არ არის გაყიდვაში

როგორ ავირჩიოთ პორტატული დინამიკი

11

პორტატული დინამიკი კომფორტულია. სულ მცირე ზომის შეგიძლიათ თან ატაროთ სეირნობის ან პიკნიკის დროს. ყველაზე დიდი, სამ კილოგრამიანი კი მშვენივრად გაუძღვება ნებისმიერი ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას. თუმცა ყველაზე კარგი იქნება თუ ოქროს შუალედს დაიცავთ, აირჩევთ დინამიკს კარგი ხმით, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს პარკში სეირნობის და სახლში გართობის დროსაც. იმისთვის, რომ ის შეიძინოთ, რაც ნამდვილად გჭირდებათ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ხუთი პარამეტრი.

არხების რაოდენობა

22

გამომავალ ხმას ყოფენ ორ ტიპად. მონო და სტერეო. ის განისაზღვრება არხების რაოდენობის მიხედვით.
  • ერთ არხიან დინამიკში ხმა ისმის მონო რეჟიმში.
  • ორ არხიანი კი სტერეოა. 
რაც უფრო მეტია სიხშირის დიაპაზონი მით უფრო სუფთაა ხმა.
  • „მაღალი“ პორტატული აკუსტიკა გამოსცემს საშუალოდ 10 000-25 000 Hz-ს. 
  • „დაბალი“ - 20-500 Hz. რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო სრულყოფილად ისმის მუსიკა.

სიმძლავრე

33

ის ხმის ხარისხზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ პასუხისმგებელია დინამიკის მაქსიმალურ ხმაზე.
  • ყველაზე ცუდი მოდელი სმარტფონზე ოდნავ უფრო ხმამაღალია. ის გამოსცემს 1,5 ვატს ერთი დინამიკიდან. 
  • საშუალო სიმძლავრედ ითვლება 16-20 ვატი. 
  • ტიტანები კი 120 ვატამდე ადიან, რაც იგივეა, რაც მულტიმედიური აკუსტიკა. და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ ყურადღება მიაქციოთ საბვუფერების რაოდენობას დინამიკში. მას დამატებით თავის სიმძლავრე აქვს.

სადენები

44

ძალიან კომფორტულია, თუ დინამიკს აქვს USB — გარე აპარატების შესაერთებლად. და იდეალურია თუ აქვს Micro USB და AUX 3,5. ამგვარად შეძლებთ მსუიკას ყურსასმენებში მოუსმინოთ. ხოლო თუ დინამიკს MicroSD სლოტიც აქვს, ეს საერთოდ მარსზე გაფრენას ჰგავს. მისი წყალოით ნებისმიერ ტრეკი თქვენს დინამიკში იქნება მოთავსებული.

აკუმულატორის მოცულობა

55

საწყენია, მაგრამ ფაქტია: უსადენო ბლუთუზ დინამიკი ადრე თუ გვიან ჯდება. ამიტომ, რაც უფრო მოცულობითი იქნება მისი აკუმულატორი, მით გვიან დაჯდება. 
  • 1500 mAh-იანი დინამიკი შეუჩერებლად მუშაობს 8 საათის განმავლობაში. 
  • 20000 mAh-იანი კი დღე-ღამის განმავლობაში არ გაჩერდება.

მტვრისგან და წლისგან დაცვა

ის თქვენს ახალ აპარატს საიმედოდ დაიცავს. დაცვა დინამიკის და სხვა ნებისმიერი ტექნიკის შემთხვევაშიც, როგორც ვიცით განისაზღვრება ინდექსით IP დაცულობის დონე ერთიდან ათამდე განისაზღვრება. 
  • IPX3 თქვენს დინამიკს მხოლოდ ლუდის წვეთებისგან თუ დაიცავს. 
  • IPX7 ინდექსით დინამიკი წვიმის ქვეშაც ჩვეულებრივ გაძლებს. მასთან ერთად ზღვაშიც რომ შეცუროთ, არაფერი დაემართება.
ზევით