არ არის გაყიდვაში

როგორ მოვაწყოთ აგარაკი ზაფხულში დასასვენებლად

1

ამ ზაფხულს რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზღვარგარეთ დასვენება ოცნებად გვექცა. თუმცა კურორტის მსგავსი დასვენების მოწყობა საკუთარ აგარაკზეც შეგვიძლია. საკმარისია მასში მოვათავსოთ სრულყოფილი დასვენებისთვის აუცილებელი ნივთები და ჩვენი ქალაქგარეთ მდებარე სახლი ნამდვილ ოცნებად გადაიქცევა, სადაც თავს შინაურულადაც ვიგრძნობთ და სრულყოფილადაც განვიტვირთებით.

გათავისუფლდით აგარაკის რუტინისგან

ბევრისთვის აგარაკი ასოცირდება ბაღში მუშაობასთან. თუ ეს თქვენთვის განსაკუთრებულ ჰობის არ წარმოადგენს, უარი თქვით მსგავს სამუშაოებზე და აგარაკზე გატარებული დრო მთლიანად დასვენებას მიუძღვენით.

შექმენით მოსასვენებელი სივრცე

2

იდეალური იქნება, თუ თქვენს აგარაკს კარგი ხედი აქვს, თუმცა რელაქსაციის სივრცის მოწყობა ეზოშიც კარგი იდეაა. ამისთვის საკმარისია გემოვნებით შერჩეული მოწნული ავეჯი შეიძინოთ. დააწყვეთ ეზოში ან ვერანდაზე მოწნული სავარძლები და მაგიდა. აქ დილით საუზმეც სამოთხეს დაემსგავსება.

დააყენეთ აუზი

4

ყველამ კარგად ვიცით, რომ აუზის აშენება ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული და თუ ამის გაკეთებას ზაფხულში მოვინდომებთ, დასვენება უკან დაგვრჩება. არადა, ზაფხულის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ხომ გარუჯვა და წყალთან ნებივრობაა. ამიტომ, ნუ დახარჯავთ ზედმეტს და შეიძინეთ გასაბერი აუზები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების დამსახურებით სრულყოფილად ჩაგინაცვლებენ უფროსებსაც და პატარებსაც სრულყოფილ, აშენებულ აუზს.

მოაწყვეთ სივრცე განტვირთვისთვის

3

მთავარია იპოვოთ ჩრდილი, ამის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ თქვენს ეზოში ჰამაკები და საქანელები, მიმოფანტოთ პუფები. ასეთი გადაწყვეტილება თქვენს აგარაკს მეტ დასასვენებელ სივრცეს და კომფორტს შესძენს.

მოაწყვეთ განათება

შეგიძლიათ კუსტარულად დამზადებული ნათურები გააბათ კედლებზე და მოსასვენებელი სივრცეების თავზე. მაგრამ ამას გარდა შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური სანათები აგარაკისთვის. ეს უკვე რომანტიულად გატარებული საღამოებისა და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო გართობის აუცილებელი ატრიბუტია.

არ დაგავიწყდეთ მაყალი

5

Მწვადის და თევზის მაყალზე მომზადება, იქვე მოწყობილი ბოსტნეულითა და სიმინდით ზაფხულის კიდევ ერთი ბედნიერებაა. აუცილებლად დადგით ეზოში მაყალი და ისიამოვნეთ საზაფხულო გემრიელობებით.

კოქტეილებიც დასვენების ნაწილია

6

მას შემდეგ, რაც აგარაკი მოვაწყვეთ უკვე ვიცით, როგორ გავერთოთ და დავისვენოთ ამ ზაფხულს. Ჩვენ გვაქვს აუზი, მაყალი, მოსასვენებელი სივრცეები და კარგი განათება. ახლა კი დროა საღამოს მსუბუქ გართობაზე ვიფიქროთ. შეიარაღდით კარგი ალკოჰოლითა და ხილით, ამოიღეთ ინტერნეტიდან რამდენიმე კოქტეილის რეცეპტი და არაჩვეულებრივი საღამო თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და მეგობრებისთვის მზად არის.
ზევით