BRAUN - როგორ იცვლებოდა წვერსაპარსის დიზაინი

Braun - ელექტრული ტექნიკის, კერძოდ: საპარსების, ტრიმერების, ჩაიდნების და ა.შ. ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ბრენდია, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
გერმანიის გარდა, ბრაუნი აწარმოებს პროდუქციას 6-ს სხვადასხვა ქვეყანაში (ირლანდია, ესპანეთი, უგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, მექსიკა და ჩინეთი)
Braun ლიდერობს მსოფლიო მასშტაბით ტექნიკის რამდენიმე კატეგორიაში, პირველ ადგილს კი ელექტროსაპარსი იკავებს.
50-იან წლებში გამოვიდა Braun-ის პირველი ელექტროსაპარსი, ის საკმაოდ სწრაფად გახდა პოპულარული, რადგან მარტივად მოხმარებადი და ეფექტური იყო.
Braun-ის პირველი მოდელი არის S50. მისი დიზაინი ჯერ კიდევ 1938 წელს იყო ჩაფიქრებული, თუმცა რეალიზაცია მხოლოდ ომის შემდეგ მოხერხდა. Braun S50 შედგებოდა ვიბრო საპარსი ბლოკისგან, წვირლი, მაგრამ მყარი ბადეთი. მომხმარებელს ჭრილობებისგან იცავდა მეტალის საფარი. ავღნიშნოთ, ამ სისტემის პრინციპი დღემდე გამოიყენება Braun-ის მოდელებში.
1953 წელს, ბრენდის დამფუძნებლის, მაქს ბრაუნის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, მის საქმეს აგრძელებს შვილი- არტურ ბრაუნი. მან შემქნა მეორე საპარსი Braun 300, ოდნავ განსხვავებული, უფრო დახვეწილი დიზაინით.
შემდეგი მოდელის დიზაინის შექმნაზე კი, ფრიც აირეხლის მეთვალყურეობით, უკვე მთელი გუნდი მუშაობდა. მათი მიზანი Braun 300-ის მოდერნიზაციას ეხებოდა. თუმცა, ბევრი ცვლილება კლასიკურ მოდელში შეტანილი არ იყო. 300 Special DL 3-ს გამოვიდა 1955 წელს. ოდნავ შეიცვალა ფორმა, ლოგოტიპის წარწერა გახდა უფრო თანამედროვე სამკუთხედი ფორმის და ზედა ნაწილი შეიღება ყავისფრად.
60-იან წლებში გამოვიდა ორი მოდელი, S60 და SM 3. ძველი დიზაინის უკანასკნელი წარმომადგენლები:
1962 წელი. ბრაუნის კომპანია თანამშრომლობს ჰანს გუგელოტთან, ულმის სკოლის დიზაინერთან. ერთად მათ შექმნეს იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წვერსაპარსი - Sixtant SM 31.
დასახელებაში სიტყვა “Sixtant” გაჩნა მიზანდასახულად. საპარსის თავაკი შექმნილი იყო ახალი ტექნოლოგიით, მისი ყოველი ნემსი წარმოადგენდა პატარა ექვსკუთხედს.
Sixtant SM 31 შავია. ეს ფერიც აირეხლის სარისკო ნაბიჯი იყო, რადგან სამოციანებში აბაზანის, ადგილის სადაც ადამიანი რეცხავდა, ბანაობდა, წმენდდა, ყველა ელემენტი, თეთრ ან თეთრთან მიახლოებულ ფერებში იქმნებოდა. საბედნიეროდ, რისკი გამართლდა და მუშა, ძლიერი ძრავის, შავმა წვერსაპარსმა დაიპყრო მომხმარებლების გული. მოდელი რეკორდული რაოდენობით გაიყიდა - 8 მილიონი ერთეული.
1968 წელს კიდევ ერთი ბრაუნის წვერსაპარსი შეიქმნა. Stab B3 - ჩვეულებრივი ფორმისგან რადიკალური გადახრაა. მოდელი განკუთვნილია მოგზაურობებისთვის. ბრაუნის ყველაზე მინიმალისტური სტილის ვარიაციაა.
მე20 საუკუნის 70იანი წლები - ფერადი წვერსაპარსების დრო. ასევე შეიცვალა მოდელების ფორმა, რაც ჩანს სურათებზე:
1972 წელი. Intercontinental Florian Seiffert - ნამდვილი ინოვაციაა. კორპუსის ზედა ნაწილი დაფარულია ქრომით, ხოლო სამაგრი ვინტები დამალულია, რის შედეგადაც დიზაინი უფრო მიმზიდველად გამოიყურება.
უკანასკნელში კორპუსი მთლიანად გლუვი გახდა.
1982 წელს განხორციელდა ტექნოლოგიური პროგრესი საპარსების სისტემებში. ვიზუალური მხრიდანაც ცვლილებების დრო დადგა: Micron Plus Universal-ის და Micron Vario 3-ის კორპუსები დაფარულია შავი, რეზინის წერტილებით. მართვის ღილაკი გაფართოვდა და გახდა სლაიდერი.
1989 წლისთვის, ბრაუნი უკვე გაყიდა მე-100 000 000 - წვერსაპარსი და მზად იყო ეპილატორების შესაქმნელად. ამიტომ მის Silk-epil EE 1-ში გამოყენებულია ელექტრო პინცეტები, მიაქციეთ ყურადღება უცნაურ მართვის ღილაკს, შექმნილს 3 ფერადი ბურთულით.
1990-იანები - Flex Control 4010 - ორმაგი თავაკის შექმნის პერიოდია. ასევე მოდელებში გაჩნდა დატენვის ინდიკატორი.
ახალი საუკუნის დასაწყისისთვის, 1999 წელს შეიქმნა ნახევრად გამჭირვალე პლასტმასი. ამიტომ ბრაუნის 370 PTP TB იყო შესაბამისად გამჭირვალე, მბრუნავი ჩამრთველით
2001-ში ელექტროსაპარსში გაჩნდა თვითგაწმენდის ფუნქცია. Syncro System 7680 იყიდებოდა თავის ბაზასთან ერთად, რომელშიც ინახებოდა საწმენდი სითხე. ბაზა ასევე ტენიდა საპარსს.
დღეს, Braun-ის მამაკაცის წვერსაპარსი არის ობიექტი “დატენილი” უამრავი ტექნოლოგიით. საპარსი თავაკები CoolTec აგრილებენ კანს, ამიტომ ის ნაკლებად ღიზიანდება გაპარსვის დროს. გამაგრილებელი სისტემა იმართება სპეციალური ღილაკის მეშვეობით. ვიზუალური მხარე დახვეწილი და გლუვია.