არ არის გაყიდვაში

როგორ ავარჩიოთ გაზის ზედაპირი

33

გაზქურის ზედაპირი არც ისე მარტივი პარამეტრებით იზომება. გარდა იმისა, რომ უნდა იყოს კომფორტული და ლამაზი, მას კიდევ სხვა ბევრი მახასიათებელი აქვს, რომლის შესახებაც შეძენამდე წარმოდგენა უნდა შევიქმნათ. დღეს სწორედ ამ პარამეტრების შესახებ ვისაუბრებთ.

უსაფრთხოება

44

პრაქტიკულ და უსაფრთხო გაზის ზედაპირს უნდა ჰქონდეს გაზკონტროლი და ელექტრო ნაპერწკალი. გაზკონტროლის საშუალებით თუ რაიმე მიზეზის გამო ცეცხლის ალი ჩაქრება, სისტემა გაზს გადაკეთავს. ელექტრო ნაპერწკალის საშუალებით კი გაზის ანთებას ღილაკზე ერთი დაჭერით შეძლებთ.

კამფორები

22

მოდელიდან გამომდინარე ზედაპირს შეიძლება ჰქონდეს ორი, ოთხი ან ხუთი კამფორა. ცნობილი ბრენდების კარგი მოდელები ექსპრეს „Wok” ტიპის კამფორით არიან აღჭურვილები. მისგან ცეცხლი ერთდროულად ორი-სამი რგოლიდან, 1600-1800 ვატის სიმძლავრით გამოდის. აღნიშნული კამფორა იმავე ტიპის, „Wok” ტეფებისთვისაა განკუთვნილი.

სადგამი ბადის მასალა

11

ზედაპირის ხარისხი ხშირად დამოკიდებულია სადგამი ბადის მასალაზე. ძვირფას ზედაპირებს, როგორც წესი, აკომპლექტებენ თუჯის ბადით. ის ფოლადზე უფრო მძიმეა და აქვს მუქი, მატეს შეფერილობა. თუჯი ცოტა მსხვრევადი მეტალია, მაგრამ თუ ძირს არ დაგივარდებათ, ის მთელი ცხოვრება თქვენს სამსახურში იქნება.

სხვა მეტალის ბადეების ნაკლი ისაა, რომ დროთა განმავლობაში მისი ემალი ტყდება და იწვება. ბადე დეფორმირდება და ქვაბი მასზე ნორმალურად ვეღარ დგას. მასზე საკვების მომზადება ხდება მოუხერხებელი და საშიში.

ზედაპირის მასალა

55

  • პოლირებული უჟანგავი ფოლადი - გამძლეა, მაგრამ მასზე ჩანს მცირე წვეთებიც კი და რთულად იწმინდება. 
  • ემალირებული ზედაპირი - სხვადასხვა ფერისაა და საშუალებას გაძლევთ ზედაპირი სამზარეულოს ინტერიერს შეუხამოთ. ის ადვილი მოსავლელია, მაგრამ უხეში ღრუბლის გამოყენება მასზე არ ღირს, - შეიძლება დაიკაწროს.
  • მინაკერამიკა -ეს მასალა საკმაოდ აძვირებს ტექნიკას. ის ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ დიდი ხნით არა. მინას ემჩნევა უმცირესი ლაქებიც კი, მაგრამ მისი მოვლა არ არის რთული. მინის მეორე მინუსი მისი მსხვრევადობაა. თუ ზედაპირზე თუჯის ტაფა დაგივარდებათ, თქვენს ახალ შეძენილ ტექნიკას უნდა დაემშვიდობოთ.

რეგულატორები

66

გაზქურის ზედაპირში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგულატორების კონსტრუქციაა. თუ სახლში გყავთ ბავშვები, აირჩიეთ ისეთი ზედაპირი, რომელსაც ექნება რთულად გადასატრიალებელი რეგულატორები.
ზევით