არ არის გაყიდვაში

2019 წლის საუკეთესო კამერების მქონე სმარტფონები

11

2019 წელი გამოირჩეოდა სხვადასხვა ბრენდების მიერ წარმოდგენილი უამრავი სმარტფონით, რომლებიც სხვადასხვა საფასო კატეგორიაში იწონებენ თავს. ახალი აპარატები გამოირჩეოდნენ უახლესი ტექნოლგიებითა და ინოვაციებით და მათ შორის გამორჩეულად წინ წაიწია მობილურმა ფოტოგრაფიამ. დაინერგა ახალი სენსორები მაღალი გაფართოებით. მწარმოებლებმა შემოიტანეს რამდენიმე კამერის მქონე აპარატები, რომლებიც განალაგე განსხვავებულ ადგილებში.
ცნობილმა ვიდეო ბლოგერმა მარკუს ბაუნლიმ წლის დასასრულს დატესტა 16 ყველაზე დასამახსოვრებელი სმარტფონი სწორედ კამერების ხარისხის მიხედვით და მათ მთავარ შემფასებლებად მომხმარებლები გამოიყვანა. ბლოგერის მაყურებელს უნდა შეეფასებინა მობილური ფოტოების ხარისხი ისე, რომ არ სცოდნოდათ, რომელი სმარტფონის კამერით იყო თითოეული მათგანი გადაღებული. 

ტესტირებაში მონაწილეობდნენ შემდეგი სმარტფონები: OnePlus 7T, OnePlus 7T Pro, Huawei P30 Pro, Huawei Mate 30 Pro, LG G8 X, ASUS ROG Phone 2, Google Pixel 3a, Google Pixel 4, Samsung Galaxy S10e, Samsung Galaxy Note 10, iPhone 11 Pro, Xiaomi Mi Note 10, Sony Xperia 1, Redmi K20 Pro, ASUS ZenFone 6 და Royole FlexPai.
ფოტოების გადაღება ყველა სმარტფონისთვის ჩვეულ რეჟიმში განხორციელდა. მათ შორის გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ Xiaomi Mi Note 10, რომელშიც საჭირო გახდა დამატებით 108 mp-იანი რეჟიმის გააქტიურება კამერაში.
შეჯიბრის დაწყებამდე სმარტფონები დაყვეს წყვილებად. წყვილიდან გამარჯვებული გადადიოდა შემდეგ ეტაპზე. შეჯიბრის პირველმა ეტაპმა აჩვენა შემდეგი შედეგები: Asus Zenfone 6-მა მოუგო OnePlus 7T-ს (77% - 23%), HUAWEI Mate 30 Pro-მ მოუგო ASUS ROG Phone 2-ს (69% - 31%), Samsung Galaxy Note10+-მა მოუგო დრეკადი ეკრანის მქონე Royale Flexpai-ს (77% - 23%) და Google Pixel 3a -მ მოუგო LG G8X-ს (91% - 9%). 
Samsung Galaxy S10e -მ შეჯიმბრში მარტივად დაამარცხა Xiaomi Mi Note 10, რომელსაც აქვს 108 mp სენსორი (7% против 93%). უცნაურია, მაგრამ iPhone 11 Pro დამარცხდა OnePlus 7T Pro-სთან (30% - 70%). მოსალოდნელი შედეგით დამთავრდა Google Pixel 4 -ის ბრძოლა Sony Xperia 1-ის წინააღმეგ, რომელშიც ეს უკანასკნელი დამარცხდა (90% -10%). Redmi K20 Pro -მ მოუგო HUAWEI P30 Pro-ს (75% -25%). 
შეჯიბრის შემდეგ ეტაპზე მაყურებელს უჩვენებდნენ მეორე ტურში გასული სმარტფონებით გადაღებულ ახალ ფოტოებს, რომლის შედეგადაც ფინალში გავიდა Samsung-ის ორი მოდელი: Galaxy Note10+ და Galaxy S10e. საბოლოო ჯამში პირველობა ერგო Samsung Galaxy Note10+-ს. 
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კრიტიკოსმა ტესტირება სუბიექტურობაში დაადანაშაულა, ფაქტია, რომ მაყურებლის უდიდესმა რაოდენობამ ბრმა შეფასებისას ერთმნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა და დააფიქსირა თუ რა სურს და რას ელის მობილური კამერისგან. გამოკითხვაში მონაწილეობდა 4 მილიონი მაყურებელი და შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის დასრულებამდე მოდელები დაფარული იყო.
ზევით