არ არის გაყიდვაში

CES: 2018 წლის ტენდენციები

Statia_BEGE_720X272

ლას-ვეგასში მიმდინარე CES სამომხმარებლო ტექნიკის გამოფენაზე შეიძლება მომავალი წლის ტენდენციებს მივადევნოთ თვალი და ტექნიკის ინდუსტრიის პულსი შევიგრძნოთ. გამოფენაზე მსოფლიოს ტექნოლოგირიური კორპორაციები იმ მიღწევებს წარმოადგენენ, რომლებიც მომავალი წლის განმავლობაში მთავარ ტექნოლოგიურ ტრენდებად იქცევა და სწორედ ამის მიხედვით ვიხელძღვანელებთ, როცა კონკრეტული ბრენდის მიერ შემოთავაზებულ ახალ მოდელზე ვიმსჯელებთ.

AI ალგორითმები - ხელოვნური ინტელექტი

4

CES 2018 -ის მთავარ ტენდენციად AI ალგორითმები იქცა. ეს ალგორითმები უკვე დიდი ხანია გამოიყენება პროცესორებში, მაგრამ მარკეტოლოგებმა მას ახალი სიცოცხლე მიანიჭეს, როცა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ ალგორითმით აღჭურვილი სმარტფონები განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად შეგვახსენებენ, რომ ესა თუ ის სმარტფონი AI-ს ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. ეს ჯერ-ჯერობით ცოტა სასაცილოც არის, რადგან AI ალგორითმის შესაძლებლობები ჯერ-ჯერობით შეზღუდულია და მხოლოდ მიმდინარე წელს დაიწყება მასზე სხვადასხვა აპლიკაციების აწყობა. ალგორითმის გამოყენება სხვადასხვა სფეროში შეიძლება. გრაფიკულ და ვიდეობარათებში, სახისა და სხვადახვა ობიექტების ამოსაცნობად. AI ალგორითმის მქონე პროცესორის ტიპიური წარმომადგენელი Samsung-ის Exynos 9810 მოდელია.

სახის ამოცნობა

5

სახის ამოცნობის ფუნქცია 2018 წლის მთავარი ტრენდია. გასულ წელს ის ჯერ კიდევ იშვიათ ტექნიკურ სიახლედ ითვლებოდა, წელს კი საშუალო სეგმენტის სმარტფონებშიც ხელმისაწვდომი გახდება, დაემატება MacBook-სა და Microsoft-ის სხვა ნოუთბუქებს. ბიუჯეტურ სმარტფონებში ჩვენ ვნახავთ სახის ამოცნობის მარტივ ვარიანტებს. რთული და დახვეწილი ტექნოლოგია კი, რომლითაც ძვირადღირებული მოდელები იქნება აღჭურვილი, მის ამოცნობას მარტივად შევძლებთ, რადგან მათ შემთხვევაში ეს ფუნქცია AI ალგორითმით იქნება მხარდაჭერილი. აღნიშნული ტექნოლოგია და ალგორითმი იქნება იმის საფუძველიც, რომ ფრონტალური კამერებით ჩვენ შევძლებთ სახისა და სხვა ნებისმიერი ობიექტის 3D მოდელის აგებას. პირველი კომპანიები, რომლებიც აღნიშნული ფუნქციის დანერგვას გეგმავენ Samsung და Huawei-ია.

უსაზღვრო ეკრანების მოდა

6

გასულ წელს ბევრი ვილაპარაკეთ უსაზღვრო ეკრანებზე, მაგრამ ის მაინც ძვირადღირებული მოდელების უპირატესობად მიიჩნეოდა. წელს კი უსაზღვრო ეკრანით ბიუჯეტური მოდელებიც აღიჭურვება და მათ შეძენას დასავლურ ბაზარზე $100-ზე ნაკლებადაც შევძლებთ.

HDR10+

7

HDR10+ ტექნოლოგიას დღეისათვის სამი კომპანია: Panasonic, Samsung და 20 century Fox ავითარებენ. მიმდინარე წელს ამ სტანდარტს სხვა ბევრი კომპანიაც მოარგებს თავის ფლაგმანებს. HDR10+ ტექნოლოგიის რეკლამირებას კომპანიები წლის ბოლოსთვის უკვე აგრესიულად მიმართავენ ტელევიზორებისკენ ყურადღების მისაქცევად. კონტენტს აქტიურად გამოიყენებენ სმარტფონებშიც. თუმცა თუკი ფართოეკრანიან ტელევიზორებში HDR10+-სა და ჩვეულებრივ განისახულებას შორის განსხვავება უდიდესია, სმარტფონებში ეს ტექნოლოგია გამოსახულების ხარისხს იმდენად არ აუმჯობესებს, რომ მისგან შოკირებულნი დავრჩეთ. არადა ცხადია, ის წარმოუდგენლად გაზრდის სმარტფონის ფასს.

Intel პროცესორების დავიწყება

წელს კომპანიები აჩენენ იმედს, რომ ბიუჯეტურ ნოუთბუქებში Intel პროცესორებს დაივიწყებენ და იაფფასიან მოდელებში ARM ჩიპსეტებს ვიხილავთ. თუმცა აღნიშნული ტენდენციის ანალიზი ნათლად გვაჩვენებს, რომ ARM ჩიპსეტით აღჭურვილი ნოუთბუქი არც ისე იაფი და ხელმისაწვდომია. ეს ნმადვილად იქცევა ხმაურიან ახალ ამბად, მაგრამ აისახება თუ არა სიახლე გაყიდვების ზრდაზე, ეს ჯერ კიდევ სათუოა.

თვითმართვადი ავტომობილები

თვითმართვად ავტომობილებზე საუბარი წლის კი არა, ათწლეულის ტენდენციაა. თუმცა მასში რეალურ გარდატეხებზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. როგორც ექსპერტები თვლიან, ტრენდის გამასიურება მხოლოდ 2020-2022 წლებისთვისაა მოსალოდნელი, თუმცა აღნიშნული ტექნოლოგიის მანქანები, მაინც CES 2018 წლის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემააა.

VR/AR ტექნოლოგიები

CES-ზე წელსაც ბევრს საუბრობენ VR/AR ტექნოლოგიებზე და მომხმარებლებს სხვადასხვა ჩაფხუტებსა და სათვალეებს სთავაზობენ, თუმცა რეალური წინსვლა სფეროში ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ის ფაქტი, რომ Microsoft-მა უარი თქვა Kinekt ტექნოლოგიაზე ბევრ ექსპერტს აფიქრებს დარგის სიკვდილზე, თუმცა სავარაუდოდ ეს უფრო ერთი ცალკეული პროექტის წარუმატებლობაა და არა - მთლიანი მიმართულებისა.

Huawei/Xiaomi ხანა

აშშ-ში სმარტფონების ბაზარზე წესებს ოპერატორები განსაზღვრავენ. ის კი, რაც ამერიკაში მოსწონთ, მოსწონთ დანარჩენ მსოფლიოშიც. მაგალითად შტატებში რთულია Huawei-ს სმარტფონების ყიდვა და ვერც Xiomi-ს ნახავდით დიდი მოთამაშეების მაღაზიის თაროებზე. თუმცა წელს ყველაფერი იცვლება. ოპერატორები ამცირებენ სხვადასხვა თაობის iPhone-ის სუბსიდირებას და ჩინურ კომპანიებს მეტ ყურადღებას უთმობენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ტენდენცია Huawei/Xiaomi-სთვის ახალ ერას დაიწყებს.

5G

5G ინტერნეტის განვითარება ფერხდება. ერთის მხრივ კვლაც გრძელდება ახალი მოწყობილობების გატესტვა, მაგრამ მეორე მხრივ ოპერატორები ვერ ხვდებიან როგორ გადააქციონ 5G ეკონომიურ სამუშაო მოდელად. დაფარვის მცირე პერიმეტრის გამო ახალი თაობის ქსელის ღირებულება ასტრონომიულად იზრდება, ამიტომ მისი გაშვება გადაიდო, ექსპერიმენტები კი გრძელდება.
ზევით