არ არის გაყიდვაში

ბლინები შოკოლადით და ბანანით

22

ცივ ამინდში განსაკუთრებით გემრიელია ცხელი ბლინები გამდნარ შოკოლადთან და ბანანთან ერთად. არომატული, მსუყე და მარტივად მოსამზადებელი. ასე რომ თუ ზამთრის საღამოს რამე გემრიელი მოგინდათ, ამ რეცეპტით იხელმძღვანელეთ.

შემადგენლობა:

• 2-3 ცალი კვერცხი
• ნახევარი ჭიქა რძე
• 1-2 ს.კ ფქვილი
• 1 ჩ.კ ზეთი
• მარილი გემოვნებით
• შოკოლადის კარაქი
• 2 ცალი დაჭრილი ბანანი

საჭირო ხელსაწყოები:

ბლინის საცხობი ტაფა
• თასი
მიქსერი
დანა

მომზადების წესი:

11

კვერცხი კარგად ავთქვფოთ, დავუმატოთ რძე, მარილი, ფქვილი და ყველაფერი კარგად ავთქვფოთ.
დავასხათ ცხელ, ცხიმ წასმულ ტაფაზე და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე.
ბლინებს წავუსვათ შოკოლადის კარაქი და მოვაყაროთ დაჭრილი ბანანი, შემდგომ ისევ გადავუსვათ შოკოლადი და გადავახვიოთ რულეტივით.
ზევით