როგორ ავირჩიოთ გამწოვი

თანამედროვე გამწოვები იყოფა ორ ტიპად - ფილტრიანი და ევაკუაციური. ორივე მათგანი საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ორივე მათგანს აქვს თავის ნაკლი და უპირატესობები.
ფილტრიანი გამწოვი
ეს არის მოწყობილობა, რომელიც „დახურული ციკლის პრინციპით მუშაობს“. ის სამზარეულოს ჰაერს ატარებს სპეციალურ ფილტრში და ისევ აბრუნებს ოთახში. მათი სიმძლავრე შედარებით მცირეა, ვიდრე ევაკუაციური გამწოვებისა.
ფილტრიანი გამწოვი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი, ბრტყელი და ჩასაშენებელი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის კარადაში იმალება.
ფილტრი
არ უნდა იყოს რთული გამოსაცნობი, რომ ფილტრიან გამწოვში ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ფილტრს უნდა მივაქციოთ, რომელიც იხსნება, მრავალჯერადია და შეგიძლიათ გარეცხოთ.
ძირითადი უპირატესობა და ნაკლი
მეორე მთავარი განსაკუთრებულობაა ის, რომ მას არ აქვს უკუგაწევის ეფექტი და არ უშლის ხელს გაზის წყლის გამათბობელს მუშაობაში.
მისი დამონტაჟება ადვილია, ის განსაკუთრებულ დაყენებას არ საჭიროებს.
არ აციებს შენობას წლის ცივ სეზონებზე.
ნაკლი აქვს ის, რომ ცხიმის ლაქებსა და საჭმლის სუნს გაცილებით სუსტად უმკლავდება, ვიდრე უფილტრო გამწოვი. გარდა ამისა, მისთვის მუდმივად მოგიწევთ ნახშირის ფილტრების შეძენა.
ევაკუაციური გამწოვები
ძირითადი უპირატესობები და ნაკლი
არ საჭიროებს ფილტრის შეცვლას.
ის უზრუნველყოფს ჟანგბადით მდიდარი ჰაერის არსებობას ოთახში.
ძირითადი ნაკლი - ის აუცილებლად უნდა მიაერთოთ სავენტილაციო არხს. მის გარეშე ის უბრალოდ ვერ იმუშავებს. მისი მონტაჟისთვის აუცილებელია ჰაერის გაყვანილობა, რომელიც რამენაირად უნდა დაფაროთ.
გამწოვის სიმძლავრე
თუმცა არაფერი დაშავდება, თუ გამწოვის სიმძლავრე იმაზე მეტი იქნება, ვიდრე გჭირდებათ. ხოლო თუ იმაზე ნაკლებ სიმძლავრიანს შეიძენთ, ვიდრე თქვენი სამზარეულო ითხოვს, ის ჰაერს კარგად უბრალოდ ვერ გაწმენდს.