არ არის გაყიდვაში

როგორ ავარჩიოთ ფეხსაცმლის ზომა სწორად

ხშირად ადამიანები ფეხსაცმლის არასწორ ზომას ირჩევენ, რადგან პირველი მოზომებისას ფეხსაცმელი შესაძლოა კარგად გვქონდეს და მხოლოდ შემდეგ ხმარებისას აღმოვაჩინოთ, რომ ის არაკომფორტული ყოფილა და გვიჭერს. 

11
ონლაინ მაღაზიების პოპულარობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც ფეხსაცმელს ინტერნეტით ყიდულობს და მათ სულაც არ აშინებთ ფეხსაცმლის ზომის არჩევის პრობლემა, რადგან არსებობს კარგი რჩევები, რომლის გათვალისწინებითაც შეგვიძლია ფეხსაცმლის ზომა სწორად ავარჩიოთ. მოცემულ სტატიაში სწორედ ამ რჩევებს გაგიზიარებთ და გასწავლით, როგორ შევარჩიოთ სწორად ჩვენი ზომა ფეხსაცმელი და შევიძინოთ ის მარტივად ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.

ფეხის ზომა

95221________nr_enl 

გავიგოთ ჩვენი ფეხის ზომა. მას შემეგ რაც გვეცოდინება ჩვენი ფეხის ზომა სანტიმეტრებში, შევძლებთ ადვილად მოვძებნოთ შესაბამისი ზომა ცხრილში.

ფეხსაცმლის ფორმა

როცა წვრილ წვეტიან ფეხსაცმელს ვყიდულობთ, სასურველია ის ერთი ზომით დიდი ავარჩით. თუ გაქვთ ფართო ფეხი, მოერიდეთ წვეტიან ფეხსაცმელს.

ნახევარი ზომა

თუ თქვენი ფეხის ზომა გულისხმობს ნახევარსაც, ანუ გაქვთ 36.5; 37,5 და ა.შ. მოძებნეთ ისეთი ბრენდის ფეხსაცმელი, რომელსაც შესაბამისი ზომები ექნება.

სეზონურობა

2

ზაფხულში ხშირად გვისივდება ფეხი, ამიტომ გაიზომეთ ის უშუალოდ ონლაინ შოპინგის წინ. ზამთარში აირჩიეთ ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი.

როგორ გავიზომოთ ფეხი

3

ფეხის ზომა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს ასაკს, დატვირთვას და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ფეხი უშუალოდ შოპინგის წინ გავიზომოთ. ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია.
• დავდოთ ფეხი ქაღალდზე.
• მარკერით შემოვხაზოთ ჩვენი ორივე ფეხის ტერფი.
• ავიღოთ ორი საწყისი წერტილი ფეხის თავში და ბოლოში, დავაკავშიროთ მონაკვეთით და შემდეგ გავზომოთ ეს მონაკვეთი სახაზავით.
• მოვძებნოთ ჩვენი ზომის შესაბამისი რიცხვი ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

4



4.1


ამგვარად, შეგიძლიათ ფეხი ძალიან მარტივად გაიზომოთ და ონლაინ ფეხსაცმლის შეძენისა აღარ შეგეშინდეთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტორი მაინც გაღელვებთ, სწორი ზომის შერჩევის მიზნით შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში რამდენიმე ზომისა და მოდელის მიწოდება მოითხოვოთ და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ სასურველი და თქვენზე მორგებული ფეხსაცმელი.
ზევით