სმარტფონები 2017-2018: რა გველოდება?
ოდესღაც სმარტფონი ფანტასტიური გამოგონება იყო. ახალი მოწყობილობის მონაცემები უკვირდა ყველას, განვითარების ტემპი იმდენად სწრაფი გახდა, რომ ყოველი შემდეგი მოდელი ბევრად უკეთესი გახდა წინამორბედზე.
ადრე ძალიან რთული იყო იმის განსაზღვრა თუ რა ფუნქციები ჩაემატება შემდეგ სმარტფონს. დღეს კი ჩვენ უკვე მარტივად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ, ახალ ფლაგმანებში თანამედროვე ბრენდები. ძირითადად, ორიენტირება ხდება პროცესორის გაძლიერებაზე, ოპერატიული მეხსიერების გაზრდაზე და ეკრანის გაუმჯობესებაზე. პლიუს ბონუსად უამრავი სასარგებლო და გასართობი აპლიკაცია იქმნება.
განვიხილოთ კერძოდ რა ტენდენციებს მიყვებიან სმარტფონების დეველოპერები და რით აპირებენ ჩვენი ინტერესის და ჯიბის დაპყრობას.
2017 წლის ინოვაციები


ის ჩატარების შემდეგ უკვე აშკარაა, რომ სხვა მწარმოებლები არ ჩქარობენ სტანდარტული ყურსასმენის პორტის მოშორებას. მხოლოდ რამდენიმე მოდელმა გაიმეორე iPhone 7-ის ბედი ამ მხრივ, მათ შორის, LG G6-მა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტენდეციაა პანელის ზომების მაქსიმალური შემცირება. დღეს უკვე არსებობს ბაზარზე მოდელები პანელების მინიმალრი ზომით: Samsung S8 და Xiaomi mi MIX.
დადის ჭორები, რომ არ ჩამორჩება ზემოთ ჩამოვლილ მოდელებს iphone 8-ც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეფონი საერთოდ დაკარგავს ჩარჩოებს. ჯერჯერობით არ ვიცით, გამართლდება თუ არა მოსაზრება, თუმცა, აშკარაა, რომ კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად გამოკვეთონ და გააუმჯობესონ სმარტფონის ეკრანი. ეს ეხება არა მარტო ზომებს, არამედ ხარისხსაც:
MWC 17-ზე ორმა კომპანიამ Sony და LG წარადგინეს სმარტფონები, რომლებშიც გამოყენებულია ტელევიზორების ეკრანისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები - შესაბამისი 2K / 4K გაფართოებით და HDR- ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერით. ამავდროულად, ვიდეოსერვისმა Netflix-მა დააანონსა მობილურებისთვის ახალი კოდეკი, რომელიც თითქმის ორმაგად შეამცირებს ვიდეოს ზომას. ეს შთამბეჭდავი ტანდემია - მონაცემების გადაცემის ტექნოლოგიების განვითარება + მობილურები, მაღალ ხარისხიანი ვიდეოს აღწარმოების უნარით. მომავალში ეს გახდება მობილური მოწყობილობების აუცილებელი სტანდარტი.
თანამედროვე ბრენდებს გააჩნიათ კიდევ ერთი საერთო სურვილი: ყველა ცდილობს მოიშოროს მექანიკური HOME ღილაკი და შეცვალოს ის სენსორულით.
მომავალის სმარტფონები - შემდეგი ნაბიჯი.
ზოგი ერთი ექსპერტი თვლის რომ 4-5 წელიწადში, ჩვენთვის ნაცნობი “სმარტფონი”-ს არსი, ვიზუალი, ფორმა ფუნქციები, საკმაოდ შეიცვლება. მოწყობილობა იქნება მოქნილი, ეკრანით, პატარა ჩიპებით და დიდი ფუნქციონალურობით, ორიენტირებული ადამიანის მოთხოვნილებებზე. რაც შეეხება ტელეფონის პირდაპირ ფუნქციას- მობილურ კავშირს - ის გახდება უნივერსალური - თავსებადი აბსოლუტურად ყველა ქსელის სტანდარტთან.ჯანმრთელობის ტესტირება სმარტფონში

არა! პაროლებს
ნელ-ნელა ტექნოლოგიები ვითარდება ისე, რომ მალე ჩვენ დაგვავიწყდება, რა არის პაროლი. თითქმის ყველა თანამედროვე სმარტფონი აღჭურვილია კორპუსში ჩამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სკანერით, ხოლო 2018 წლის ფლაგმანები გვპირდებიან თვალის ბადის სკანერს, სახის ამოცნობის სენსორს -ანუ ბიომეტრიულ პაროლს.სხვათაშორის, ტექნოლოგიას ამზადებს google რომელიც გვპირდება რომ მალე შევძლებთ საკუთარ მობილურს “დავეჯღანოთ”.კლავიატურა, გიბრძანებ!

მონაცემების უნივერსალური საწყობი
ასეთია ახლო მომავალში მობილური ტექნოლოგიების განვითარების პროგნოზი. მოსალოდნელია ასევე გაყიდვების გაზრდა - მობილური ტელეფონი ბევრისთვის უკვე არის ყოველდღიური ცხოვრების მთავარი ციფრული ატრიბუტი.