არ არის გაყიდვაში

რას გვთავაზობს განახლებული Huawei

1

სულ ცოტა ხნის წინ შედგა Huawei-ს პრეზენტაცია და უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილ იქნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ტექნოლოგიური შედევრები, თუმცა ერთი, არც ისე მცირე ნაკლით - მათ არ აქვთ Google-ის სერვისები. 
აღნიშნულ სტატიაში სწორედ Huawei-ს პერსპექტივაზე ვისაუბრებთ. გამოუვა თუ არა კომპანიას ბაზარზე დარჩენა და განვითარება დამოუკიდებლად, თუ მიუხედავად ძლიერი ტექნიკური პოზიციებისა, Google-ის არ არსებობა მის პროდუქციას ჩაძირავს?

Huawei Mate 30 და Mate 30 Pro: ტექნიკური შედევრი

2 

შეიძლება ზედმეტად მყივრალა სათაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს სიმართლეს შეეფერება. Huawei Mate 30 Pro სრულიად დამსახურებულად შეიძლება გახდეს 2019 წლის შედევრი და ტექნიკური მახასიათებლების განხილვისას ამაში თავად დარწმუნდებით. Huawei Mate 30 -ს აქვს AMOLED ეკრანი. Pro ვერსიას - 6,53 დიუმიანი, საბაზისოს — 6,62; Full HD+ (2400×1176 - Mate 30 Pro და 2340×1080 - Mate 30) გაფართოებით. 
Pro მუშაობს პროცესორზე Kirin 990, რომელიც 7 ნანომეტრიან ტექპროცესორზეა შექმნილი. თვითონ პროცესორი კი 8 ბირთვიანია. Huawei Mate 30 Pro ხელმისაწვდომი იქნება 5 G ქსელითაც. რაც შეეხება კამერებს, Mate 30-ს აქვს სამმაგი მოდული, Pro -ს კი ოთხმაგი. ესაა სენსორი ფართოკუთხოვანი ობიექტივით, ტელეობიექტივით, სტანდარტული ობიექტივით და ToF მოდულით, რომელიც გამოსახულების სიღრმის განსაზღვრისთვის გამოიყენება.

საკუთარი აპლიკაციების მაღაზია

3 (1)

იმის გამო, რომ კომპანია ვეღარ გამოიყენებს Google-ის სერვისებს: Maps, Assistant, Gmail, Photos, YouTube, Drive, Duo, Play Store, მან შექმნა საკუთარი მაღაზია საკუთარივე სერვისებით Huawei Mobile Services, რაც მომხმარებელს შეუმსუბუქებს Google-ის სერვისებით გამოწვეულ დანაკლისს. ეს ალბათ ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რაც Huawei-ს შეეძლო მიეღო. 
ყველა მომხმარებელმა არც იცის, რომ მწარმოებელს აქვს საკუთარი მაღაზია სახელწოდებით AppGallery. ეს არცოდნა იმითაა გამოწვეული, რომ გადმოწერა მაინც Play Market-დან ხდებოდა. გარდა ამისა AppGallery კომპანიის სმარტფონებში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა. თავიდან ის გათვლილი იყო ჩინურ ბაზარზე. თუმცა ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მაღაზიაში გაჩნდა ევროპულ ბაზარზე პოპულარული ბევრი აპლიკაცია. ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ AppGallery შეძლებს Play Market-ის ჩანაცვლებას, მაგრამ მთავარია, რომ გამოსავალი უკვე მოძებნილია.

ხელმისაწვდომი იქნება სხვა მაღაზიები

4 (1)

Huawei კიდევ ერთი ჭკვიანური გზით წავიდა. AppGallery არ იქნება ერთადერთი ხელმისაწვდომი მაღაზია Mate 30-სა და სხვა მომავალი სმარტფონებისთვის. სურვილის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დააინსტალიროთ სხვა მაღაზიებიც. ეს არის პირველ რიგში AppStore Amazon, F-droid ან Aptoide. თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერი ამერიკული და ევროპული კომპანია არ მოისურვებს თავისი აპლიკაციების გაყიდვას ამ მაღაზიებში. საუბარია, მაგალითად Facebook-ზე და შესაბამისად მომხმარებელს არ ექნება წვდომა Instagram-ზე, Messenger-ზე, ან WhatsApp-ზე. თუმცა ეს ასე იქნება თუ არა, ჯერ დანამდვილებით არავინ იცის.

გამოუვა თუ არა Huawei-ს ბაზარზე დარჩენა?

6 (1)

Google-ის ბატონობასთან ბრძოლა არც ისე ადვილი იქნება. გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ კომპანია აშშ-ს შპიონაჟში იღებდა მონაწილეობას საგრძნობლად დააზარალა მისი იმიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ბრალმდებლებს ჯერ დამამტკიცებელი საბუთები არ წარმოუდგენიათ. მეორეც, შესაძლოა მომხმარებელი სულ არ ფიქრობდეს პოლიტიკაზე, მაგრამ მისთვის არაკომფორტული იყოს სმარტფონი Google-ის სერვისების გარეშე. Huawei-მ ნამდვილად უნდა შეძლოს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის სერვისი შესთავაზოს, ისეთი, როგორიც მას Google-ის სერვისებს შეუცვლის.

დასკვნა

5 (1)

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აქამდე გამოსული Huawei-ს სმარტფონებს შეუნურჩუნდებათ Google-ის მხარდაჭერა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ამჟამად ხართ კომპანიის რომელიმე აქამდე გამოშვებული აპარატის მფლობელი, თქვენთვის ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. შეძლებს თუ არა Huawei მომავლის სმარტფონებისთვის ღირსეული სერვისის უზრუნველყოფას, ამას დრო და პოლიტიკა გვიჩვენებს.
ზევით