არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy A80: სლაიდერი მოძრავი კამერით

2 (2)

Samsung Galaxy A80 ნამდვილად გაგაოცებთ თავისი უცნაური მოძრავი კამერით, მაგრამ 2019 წლის ფლაგმანს სხვა ბევრიც უნდა ჰქონდეს საინტერესო და ამ სტატიაში სწორედ მის განსაკუთრებულ მხარეებს განვიხილავთ.

რითაა საინტერესო?

Galaxy A80 2019 წლის აპრილში, მილანში წარმოადგინეს და გააოცეს არა მხოლოდ უბრალო მომხმარებელი, არამედ ექსპერტებიც. ეს აღმოჩნდა სმარტფონი, რომელსაც არ აქვს ფრონტალური კამერა. და ეს მართლაც ასეა, რადგან სელფი კამერის როლს აპარატში ძირითადი კამერა ასრულებს.

კამერა შემდეგი პრინციპით მუშაობს: შედიხართ სმარტფონის აპლიკაციებში, ირჩევთ ფრონტალურ კამერას და ირთვება სლაიდერის მექანიზმი, რომელიც ცოტა ზემოთ წამოწევს ძირითად კამერას და მოატრიალებს მას 180 გრადუსით. ამის წყალობით კომპანიამ მიაღწია გამორჩეულ ფორმ-ფაქტორს და გაათავისუფლა ეკრანი წვეთისებრი ჭრილისგან.

სმარტფონის განსაკუთრებულობა ამაში მდგომარეობს. სხვა მხრივ კი Samsung Galaxy A80 მომხმარებელს ახარებს ბრენდისთვის დამახასიათებელი საუკეთესო უსაზღვრო AMOLED დისპლეით, 8 ბირთვიანი პროცესორით Qualcomm Snapdragon 730 და ა.შ.

კარგი მწარმოებლურობა

3 (3)

რა თქმა უნდა, მწარმოებლურობის მხრივ ჩვენი გმირი ვერ შეეჯიბრება 2019 წლის მთავარ ფლაგმანებს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამ მომენტრისთვის ნამდვილად არის თავისი კლასის ერთ-ერთი მძლავრი ტელეფონი. ის მუშაობს ყველაზე ახალ, 8 ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 730. ეს არის Qualcomm-ის საშუალო კლასის ჩიპი. შექმნილია 8 ნანომეტრიან ტექპროცესორზე, გრაფიკული პროცესორით Adreno 618. 
სმარტფონით თავისუფლად შეძლებთ მობილური თამაშებით გართობას და ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ შეგექმნებათ. ზედა კუთხეში შესაძლოა აპარატი ცოტა გათბეს, ეს არის და ეს. 
Galaxy A80 აღჭურვილია 8 GB ოპერატიული და 128 GB შიდა მეხსიერებით, რომლის გაფართოებაც სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი, რადგან არ აქვს MicroSD ბარათის მხარდაჭერა. თუმცა 128 GB-ის პირობებში რა საჭიროა დამატებითი მეხსიერება, ეს რთული სათქმელია.

პროგრამული უზრუნველყოფა და კომფორტული ინტერფეისი

Samsung Galaxy A80 მუშაობს ოპერატიულ სისტემაზე Android 9 Pie საფირმო ინტერფეისით OneUI. OneUI, როგორც ამას Samsung-ის ბოლო თაობის სმარტფონებზე ნახავდით საკმაოდ მოსახერხებელი და დახვეწილია.

სამმაგი კამერა

4 (4)

კამერას აქვს სამი მოდული. პირველი, ეს არის Quad Bayer სენსორი (48 mp); ფართოკუთხოვანი ობიექტივი (8mp) და 3D სენსორი ToF, რომელიც ფოტოებისთვის სიღრმის მისაცემადაა განკუთვნილი. კამერით გადაღებული ფოტოების ფერები სასიამოვნო და მკვეთრია, გამოსახულების ხარისხი - ძალიან კარგი. თუმცა შეიძლება დაგაკლდეთ გარკვეული დეტალები. იშვიათად, მაგრამ მაინც ირევა ფერები და მაღლდება სიმკეთრე. 
Galaxy A80-ს აქვს სპეციალური ღამის გადაღების რეჟიმიც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს Galaxy S10 სერიის სმარტფონებმა. 
რაც შეეხება სელფი კამერას, პირველი რასაც შეამჩნევთ, ის არის, რომ კანის ტონი საოცრად ზუსტია, დეტალებიც წესრიგშია. მთლიანობაში ამ აპარატის სელფი კამერაც მშვენიერ ფოტოებს იღებს. 


რაც შეეხება ავტონომიურობას

Samsung Galaxy A80 აღჭურვეს 3700 mAh-ის მოცულობის აკუმულატორით, რაც საკმაოდ კარგია ამ კლასის აპარატისთვის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი მოცულობაც, მაგრამ რაც არის, ეს არის. აქვს საკმაოდ ნორმალური ავტონომიურობა. 
25-30 წუთი საუბარი, 3 საათით ურთიერთობა სოციალური ქსელებით, მუსიკის მოსმენა Bluetooth-ის აქტივაციით, მუდმივად ჩართული Always On რეჟიმი, ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა - ამ პირობებში სმარტფონმა გაძლო მთელ სამუშაო დღეს და 30% დარჩა კიდეც.

ღირს თუ არა Samsung Galaxy A80 შეძენა?

5 (3)

ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ვისაც ექსპერიმენტები ხიბლავს, აპარატი ნამდვილად ძალიან მოეწონება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ცოტა მამაკაცური ტელეფონია, თავისი დიზაინითა და სიმძიმით. 
სმარტფონის პლიუსებში შეგვიძლია ჩავთვალოთ პრაქტიკულად უსაზღვრო დისპლეი. უნდა ითქვას, რომ Samsung აქაც არ ღალატობს სახელს და აღნიშნულ აპარატშიც ბაზარზე საუკეტესო დისპლეითაა წარმოდგენილი. 
ტექნიკური თვალსაზრისით, ნამდვილად გაგახარებთ თანამედროვე, ძლიერი მონიტორი, საშუალო ხარისხის, თუმცა სრულიად საკმარისი კომფორტულად სამუშაოდ. განახლებული ინტერფეისი One UI, ამატებს კომფორტს სმარტფონთან მუშაობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ერთი ხელით გიყვართ სმარტფონის გამოყენება. 
მყიდველთა უმრავლესობისთვის საკმაოდ მწვავე იქნება მოძრავი კამერის საკითხი. რადგანაც ეს არის სლაიდერი, არავინ იცის, როგორ იმუშავებს კონსტრუქცია გარკვეული დროის გასხვლის შემდეგ. თუმცა 3 კვირის გამოყენების თავზე მას არავითარი პრობლემა არ შექმნია. 
რაც შეეხება, ფოტო და ვიდეო გამოსახულების ხარისხს, რომელიც Samsung Galaxy A80-ის ძირითადი კამერითაა გადაღებული, ის საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. გარკვეული პარამეტრებით თანამედროვე ფლაგმანების სურათებსაც კი უტოლდება. 
ასე რომ, თუ გიყვართ ექსპერიმენტები, გსურთ გააოცოთ გარშემომყოფები და თან დარწმუნებული იყოთ აპარატული შემადგენელის მაღალ ხარისხში, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ Samsung-ის სლაიდერი.
ზევით