არ არის გაყიდვაში

6 მთავარი შეცდომა, რომელსაც ჩაიდნის შეძენისას ვუშვებთ

11

ძალიან ცოტა ადამიანი თუ არჩევს ჩაიდანს აზრიანად. მას ყიდულობენ მაღაზიაში და დანახვისთანავე გული უსკდებათ უდიდეს ასორტიმენტზე. როგორ არ უნდა დავუშვათ შეცდომა ამ უდიდესი ასორტიმენტიდან საუკეთესოს ამოსარჩევად, ამას აქ გასწავლით.

1. არ ვამოწმებთ

შეძენამდე აუცილებლად დაიკავეთ ჩაიდანი ხელში. წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყენებთ. რა სიმძიმის იქნება, როცა წყალს ჩაასხავთ, რამდენად მოსახერხებელი სახელური აქვს, ის უნდა იყოს ერგონომიული. არ შეიძინოთ ისეთი ჩაიდანი, რომელსაც ექნება ზემოთ ვიწრო და ქვემოთ შესქელებული სახელური. 

22

თავსახური უნდა იხსნებოდეს და იკეტებოდეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მისი ცხვირი არ უნდა იყოს ქვემოთ დახრილი, რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს ის, რადგან ასეთ შემთხვევაში, გამოსული ცხელი წყლისგან, შესაძლოა, დაიწვათ. საერთოდ რაიმე თუ იწვევს ეჭვს, რომ ჩაიდანი ცუდად არის აწყობილი, ნუ იყიდით. 
მიაქციეთ ყურადღება იმასაც, თუ სად არის განთავსებული ელექტრო ჩაიდნის სადენი. სასურველია ის დაფარული იყოს სადგამის ქვეშ.

2. ნუ შეიძენთ ჩაიდანს იაფფასიან ბაზარზე

ნებისმიერი ტექნიკა, საფრთხის შემცველია, ჩაიდანი კი განსაკუთრებით. რადგან მასში წყალს კონტაქტი აქვს დენთან და თუ ის კარგად არ არის აწყობილი, შესაძლოა დენმა დაგარტყათ. სწორედ ამიტომ ის უნდა შეიძინოთ სანდო მაღაზიაში, რათა გამორიცხოთ სიყალბისა და ცუდი პროდუქტის შესყიდვის საფრთხე.

3. ყურადღება მიაქციეთ კონტროლერს

კონტროლერი განთავსებულია სადგამისა და ჩაიდნის კავშირის ადგილას. ყველაზე სანდოდ მიიჩნევა ბრიტანული მწარმოებლების STRIX-ის და OTTER-ის კონტროლერი. აღნიშნული, მითითებული უნდა იყოს ან სადგამზე ან ჩაიდნის ფსკერზე. ეს დეტალი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადუღებისას ან ცარიელი ჩაიდნის დენთან შეერთებისას ის თვითონ გამოირთოს. ამიტომ კონტროლერი უნდა იყოს ხარისხიანი და გამძლე.

4. ბრენდის დაპირებები

33

ყურადღებას ნუ მიაქცევთ ტყუილ დაპირებებს. სინამდვილეში არავითარი უპირატესობა კერამიკის ჩაიდანს არ აქვს უჟანგავ ფოლადთან და მინასთან შედარებით. შეიძინეთ ის მასალა, რომელიც მოგწონთ. ყურადღება მიაქციეთ გარანტირებულ ქიმიურ უსაფრთხოებას, რომელიც მითითებული უნდა იყოს ნიშნებით: REACH, RoHS და „შემოწმებულ უსაფრთხოებას“ (GS, ხარისხის ევროპული ნიშანი).

მოკლედ, მასალაზე შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი:
• უჟანგავი ფოლადის ჩაიდანი არის მძიმე და ხმაურიანი. 
• კერამიკის ჩაიდანი მძიმეა, შეიძლება დაიმტვრეს და დიდ ხანს ადუღებს, მაგრამ ამასთან ერთად დიდ ხანს ინახავს სითბოსაც.
• მინის ჩაიდანი მძიმე, მაგრამ ძალიან ლამაზია. თუმცა თუ მას არ მოუვლით, ცუდად გამოიყურება.
• პლასტმასის ჩაიდანი მსუბუქი და იაფია, მაგრამ ასეთ მოდელებს უფრო მეტად უჩნდებათ ცუდი სუნი დროთა განმავლობაში, ვიდრე სხვებს.

44

5. ჩათვალოთ რომ ტემპერატურის რეგულირება არ გჭირდებათ

გეთანხმებით, მთავარია ჩაიდანი ადუღებდეს. მაგრამ თუ მაგალთად მწვანე ჩაის სვამთ, შეგიძლიათ დაზოგოთ ელექტროენერგია და წყალი მხოლოდ 80 გრადუსამდე აადუღოთ. ხოლო თუ ბავშვი გყავთ, მისთვის სადილის მოსამზადებლად, ასეთი ჩაიდნით წყლის სასურველ ტემპერატურაზე გაცხელებას შეძლებთ. ამიტომ ის საკმაოდ კომფორტულია.

6. ჩათვალოთ სიმძლავრე მთავარ უპირატესობად

5

თუ 10 წლის წინ ნორმად ითვლებოდა 1800-2000 ვატი 1.5-1.7 ლიტრზე, ახლა სიმძლავრე შეიძლება იყოს 2600-3000 ვატი. ასეთი ჩაიდანი სწრაფად ადუღებს, მაგრამ შესაძლოა თქვენი ელექტროგაყვანილობა წყობიდან გამოიყვანოს. გარდა სიმძლავრისა ჩადანში უნდა მიაქციოთ ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს:
• განათება
• ფილტრი ნადუღისთვის
• წყლის დონის საზომი
• ორმაგი კედლები და სითბოს შენარჩუნების ფუნქცია
• დახურული ან ღია გამათბობელი ელემენტი(უკვე თითქმის ყველა მოდელში დახურული გამათბობელი გამოიყენება).
• დისტანციური მართვა (მოდური და კომფორტულია).
ზევით