არ არის გაყიდვაში

განხილვა: Dell XPS 17 (9700) და XPS 15 (9500)

st1

კომპანია Dell-ში ოფიციალურად დააანონსეს 2020 წლის ტოპ ნოუთბუქების ხაზი, რომელშიც განახლებული 15 დიუმიანი Dell XPS 15 (9500) და 17 დიუმიანი ეკრანის მქონე ახალი ნოუთბუქი XPS 17 (9700) წარმოადგინეს.

XPS 15

2

დიზაინი

მწარმოებლებმა მნიშვნელოვანი განახლებები განახორციელეს XPS 15-ის დიზაინში. ახლა ის უფრო კომპაქტურია, დისპლეის ჩარჩოები (16:10) მინიმუმამდეა დაყვანილი.

ეკრანი

უმცროს XPS 15-ს აქვს უსაზღვრო 15.6 დიუმიანი IPS InfinityEdge ეკრანი (1920х1200). უფროსი მოდელები აღჭურვილია სენსორული დისპლეით და Corning Gorilla Glass 6 დამცავი მინით.

აპარატული შემადგენელი

მუშაობს მე-10 თაობის პროცესორზე Intel Core i5-10300H (4/8, 2,5-4,5 GHz) ან Intel Core i7-10750H (6/12, 2,6-5,0 GHz) და ვიდეობარათებზე Intel UHD ან NVIDIA GeForce GTX 1650 Ti 4GB GDDR6 Max-Q. ოპერატიული მეხსიერება მოდიფიკაციიდან გამომდინარე შემდეგი მოცულობისაა 8; 16; 32 ან 64 GB. შიდა NVMe მეხსიერება კი ასევე მოდიფიკაციიდან გამომდინარე - 256; 512 GB, 1 ან 2 TB.

ავტონომიური მუშაობა

ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 3 უჯრედიანი 56 ვატ/სთ, ან 6 უჯრედიანი 86 ვატ/სთ მოცულობის ელემენტები.

Dell XPS 17(9700)

3

Dell XPS 17(9700) ჩანაფიქრის მიხედვით კონკურენციას გაუწევს Apple MacBook Pro 16-ს. კომპანიის ხელმძღვანელობა მას თავის კლასში ყველაზე კომპაქტური ნოუთბუქის პოზიციონირებას ახდენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ XPS 17 იმაზე უფრო კომპაქტურია, ვიდრე ბაზარზე წარმოდგენილი 15 დიუმიანი ეკრანის მქონე ნოუთბუქების ნახევარი.

ეკრანი

XPS 17 აქვს 17 დიუმიანი IPS InfinityEdge ეკრანი (1920х1200). უფროსი მოდიფიკაცია აღჭურვილია სენსორული IPS დისპლეით (4K, 3840×2400) და დამცავი მინით Corning Gorilla Glass 6.

აპარატული შემადგენელი

4

აპარატული შემადგენელი მუშაობს მე-10 თაობის პროცესორებზე: Intel Core i5-10300H (4/8, 2,5-4,5 GHz), Intel Core i7-10750H (6/12, 2,6-5,0 GHz) Intel Core i7-10875H (8/16, 2,3-5,1 GHz) და Intel Core i9-10885H (8/16, 2,4-5,3 GHz). გრაფიკას ამუშავებს ვიდეობარათებით Intel UHD, NVIDIA GeForce GTX 1650 Ti 4GB GDDR6 Max-Q და NVIDIA GeForce RTX 2060, 6GB, GDDR6. ოპერატიული მეხსიერება მოდიფიკაციიდან გამომდინარე შეიძლება იყოს 8; 16; 32 ან 64 GB მოცულობით. შიდა NVMe მეხსიერებაც მოდიფიკაციის მიხედვით - 256; 512 ГБ, 1 ან 2 TB.

ავტონომიური მუშაობა

ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 3 უჯრედიანი 56 ვატ/ სთ ან 6 უჯრედიანი, 97 ვატ/ სთ მოცულონის მქონე ელემენტები.

წონა

5

XPS 17 (9700) იწონის 2,11 ან 2,51 კგ-ს, რაც აკუმულატორის ბლოკზეა დამოკიდებული. XPS 15 (9500) - ან 2,05 ან 1,83 კგ. კომპიუტერების ოპერაციული სისტემა - Windows 10 Home ან Windows 10 Pro. გაყიდვები XPS 17 (9700) სერიის ნოუთბუქების გაყიდვები ზაფხულიდან დაიწყება. მათი საწყისი ღირებულება კი 1500 დოლარი იქნება. XPS 15 (9500) მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მათი ფასი $1300-$2450 დოლარში მერყეობს.
ზევით