არ არის გაყიდვაში

სეზონის საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

3-33

აპრილი საუკეთესო თვე აღმოჩნდა იაფფასიანი სმარტფონების ბაზარზე. მომხმარებელმა უამრავი ახალი, საინტერესო მოდელი იხილა, კარგი მახასიათებლებითა და შესაბამისი ფასით. აღნიშნულ სტატიაში სწორედ მათ, ბიუჯეტურ მოდელებს განვიხილავთ.

Xiaomi Redmi 4A

11

თუ თქვენ კარგი ბრენდის ჩინურ მოდელებს ეძებთ, სანდროს და კარგი მახასიათებლებით Xiaomi Redmi 4A საუკეთესო არჩევანი იქნება. ფასისა და მონაცემების შესაბამისობის თვალსაზრისით მას კონკურენტი არ ჰყავს. კარგი ეკრანი, თანამედროვე ანდროიდი, მუშაობის ნორმალური სიჩქარე და საუკეთესო ავტონომიურობა. თუ მეტი მხიარულება გინდათ და ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციების მქონე სმარტფონს ეძებთ, ამ საფასო კატეგორიაში მას ვერ იპოვით. ასე რომ Xiaomi Redmi 4A საუკეთესო არჩევანია. Xiaomi-მ ეს მოდელი შექმნა არა მაქსიმალისტებისთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომელთაც უნდათ სანდო და კარგად მომუშავე მობილური.

Meizu M3E

22

Meizu M3E თავიდანვე საშუალო კლასის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. ის ჰგავს Samsung Galasy S8-ს, რომელიც ბიუჯეტურ მოდელად კი ითვლება, მაგრამ სულაც არ არის იაფი. Meizu M3E-ს აქვს სწრაფი 8 ბირთვიანი პროცესორი, მკაფიო დისპლეი, ლამაზი კორპუსი და თითის ანაბეჭდის სკანერი, კარგი მეხსიერება, ავტონომიურობა და სწრაფი დატენვის ფუნქცია. კამერები კარგად მუშაობს დღისით, მაგრამ ღამით არც ისე კარგად.

Xiaomi Redmi 5 Plus

33

ადამიანები, რომლებთაც არ ხიბლავთ სიახლეები ამბობენ, რომ დაგრძელებული ეკრანები Samsung-თან, LG-სთან და Huawei-სთან, მარკეტინგული ხრიკი და უსარგებლო ინოვაციაა, თუმცა Xiaomi-ს მწარმოებლებმა გადაწყვიტეს არ ჩამორჩენოდნენ ნომერ პირველ ბრენდებს და მოგრძო ეკრანი თავის ახალ მოდელშიც გამოეყენებინათ. სხვა მახასიათებლები არც ისე მომხიბვლელია. დისპლეის ზომა 18:9; სწრაფი და ეკონომიური პროცესორი, კარგი ავტონომიურობა და მუშაობის სისწრაფე. კამერა ნორმალურია, თუმცა მასაც, ისევე როგორც Meizu M3E -ს აქვს ღამით მუშაობის პრობლემა, კორპუსი კი უხეში პლასტმასის ჩანართებით აქვს გაფორმებული.

Meizu Pro Plus

66

Meizu-ს პირველი ორი მოდელი წარუმატებელი გამოდგა, მაშინ კომპანიას არც ფართო მარკეტინგული კამპანიისთვის გააჩნდა ხარჯები და ვერც ის მოახერხა, რომ რომელიმე მძლავრი ბრენდისგან შეეძინა ბოლო თაობის კომპონენტები მის ასაწყობად. სამაგიეროდ, მესამე მოდელი, Meizu Pro 6 Plus მშვენიერი მოდელი აღმოჩნდა. ის ხომ Samsung Galaxy S7 Edge-ის ძლიერ პროცესორის, კარგი კამერების, Quad HD AMOLED-ის დიდი დისპლეისა და კარგი ხმოვანი სისტემისგან შედგება.

Motorola Moto Z

77

ამერიკული ფლაგმანი ჩინურ ბიუჯეტურ მოდელებზე ბევრად იაფია. Motorola ნელ-ნელა კვდება ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პირველი აიფონი გამოვიდა, შემდეგ Samsung გახდა ბაზრის მთავარი მოთამაშე და ამერიკული ბრენდი ვერაფრით ვერ დაეწია მათ. მას შემდეგაც კი, რაც Motorola Lenovo-მ იყიდა, მდგომარეობა ვერ გამოსწორდა. 
საბოლოო ჯამში ბაზრის უხილვმა ხელმა განსაზღვრა, რომ Motorola-სთვის მხოლოდ იმდენის გადახდა ღირს, რამდენსაც Xiaomi/Meizu/Honor-სთვის გადავიხდით. სწორედ ამიტომ ვართ იმ ფაქტის მომსწრე, თუ როგორ იყიდება ამერიკული ბრენდის სმარტფონი Xiaomi-ს ზოგიერთ მოდელზე უფრო იაფად. ვერ ვიტყვით რომ Moto Z იდეალური მოდელია. სმარტფონი რეკორდულად თხელია აკუმულატორის სასაცილო ტევადობის გამო. 
თუ არაფერს გააკეთებთ და სულ რამდენჯერმე შეხვალთ მესენჯერში, შესაძლოა გაძლოს 24 საათი. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძალიან ლამაზია, უსადენო დამტენის გარეშე ამ ტელეფონს ვერ გამოიყენებთ. თუმცა ნამდვილად იამაყებთ იდეალური დიზაინითა და უძლიერესი პროცესორით.
ზევით