ჩიპსეტი Samsung Galaxy S11-სთვის: განხილვა

ეს
იქნება მიკროპროცესორი, რომელიც გულის მაგივრობას გაუწევს ბრენდის მომავლის
ფლაგმანებს.
დაანონსებული
ჩიპსეტი Exynos 990 აღჭურვილია
ახალი გრაფიკული პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის მხარდაჭერას 120 Hz სიხშირით. შექმნილია 7 ნანომეტრიან EUV ტექნოლოგიაზე და
20%
სწრაფი და ენერგოეფექტურია, ვიდრე
ჩიპსეტები Exynos 9820 და 9825.
ახალ
მიკროპროცესორთან ერთად Samsung-მა
წარმოადგინა მოდემი Exynos 5123, რომელსაც აქვს 5G ქსელის მხარდაჭერა და რომელიც
იმუშავებს Exynos 990-სთან
ერთად.

ახალი
ჩიპსეტი შედგება Samsung-ისვე
წარმოების ორი ძლიერი ბირთვისგან, ორი მაღალმწარმოებლური ბირთვისგან Cortex-A55 და ორბირთვიანი ნეირონული
პროცესორისგან (NPU). მეტი ეფექტურობისა და
უსაფრთხოებისთვის NPU-ს
აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მონაცემებს დაამუშავებს აპარატშივე და არ
იქნება დამოკიდებული ქსელსა და სერვერზე. მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს დააჩქარებს
სახისა და სცენების ამოცნობის ფუნქციებს. Exynos 990 ასევე უზრუნველყოფს LPDDR5 მეხსიერებასა და 108 mp კამერის მუშაობას.
რაც
შეეხება მოდემს, Exynos 5123, ის
ერთ-ერთი პირველი 5G
ჩიპია, რომელიც შექმნილია 7 ნანომეტრიან EUV-ზე. ის უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას მაქსიმალური სიჩქარით 5.1 GB/s, 6 Ghz დიაპაზონზე ქვევით.
ახალი
ჩიპსეტის მასობრივ წარმოებაში გაშვება იგეგმება 2020 წლის დასაწისში. სწორედ ამ
დროისთვის დააანონსეს Galaxy S11-ის
გამოშვებაც.