არ არის გაყიდვაში

პირადი მონაცემების დაცვის 7 წესი Google-სგან

1-11 (1)

კონფიდენციალური მონაცემების შენახვა და ექაუნთების სანდო დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს Google-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. პირადი მონაცემების დაცვის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 28 იანვარს აღინიშნება, კომპანიამ გაავრცელა 7 წესი, მონაცემების უსაფრთხო შენახვის უზრუნველსაყოფად.

1. პაროლებს უსაფრთხო ადგილას ვინახავთ

Google-ში ჩამონტაჟებული პაროლების მენეჯერი არა მხოლოდ ინახავს პაროლებს, არამედ ამოწმებს კიდეც მათ უსაფრთხოებაზე. ამოწმებს რამდენად სანდოა და რამდენად ხშირად განმეორებადი, რაც მათ არასანდოდ აქცევს.

2. მონაცემების ავტომატური წაშლა

Google-ის ყველა სერვისი შეგვიძლია მოვმართოთ ისე, რომ დავაყენოთ ინფორმაციის ავტომატური წაშლა ექაუნთის მფლობელის ადგილმდებარეობის და მისი აქტივობების შესახებ. გაწმენდის სიხშირეს კი თავად მფლობელი ადგენს (ყოველ 3 ან 18 თვეში მონაცემები იშლება).

3. ინკოგნიტო რეჟიმი

2-22

2008 წლიდან Chrome-ის ბრაუზერში მუშაობს რეჟიმი Incognito, 2019 წლიდან კი ეს რეჟიმი გაჩნდა YouTube-სა და Google Maps-შიც. ეს რეჟიმი ერთი კლიკით ასაიდუმლოებს ინტერნეტ სერფინგის ისტორიას, ნანახ YouTube-ის ვიდეოებსა და მოძებნილ მისამართებს.

4. უსაფრთხოება - Chrome ბრაუზერი

უსაფრთხო ყურების ფუნქცია ავტომატურ რეჟიმში იცავს მომხმარებელს თავის მომაბეზრებელი რეკლამისგან, საფრთხის შემცველ საიტებზე შესვლისას გვაფრთხილებს და არ გვაწერინებს ვირუსის შემცველ ფაილებს. სერვისი გვაფრთხილებს მომხმარებლის პაროლის გატეხვის მცდელობის შესახებაც.

5. ხმოვანი დამხმარე Google Assistant

4

Google Assistant-ის გამოყენება მომხმარებელს საშუალებას აძლევს ოპერატიულად აკონტროლოს კონფინეციალობის სეთინგები ხმოვანი დავალებების საშუალებით, რაც ამ დროისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა. შესაძლებელია ხმოვანი ძებნის ყველა მონაცემის წაშლა მიცემული პერიოდისთვის და ზოგიერთ ფრაზაზე რეაგირებაზე უარის თქმა.

6. კონფიდენციალურობის შემოწმება გამოყენებულ გაჯეტებში

კონფიდენციალურობის შემოწმების ეტაპობრივი გავლა და მონაცემების შენახვა Google-ის სერვერზე გეხმარებათ უსაფრთხოების ხარისხის გაზრდაში და ბონუსად იღებთ უფასო რჩევებს მათ მოსაფრთხილებლად.

7. Google-ში გავრცელებული რეკლამის სორტირება

3 

მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით განსაზღვროს რა შინაარსის რეკლამა აინტერესებს. ოპციის გამოყენებით „Why am I seeing this” შეგიძლიათ გათიშულოთ არასასურველი თემატიკის რეკლამები.
ზევით