.

დასკვნა

5

Huawei Band 3 Pro ტოვებს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას. ის ნამდვილად გახდება თქვენი შეუცვლელი დამხმარე, ეფექტურად დაგეხმარებათ ვარჯისისას და ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას. 
განსაკუთრებით მოგეწონებათ ფუნქცია, რომელიც დღის ბოლოს შეაჯამებს თქვენს ყველა აქტივობას და განვლილი ნაბიჯებისა და დამწვარი კალორიების შესახებ ინფორმაციას ერთიანი დასკვნის სახით წარმოგიდგენთ. 
გამართულად მომუშავე GPS საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ Huawei Band 3 Pro სირბილისას, ან ველოსიპედით სეირნობისას. 
ამას გარდა, მუდმივად ხართ საქმის კურსში შემოსული ზარებისა და შეტყობინებების შესახებ. მართალია მათზე საპასუხოდ მაინც გჭირდებათ სმარტფონი, მაგრამ სამაჯური უინტერესო შეტყობინებებზე დახარჯულ დროს მაინც მოგაგებინებთ და არ მოგწყვეტთ მნიშვნელოვანი საქმეებისგან. 
რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში მათთვისაა, ვინ აქტიური ცხოვრების წესით არის დაკავებული და მიჩვეულია ყურადღება მიაქციოს თავის ვარჯიშს. სამაჯურის საშუალებით შეგიძლიათ ირბინოთ ქუჩაში, გაატაროთ დრო კარდიო ზონაში, ისეირნოთ ველოსიპედით და იცუროთ აუზში/ზღვაში. მიღებული შედეგები კი VO2 max-ისა და SWOLF-ის საშუალებით აკონტროლოთ. 
ძილის მუდმივი კონტროლი მეტს გაგაგებინებთ მისი ფაზების შესახებ და საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათთვისაა, ვისაც მუდმივი ფრენები აქვს და არასტაბილურად სძინავს. 
გულისცემის ტრეკერი რეალურ დროში გაძლევთ სრულ სურათს გულის დატვირთვის შესახებ და საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ცხოვრების წესი, მისი დატვირთვიდან გამომდინარე. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გულის დაავადებების მქონეთათვისაა. 
თუ კონკურენტებზე ვისაუბრებთ, მაშინვე გაგვახსენდება Xiaomi Mi Band 3. თუმცა Huawei-ს უპირატესობა ფერადი დისპლეი და უფრო ფართო ფუნქციონალია. 
მოკლედ რომ ვთქვათ, Huawei Band 3 Pro-ს შეძენით თქვენ ნამდვილად არ ინანებთ არც ერთ დახარჯულ თეთრზე.
ზევით