არ არის გაყიდვაში

განხილვა: Galaxy S20, Galaxy S20+ და Galaxy S20 Ultra

2

სან ფრანცისკოში გამართულ ტრადიციულ ღონისძიებაზე Galaxy Unpacked 2020, Samsung-მა ოფიციალურად წარმოადგინა ფლაგმანური ხაზის სმარტფონები, რომლებსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდა - Galaxy S20. რევოლუციური 8K გაფართოება, სანდო დაცვის სისტემა, სუპერ ძლიერი პროცესორი და დიდი მეხსიერება ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც სრულიად ახალ ეტაპს იწყებს სმარტფონების სამყაროში.

ფოტო კამერები

33

ახალი მოდელის მთავარ გაუმჯობესებად თვლიან ფოტო და ვიდეო გადაღების ხარისხის გაზრდას, ტოპ საფირმო სენსორების და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით. ზუსტად ასე მიიღეს მოდელებმა Galaxy S20 და Galaxy S20+ -მა 64 მპ კამერა, Galaxy S20 Ultra-მ კი - 108 mp. რევოლუციური 8K გაფართოების საშუალებით თქვენ იღებთ ზესიმკვეთრის ფოტოებს პირდაპირ ვიდეო გამოსახულებიდან. ახალი გადაღების სისტემის საშუალებით თქვენ ისე შეძლებთ დეტალებთან მიახლოებას, როგორც არასდროს. ამაში კი 100-მაგი ზუმი გეხმარებათ, რომელიც წარმოუდგენლად შორ ობიექტებთან გაახლოებთ.

ღამის გადაღების რეჟიმი

ღამის გადაღების დროს პროფესიონალური კამერა ერთდროულად რამდენიმე გამოსახულებას იღებს და აერთიანებს ერთ შესანიშნავ ფოტოში. ხელოვნური ინტელექტი, გაზრდილი სენსორი და ღამის რეჟიმი კი გაძლევთ უნიკალურ სიმკვეთრესა და ხმაურების დაბალ რაოდენობას.

8K გაფართოება

111-1

პირველად Samsung-მა გაზარდა გაფართოება 8 K-მდე, რაც 4-ჯერ მეტია UHD-ზე და 16-ჯერ დიდი ვიდრე FHD. მისი წყალობით თქვენ პირდაპირ ვიდეოდან შეგიძლიათ უმაღლესი ხარისხის კადრების ფოტოდ გადაქცევა.

აპარატურის შემადგენლობა

სმარტფონი მუშაობს პროცესორზე Exynos 990 GB. Galaxy S20-ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 8 GB-ს, Galaxy S20+-ისა კი 12 GB. ტოპ სერიის ყველa სმარტფონი მუშაობს ძლიერ აკუმულატორზე. Galaxy S20-ის აკუმულატორის მოცულობაა 4000 mAh. Galaxy S20+ - 4500 mAh, Galaxy S20 Ultra - 5000 mAh. Galaxy S20 Ultra-ს აქვს 45 ვატიანი სწრაფი დატენვის ფუნქცია.

დისპლეი

4

Galaxy S20 Ultra - ს აქვს 6,9 დიუმიანი Infinity-O Dynamic AMOLED დისპლეი. მოდელებს Galaxy S20 და Galaxy S20+-ს კი 6,2 და 6,7 დიუმიანი აქვთ შესაბამისად.

უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემა

Samsung-მა შექმნა განსაკუთრებულად დაცული პროცესორი მომხმარებლის PIN-კოდის უსაფრთხოების, პაროლის, განბლოკვის ფოტოს და პირადი ბლოკჩეინ გასაღების უსაფრთხოებისთვის. Knox პლატფორმა საიმედოდ იცავს თქვენს მონაცემებს პროგრამულიდან აპარატულ დონემდე.
ზევით