7 გაჯეტი, რომელიც თვითმკურნალობაში დაგეხმარებათ

ბოლო წლებში სხვადსხვა მოწყობილობების კვალდავალ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება გაჯეტები, რომლებიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ამ მიმოხილვაში კი შევაგროვეთ ისეთი მოდელები, რომლებიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, და მათ უნდა მიაქციონ ყურადღება, ვინც არ არის გულგრილი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
1. Digital Neck Therapeutic Massager

Digital Neck Therapeutic Massager - უნივერსალური მასაჟორია კისრისთვის. ის გამოგადგებათ ადამიანებს, ვისაც ოსტეოქონდროზი, ან ძველი ტრავმები აწუხებთ, ანდაც მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. მოწყობილობა “მაგნიტოთერაპიას” ატარებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სისხლძარღვების დაავადებების დროს.
2. Aum Cardiovascular

ინოვაციური მოწყობილობა Aum Cardiovascular ბაზარზე 2016 წელს გამოვიდა და განკუთვნილია კორონარული არტერიების დიაგნოსტიკისთვის, ინვაზიური ჩარევის გარეშე. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს სახლის პირობებში შევამოწმოთ, არსებობს, თუ არა ინფარქტის რისკი. საკმარისია მიიდოთ გაჯეტი მკერდზე და გააჩეროთ 20 წუთით. ამის შემდეგ შეგროვილი მონაცემები დიაგნოსტიკის ცენტრში იგზავნება, მოგვიანებით კი მოდის პასუხი შემოწმების შედეგებით.
3. Quell

ტკივილი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ბუნებრივი რეაქციაა შესაბამის გამაღიზიანებლებზე. თუმცა მოტეხილობით, ან სხვა ფაქტორებით განპირობებული მძაფრი ტკივილი უკვე პრობლემაა. ამ პრობლემის გადაწყვეტა ნეიროსტიმულატორ Quell-ს შეუძლია, რომელიც იმ ადგილას მაგრდება, სადაც ადამიანი ტკივილს გრძნობს.
4. Stethee

ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური სამედიცინო განთლება ნაკლებად შეძლებენ ავადმყოფის დიაგნოსტირებას სუნთქვის, ან გულის ცემის მიხედვით. ამ პრობლემის გადაწყვეტა “ჭკვიან” ელექტრონულ სტეტოსკოპ Stethee-ს შეუძლია, რომელიც შესაბამის დიაგნოზს დასვამს. თუმცა ილუზიებში გადავარდნა არ ღირს. Stethee-ს საშუალებით მხოლოდ იმას გაგაგებინებთ, ღირს თუ არა ექიმისთვის მიმართვა.
5. Flow Health Hub

Flow Health Hub ნამდვილი სახლის ლაბორატორიაა, რომელიც აკეთებს სისხლის და შარდის ყველაზე პოპულარულ ანალიზებს, სახლიდან გაუსვლელად. ჭკვიანი მოწყობილობა ამოწმებს შაქრის შემცველობას, ახდენს ავადმყოფობის განვითარების დიაგნოსტირებას, და გაფრთხილებთ იმ რისკების შესახებ, რომელიც შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას ემუქრებოდეს. მოწყობილობა არც ისე იაფი, მაგრამ ძალიან სასარგებლოა.
6. Philips BlueControl

ფსორიაზი ძალიან უსაიმოვნო დაავადებაა. და აი კომპანია Philips-მა გამოუშვა მოწყობილობა BlueControl, რომელიც დაავადების სიმპტომებისგან გათავისუფლებთ 40 დიოდის ლამპის მეშვეობით. გაჯეტი ძალიან მარტივად მუშაობს. მიიმაგრებთ პრობლემურ ადგილზე და ჩართავთ. 12 კვირის განმავლობაში თქვენ გათავისუფლდებით პსორიაზის ლაქების 50%-სგან.
7. CarePredict

ეს მოწყობილობა ბაზარზე 2016 წელს გამოვიდა და ფიტნეს ტრეკერს მოგვაგონებს, თუმცა ის მოხუც ადამიანებზე ზედამხედველობისთვისაა განკუთვნილი. თვალყურს ადევნებს გულის აქტივობას, წნევას, ადამიანის ადგილმდებარეობას, მისი დგომის პოზას (მოტეხილობის საშიშროების განსაზღვრისთვის) და გატყობინებთ, ხომ არ დაკარგა მან გრძნობა, ან ხომ არ გრძნობს თავს ცუდად.