არ არის გაყიდვაში

როგორ ავარჩიოთ ქეისი კომპიუტერისთვის

44

პერსონალური კომპიუტერის კორპუსის არჩევა მას შემდეგ უნდა დაიწყოთ, რაც შეიძენთ დედა დაფას, ვიდეო ბარათს და პროცესორის გამაგრილებელ სისტემას. კომპიუტერის ქეისის არჩევისას უნდა დაიცვათ სამი ძირითადი პრინციპი: 
  • მას უნდა ჰქონდეს დედა პლატას ფორმ-ფაქტორზე არანაკლები ზომის ფორმფაქტორი. 
  • უნდა ჰქონდეს საკმარისი სიგანე, რათა მასში თავისუფლად ჩაეტიოს პროცესორის ქულერი. გაგრილების თხევადი სისტემის რადიატორებისთვის მასში უნდა არსებობდეს „ჩასაჯდომი“ ადგილები. 
  • ის უნდა იყოს საკმარისად გრძელი, რათა უკანა კედელსა და დისკების ჩასადებს შორის თავისუფლად შევიდეს ვიდეობარათი.  

 

33

 

რაც უფრო თხელია ქეისის კედლები მით უფრო ნაკლებად აძლიერებს ის ვენტილატორების ან მყარი დისკებისგან გამომავალ ხმაურს. 
რაც უფრო დიდია მეტალის ველი გვერდებზე, მით უფრო უკეთ აგრილებს ის კომპიუტერის ნაწილებს. ხმის იზოლაცია კი უსარგებლო და ხანდახან მავნე ფუნქციაა, რადგანაც ის ამცირებს კორპუსის სითბოს გაცემას. იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური კომპიუტერი იყოს ჩუმი, შეიძინეთ ჩუმი კომპლექტაცია. 
ასევე არ არის საჭირო ვენტილატორის როტაციის ფუნქცია. ის აძვირებს კორპუსის ღირებულებას. ჭკვიანი ხალხი გაგრილების სისტემას აკონტროლებს დედა პლატის საშუალებით, შესაბამისი სოფთის დახმარებით. 
და ბოლოს, წინა პანელზე ქეისს უნდა ჰქონდეს საკმარისი პორტები. USB — აუცილებლად და კარგი იქნება თუ ყურსასმენებისა და მიკროფონის პორტებიც ექნება.

11

პერსონალური კომპიუტერის კორპუსის სახეობებია:

Big (Full) tower

სიმაღლე არის 60-80 სმ. განკუთვნილია სუპერ ძლიერი კომპიუტერის ასაწყობად. როგორც წესი, მას სერვერებისთვის იყენებენ. შეიძლება შეიძინოთ გეიმერული კომპიუტერისთვისაც, თუ ზედმეტი თანხა გაქვთ. 

Midi tower

ის არის გეიმერისა და ზოგადად მომთხოვნი მომხმარებლის საუკეთესო არჩევანი. ის საკმარისად ფართოა მწარმოებლური კომპონენტების განსათავსებლად და ეფექტური და ჩუმი გაგრილების სისტემის შესაქმნელად. გათვლილია ATX ფორმატის დედა დაფისთვის. 

Mini tower

ის გათვლილია ოფისის ჩვეულებრივი კომპიუტერებისთვის, რომელთა დედა დაფა არის micro-ATX ტიპის.
ზევით