არ არის გაყიდვაში

2018 წლის საუკეთესო დრონები: რას უნდა ველოდოთ?

Statia_BEGE_720X272

გასული წელი ცალსახად შეგვიძლია მივიჩნიოთ დასაკეც და სპეციალურად სელფისთვის განკუთვნილი დრონების წლად. ბაზარი გაივსო მინიატურული სელფის დრონებით და ხალხი მას აქტიურად ყიდულობდა. ამ სეგმენტში უდაო ლიდერი იყო DJI Spark. მაგრამ რა გველოდება მიმდინარე წელს? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება გვაქვს.

ავტომატური დრონები

1

სრულიად ავტომატიზირებული დრონები უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება, თუმცა მაღალი ფასის გამო ის არ არის ხელმისაწვდომი საშუალო სტატისტიკური მყიდველისთვის. ბაზრის ანალიზის შედეგად ყველა მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ 2018 წელი ოქროს ხანა იქნება სრულიად ავტომატიზირებული დრონებისთვის, რადგან მათზე ფასი დაეცემა. ეს პროცესი გაზრდის მოთხოვნას ისეთ მაღალი კლასის მოდელებზე რომელიც სპეციალიზებულია განსაზღვრული სფეროებზე. DJI -იმ უკვე დაიწყო ასეთი მოდელების გამოშვება (მაგალითად მოდელი Agras) და არის ნიშნები იმისა, რომ მას სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.

სპეციალიზირებული დრონები

2

გარდა სოფლის მეურნეობის და აეროგადაღებებისთვის განკუთვნილი დრონოებისა, ჩვენ ვიხილავთ უპილოტო საფრენ აპარატებს დაზვერვის სხვადასხვა სახეობისთვის, ხანძრის, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებისთვის და ასევე ინსპექტირებისთვის.

5G WiFi

5G და WiFi-თ აღჭურვილი დრონები ბაზარზე უკვე ბევრია, მაგრამ მათ საკმაოდ მაღალი ფასი აქვთ (ერთადერთი გამონაკლისია MJX Bugs 2W). თუმცა აღნიშნული ტექნოლოგიების ფასი უკვე ეცემა და ვფიქრობთ, რომ მათი უსადენო ინტერნეტით ამიერიდან იაფიანი მოდელებიც აღიჭურვება.

რით იქნება გამორჩეული ახალი მოდელი

3

არის რამდენიმე განსაუთრებულობა, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს დრონების ინდუსტრიის ახალ კონცეფციას მომავალ წელს.

რამდინმე დრონის მართვა

4

ვფიქრობთ, რომ წელს შესაძლებელი გახდება რამდენიმე დრონის მართვა ერთი პულტით, ისე რომ ისინი ერთმანეთს არ შეეჯახებონ. ჯგუფის ყოველ საფრენ აპარატს ექნება ინფორმაცია საკუთარი პოზიციის შესახებ და არ შეუშლის ხელს სხვებს. ასეთი დრონი სასიამოვნოდ გააოცებს მოყვარულებს, ხოლო პროფესიონალებს უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას.

ავტომატური დატენვის სადგური

5

ავტომატური დატენვის სადგურები უფრო გამოადგებათ პროფესიონალებს, ვიდრე მოყვარულებს. აზრი სრულიად ავტომატურ აპარატზე, რომლებსაც გადააქვთ ტვირთი და თავად იტენებიან - გრანდიოზულია და ბოლო პერიოდში ასეთი დატენვის დრონებზე ბევრს საუბრობენ. ჩატარებულმა ტესტებმა საინტერესო შედეგები აჩვენა და, როგორც ჩანს, ასეთი სადგურების შექმნა ახლა მხოლოდ დროის საკითხია.

DJI 2018 წელს: როგორი იქნება შემდგომი დრონი?

6

წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, რადგან DJI ერთ-ერთი ის ბრენდია, რომლისგანაც რთულია წინასწარ რაიმე კონკრეტულს ელოდე. თუმცა სწორედ ეს აქცევს მას ბაზრის საუკეთესო მოთამაშედ. ასე რომ, როგორი იქნება DJI -ს მომდევნო აპარატი? ბევრს არ გაუკვირდება, თუ მიმდინარე წელს Mavic Pro 2-ის ახალ ვერსიას ვიხილავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრონია და ალოგიკური იქნებოდა, თუ მის გაუმჯობესებულ ვერსიას არ შექმნიდნენ. მეორე ვარიანტია Mavic Pro 2-ის ახალი პროტოტიპი Phantom 5. ამ სიახლეს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ DJI-ის ახალი ფლაგმანი გახდეს.

დასკვნა

2018 წლის დრონებთან დაკავშირებული პროგნოზები დასკვნით ფაზას უახლოვდება. უნდა ვაღიაროთ კიდევ ერთი: არსებობს უამრავი კარგი დისტანციური მართვის აპარატი და თითოეულ მათგანს თავის მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს. ასე რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენია დრონიც.
ზევით