არ არის გაყიდვაში

2018 წლის საუკეთესო სმარტფონების ხუთეულში iPhone X და Huawei P20 Pro ვერ მოხვდნენ

1

გამოცემა Business Insider არ დალოდებია წლის ბოლოს რათა გამოექვეყნებინა მსოფლიოს საუკეთესო სმარტფონების ყოველწლიური რეიტინგი. რეიტინგში სმარტფონები არ არის დაყოფილი არავითარი კატეგორიის მიხედვით. მასში ნახავთ, როგორც ბიუჯეტურ, ისე ტოპ მოდელებს. ერთადერთი კრიტერიუმი კი, რითაც გამოცემამ იხელმძღვანელა და რის გამოც ტოპ ხუთეულში ვერ მოხვდნენ iPhone X და Huawei P20 Pro, ძვირი ფასი და მიზანჯგუფებია. სიის პირველ ხუთეულში პირველად არ მოხვდნენ სმარტფონები, რომელთა ღირებულებაც $1,000 -ზე მეტია. რადგან გამოცემაში მიიჩნევენ, რომ ასეთი მაღალი ფასი ტელეფონში არ უნდა გადაიხადოთ. ასე, რომ მივყვეთ რეიტინგს და ჩვენი შემოთავაზებული ხუთეულიდან ავირჩიოთ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო მოდელები.

One Plus 6

22

რეიტინგში პირველი ადგილი ჩინურმა ფლაგმანმა OnePlus 6-მა დაიკავა, რედაქციის კეთილგანწყობა გამოიწვია ფასისა და ხარისხის იდეალურმა თანაფარდობამ. $530 ფარგლებში მომხმარებელი ყიდულობს სმარტფონს ტოპ პროცესორით და 6 GB ოპერატიული მეხსიერებით, OLED-დისპლეით და სწრაფი დატენვის ფუნქციით. დასკვნა — სახეზე გვაქვს საუკეთესო მონაცემებისა და ფასის სმარტფონი.

Samsung Galaxy Note 9

33

OnePlus 6-ს მოყვება Samsung Galaxy Note 9. მისი ფასი გამარჯვებულის ღირებულებაზე ორჯერ მეტია და შეადგენს $1000, მაგრამ მას მომხიბვლელი მხარეებიც ბევრი აქვს: 6.4 დიუმიანი AMOLED-დისპლეი, 4000 mAh-იანი ტევადი აკუმულატორი, შიდა მეხსიერების დიდი ოდენობა (128, ან 512 GB), ხარისხისიანი ორმაგი კამერა და უსადენო დატენვის ფუნქცია. სტაილუსის არსებობა ასევე დაეხმარა სმარტფონს წინ წაწეულიყო. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა Galaxy Note 9 დაცულია მტვრისა და წყლისგან.

Samsung Galaxy S9

4

რეიტინგის ხუთეულში მოხვდა კიდევ ერთი სამსუნგი — Galaxy S9. გამოცემაში ის დაახასიათეს, როგორც ყველაზე მომხიბვლელი სმარტფონი. მისი განსაკუთრებული მხარეებია: გულის რიტმის დიაგნოსტირების აპარატი და უსადენო დატენვის ფუნქცია. Galaxy S9-ს ფასი იწყება $720-დან.

LG G7 ThinQ

55

მეოთხე ადგილზე გავიდა LG G7 ThinQ. ის უცნაური კრიტერიუმით გამოარჩიეს - სმარტფონი ჰგავს Apple iPhone X-ს, მაგრამ ტოპ ფლაგმანად მიჩნეული აპარატისგან განსხვავებით, მისი ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ღირს $750, და არა $1000, „ბიზნეს ინსაიდერში“ მოეწონათ სმარტფონის საუკეთესო ხარისხის ხმა, კამერის ფართოკუთხოვანი ობიექტივი და უსადენო დატენვა. გარდა ამისა აპარატი დაცულია მტვრისა და წყლისაგან.

Moto G6

6

ყველაზე ბიუჯეტური აპარატი, რომელიც რეიტინგის მეხუთე ადგილზე მოხვდა არის Moto G6. სმარტფონს აქვს პროცესორი Snapdragon 450 და ყველა საჭირო დავალებას ადვილად ასრულებს. კარგი ელემენტი სწრაფი დატენვის ფუნქციასთან ერთად, უზრუნველყოფს მოხმარების კომფორტულობას. სმარტფონს აქვს ნორმალური კამერა და აშშ-ში სულ რაღაც $250 ღირს.

დაგვეთანხმებით, „ბიზნეს ინსაიდერს“ საკმაოდ უცნაური რეიტინგი გამოუვიდა. ჩვენს გაოცებას იწვევს, რომ ტოპ ხუთეულში ვერ ვიხილეთ გასული წლის ფლაგმანები, თუმცა ის პრინციპი, რითაც გამომცემლობამ რეიტინგის შედგენისას იხელმძღვანელა, ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია.
ზევით