არ არის გაყიდვაში

როგორ მოვამზადოთ გოგრის კრემსუპი

11

გოგრა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია. თუ გოგრას რეგულარულად გამოვიყენებთ საკვებად, ეს დიდად შეუწყობს ხელს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას. გოგრა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა. ამას ემატება უამრავი ვიტამინი – А, Е, С, D, F, PP, T, B. 
გარდა ამისა, ეს ბოსტნეული დაბალკალორიულია, - 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალ. - რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას წონაში დაკლების მსურველთათვის. ამ პროდუქტში არის ასევე ბეტა-კაროტინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი და ბოჭკოვანა. იმის გამო, რომ გოგრა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, გადავწყვიტეთ გასწავლოთ მისი უგემრიელესი წვნიანის მომზადება.

ინგრედიენტები:

• გაფცქვნილი, გარჩეული გოგრა – 850-900 გ
• კარტოფილი -1 ცალი, მოზრდილი
• ხახვი – 1 დიდი თავი
• ნიორი-2 კბილი
• ბეკონი – 3-4 ფირფიტა
• გოგრის თესლები – 1 მუჭა
• წითელი წიწაკა (ჩილი ან ბულგარული) – ½ ან 1 მთლიანი, ზომის მიხედვით
• პამიდორი – 1 ცალი (ან 1 კოვზი ტომატ-პასტა, ცოტა წყალშ გახსნილი)
• ზეითუნის ზეთი
• მარილი
• შავი პილპილი

სასჭირო ხელსაწყოები:

მომზადების წესი:

22

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მსუბუქად შევბრაწოთ დაჭრილ ბეკონთან ერთად. დავამატოთ წიწაკაც.

რამდენიმე წუთში ჩავამატოთ კუბებად დაჭრილი გოგრა და კარტოფილი, დავასხათ წყალი, ისე რომ ბოსტნეულს არ ფარავდეს (დაახლოებით 700-800 მლ) თუ ტომატ პასტას დავამატებთ, შეგვიძლია ამ ეტაპზევე დავამატოთ, ხოლო პამიდორი ხარშვის ბოლოს, ცოტა ხნით ადრე, დაჭრილი და თესლებგამოცლილი. როცა გოგრა და კარტოფილი დარბილდება, სუპი მზადაა.

დავაბლენდეროთ და დავამატოთ ცოტა მუსკატი, გახეხილი, მარილი და ახალდაფქული შავი პილპილი. თეფშზე გადმოღებისას დავამატოთ მოხალული გოგრის გულები.

სასურველია წვნიანს დავურთოთ არომატული კრუტონები – ღუმელში დაბრაწული პურის ნაჭრები ზეითუნის ზეთით, ნივრის, წიწაკის და ქონდრის(ან ორეგანოს) არომატით
ზევით