არ არის გაყიდვაში

რა ბედი ელის Huawei–სა და Honor–ს?

11

რა ბედია ეწევა Huawei/Honor–ს, გადაიქცევა თუ არა გამოუსადეგარ ყუთად და შეუწყდება თუ არა Youtube–ის, Gmail–ისა და Android–ის მომსახურება? პირდაპირ გეტყვით, რომ არა. Huawei–ს სმარტფონი, რომელსაც ამჟამად ფლობთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთით ისარგებლებს, უბრალოდ მათ არ ექნებათ განახლებული android. იგივე ეხება უკვე გამოსულ სმარტფონებს, რომლებიც გაყიდვაშია. Google მხარდაჭერას მხოლოდ კომპანიის ჯერ არ გამოსულ პროდუქციას შეუწყვეტს.

აწარმოებს თუ არა Huawei სმარტფონებს მომავალში?

22 (1)

მიუხედავად კონფლიქტისა და უთანხმოებისა, რომელიც კომპანიას აშშ–სთან აქვს, Huawei–ს არ აქვს მიზეზი, რომ საქმიანობა შეაჩეროს მობილური აპარატების გამოშვების მიმართულებით. მით უმეტეს, რომ თავის საკუთარ მწარმოებლებთან მუშაობს და ამ მიმართულებით პრობლემები არ შეექმნება. ბრენდს გააჩნია საკმაოდ მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომ იმoღვაწეოს დამოუკიდებლად.

რა ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს მომავალში?

ჯერ ადრეა იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმუშავებს მომავალში Huawei, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია ნამდვილად მიიღებს საკუთარი განვითარებისთვის ჯანსაღ გადაწყვეტილებას და ამ დროისათვის ცხადია რამდენიმე მოსალოდნელი სცენარის განვითარება. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მას საშუალება აქვს გააგრძელოს Android–ის გამოყენება იმდენად, რამდენადაც აქვს ლიცენზია ოპერაციული სისტემის ყველა აქტუალურ ვერსიაზე. თუმცა სავარაუდოდ ეს ასე არ მოხდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სოფთი განუწყვეტლივ განახლებას განიცდის და აქვს მოძველების თვისება. კომპანია კი სავარაუდოდ არ დათანხმდება იმას, რომ მისი აპარატები აქტუალობას დაკარგავს და ვერ გამოიყენებს ანდროიდის ახალ ვერსიებს. გარდა ამისა Huawei–ს ახალ აპარატებს, რომლებიც Android–ზე იმუშავებენ არ ექნებათ Google–ზე წვდომა. მათი დაყენება ხელითაც შესაძლებელი იქნება, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ეს საკამაოდ არაკომფორტული გამოსავალია. კომპანია საკმარისად უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას იმისთვის, რომ სახე დაკარგოს და მომხმარებელს მოუხერხებელი სერვისი შესთავაზოს. 

33 (2)
მეორეც, Huawei–ს შეუძლია გადავიდეს ოპერაციულ სისტემაზე Baidu, რომელიც ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის Android–ის ბაზაზე მუშაობს, თუმცა ასე თუ ისე დამოუკიდებელია. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიას საშუალებას მისცემს გაამაგროს საკუთარი პოზიციები მშობლიურ ბაზარზე, მაგრამ გაუჭირდება მსოფლიო მასშტაბით მუშაობა. 
და ბოლოს, Huawei–ს შეუძლია შექმნას საკუთარი ოპერაციული სისტემა. მას არ მოუწევს ნულიდან დაწყება, რადგან განსხვავებულ ოპერაციულ სისტემაზე კომპანიაში უკვე არა ერთი წელია მუშაობენ. Android–ზე არჩევანის გაკეთება კი იმან განაპირობა, რომ კომპანია თანხმდებოდა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტების მიერ დამკვიდრებული წესებით თამაშს. გასულ წელს კომპანიაში განაახლეს ახალ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობა, რაც აშშ–სთან კონფლიქტმა გამოიწვა. ასე, რომ შეიძლება ითქვას, Huawei მზად იყო მოვლენების მოცემული გზად განვითარებისთვის.

რა მოხდება საბოლოო ჯამში

44 (2)

Huawei–სა და მის შვილობილ კომპანია Honor–ს უახლოეს მომავალში დიდი ცვლილებები ელით, თუმცა ამით მათი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. კომპანია ძველებურად იმუშავებს ახალი და საკამაოდ კონკურენტული გაჯეტების შექმნაზე და ისიც შესაძლებელია, რომ ამ კრიზისმა მის მუშაობას ახალი სულიც შთაბეროს. რაც შეეხება რიგით მომხმარებლებს, მათ სადარდებელი არაფერი აქვთ. მობილური აპარატები გააგრძელებს ისევე გამართულად მუშაობას, როგორც ადრე მუშაობდნენ და მოგვემსახურებიან კიდევ დიდ ხანს. მომავლის აპარატებზე კი ერთმნიშნველოვანი დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა. კომპანია განაგრძობს ახალ სმარტფონებზე მუშაობას და თუ რა გამოვა ამ მუშაობიდან, ამას მომავალში ვიხილავთ. სრულიად შესაძლებელია, მომავლისთვის Apple–სა და Samsung–ს მესამე მძლავრი კონკურენტი გამოუჩნდეს.
ზევით