არ არის გაყიდვაში

MWC 2018: ახალი სმარტფონები უსაზღვრო შესაძლებლობებით

News_BEGE_720X272

ბარსელონაში, გამოფენაზე MWC 2018 კომპანიებმა ყველა ის ინოვაციური სმარტფონი წარმოადგინეს, რომელიც სრულიად ახალი სიტყვას წარმოადგენს მობილურ ინდუსტრიაში. გამოფენაზე ვნახეთ ახალი Galaxy S9 და S9+; Nokia-ს ახალი ფლაგმანი Sirocco, Sony-ს სმარტფონები შეცვლილი დიზაინით, სმარტფონები აკუმულატორის ჯერ არნახული ტევადობითა და სრულიად უსაზღვრო ეკრანებით.


55

MWC 2018-ზე კომპანიამ Energizer, რომელიც მთელ მსოდლიოში ელემენტების წარმოებითაა ცნობილი, წარმოადგინა სმარტფონი Power Max P16K Pro, 16 000 mAh-იანი აკუმულატორით, რომელიც აპარატს ყველაზე ავტონომიურ მოწყობილობად აქცევს ბაზარზე.

66

ამჯერად მწარმოებელმა სმარტფონის მხოლოდ პროტოტიპი წარმოადგინა და ტელეფონის მახასიათებლებიც გაგვაცნო. Energizer Power Max P16K Pro იქნება სმარტფონი, რომელსაც სხვებისგან მხოლოდ აკუმულატორი გამოარჩევს, სხვა მხრივ კი საშუალო მახასიათებლების აპარატი იქნება. ის 300 გრამს იწონის და 15.2 მმ-იანი სისქე აქვს, რაც ჩვეულებრივ სმარტფონებზე ორჯერ მეტია, თუმცა როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მისი ხელში დაჭერა მაინც კომფორტულია.

➤ Energizer Power Max P16K Pro აღჭურვილია:

➤ 6 დიუმიანი Full HD+ დისპლეით, მხარეთა 18:9 თანაფარფობით;

➤ თითის ანაბეჭდის სკანერით,

➤ 8 ბირთვიანი MediaTek Helio P23 პროცესორით და

➤ 6 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით.

სმარტფონს ორმაგი ძირითადი კამერა, 16+13 მეგაპიქსელის გაფართოებითა და ორმაგი ფრონტალური კამერა აქვს 13+5 მეგაპიქსელით.  აქვს სწრაფი დატენვის ფუნქციაც. 16 000 mAh-იანი აკუმულატორის დატენვას მხოლოდ 90 წუთი დასჭირდება, მაგრამ მისი საშუალებით სხვა გაჯეტების დატენვა არ იქნება შესაძლებელი, რაც საკმაოდ უცნაურია.

77

ახალი შესაძლებლობების ფოიერვერკი წარმოადგინა ჩინურმა კომპანია Vivo-მაც. CES 2018-ზე კომპანიამ სმარტფონი წარმოადგინა ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერით, ახლა კი, ბარსელონაში წინა მოდელის გაუმჯობესებული ვერსიის პრეზენტაცია მოახდინა. ეს არის სრულიად უჩარჩოო მოდელი Apex, რომლის დისპლეის თითქმის 30%-ს თითს ანაბეჭდის სკანერი იკავებს.

თითის ანაბეჭდის სკანერის დიდი სივრცე მომხარებელს დაეხმარება სმარტფონის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაში. იდენტიფიკაცია შესაძლებელი იქნება ერთი ან ორი თითის საშუალებით. ეს შეიძლება იყოს ორი სხვადასხვა ადამიანის თითის ანაბეჭდი, რაც მისი გატეხვის შანსებს ამცირებს.

88

➤ Vivo Apex აღჭურვილია SoundCasting ტექნოლოგიით, რომელიც ხმის გადაცემას ეკრანის ზედაპირიდან უზრუნველყოფს. ასე, რომ ახალ სმარტფონს კლასიკური დინამიკები არ აქვს.

➤ მოძრავი ფრონტალური კამერა Vivo-ს კიდევ ერთი სიახლეა. 8 მეგაპიქელიანი მოდული სმარტფონის ზედა კიდესთან არის დაფარული, საჭიროების შემთხვევაში, 0.8 წამში გამოდის, იღებს ფოტოს და ისევ იმალება. სწორედ ამ ტექნოლოგიამ მისცა მწარმოებლებს შესაძლებლობა, გაეფართოვებინათ ეკრანი და შეემცირებინათ ჩარჩოები.

99


სმარტფონი წარმოდგენილია მინის კორპუსითა და ალუმინის ჩარჩოებით. როგორც მწარმოებლები ამბობენ, მოდელი უბრალოდ კონცეპტუალური სიახლეა და მასთან დაკავშირებით კომერციული მიზნები არ აქვს. როგორც MWC 2018-ის დამთვალეირებლებმა აღნიშნეს, სმარტფონი არც ისე კომფორტულია ხელში ჭერისას ხოლო დისპლეიში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი არც ისე სწრაფად უმკლავდება დავალებას.
ზევით