არ არის გაყიდვაში

აუზის ქიმიის გამოყენების წესები:

 

1 )     თავდაპირველად, ვზომავთ pH-ის დონეს, რისთვისაც ვიყენებთ ტესტერს. აუზიდან ვიღებთ წყალს, ვათავსებთ ტესტერის კოლბებში:

·   ქლორის დონის გასაზომად - ქლორის კოლბაში ვასხამთ/ვდებთ ქლორის წვეთებს/ტაბლეტს და შეფერილობის მიხედვით ვსაზღვრავთ ქლორის დონეს;

·  pH დონის გასაზომად - pH-ის კოლბაში ვასხამთ/ვდებთ pH-ის გასაზომი ხსნარის  წვეთებს/ტაბლეტს და შეფერილობის მიხედვით ვსაზღვრავთ pH-ის დონეს;

·  pH-ის ნორმალური დონე უნდა იყოს 7.2-7.6-მდე.

წვეთებისა და ტაბლეტების რაოდენობა მითითებული იქნება ტესტერის გამოყენების ინსტრუქციაში.

გამოყენების დოზა:

pH-ის დონე უნდა ვაკონტროლოთ განსაკუთრებით მაშინ, როცა:

·  აუზს ვავსებთ წყლით;

·  წვიმის წყალი ჩადის აუზში;

·  აუზში ჩადის ბევრი ადამიანი (10-20+).

ამ შემთხვევებში, აუცილებლად უნდა გაიტესტოს pH-ის დონე და დაბალანსდეს. თუმცა, სასურველია, წყლის pH-ის დონე კონტროლდებოდეს ყოველ კვირას.

გამოყენების დოზა:

·  თუ pH-ის დონე მაღალია, 150 გრამ pH (-)-ის ფხვნილს ვყრით 10 მ3 წყალში, რაც წყლის pH-ის დონეს შეამცირებს 0.2-ით.

·  თუ pH-ის დონე დაბალია, 100 გრამ pH (+)-ის ფხვნილს ვყრით 10 მ3  წყალში, რაც წყლის pH-ის დონეს გაზრდის 0.2-ით.


2)     აუზში წყლის ავსებისას და შემდგომ, ყოველ თვე, ვიყენებთ შოკ ქლორს, რათა მისმა მოქმედებამ წყალში მოკლას ყველა სახის მიკრობი და ბაქტერია.

გამოყენების დოზა: პროპორციით - 100 გრამი 10მ3 მოცულობის წყალზე.

შოკ ქლორის გრანულებს წინასწარ ვაზავებთ ნელთბილი ტემპერატურის მქონე წყალში და შემდგომ ვასხამთ აუზში.

გაფრთხილება: წყლის ქლორით შოკური დამუშავების შემდეგ, 24 საათი მოვერიდოთ აუზით სარგებლობას.

 

3)    კომერციული აუზებისთვის ვიყენებთ ქლორის 90%-იან გრანულს.

4)    შემდეგ გადავდივართ ალგეციდის გამოყენებაზე. ალგეციდი ხელს უშლის აუზის წყლის გამწვანებასა და ხავსის გაჩენას.

გამოყენების დოზა: პროპორციით - 100 გრამი - 10მ3 მოცულობის წყალზე.

წვიმის, ან ტემპერატურის მატების შემთხვევაში ვზრდით ალგეციდის დოზას და გამოყენების სიხშირეს, შეიძლება მისი გაორმაგებაც.

ალგეციდს (განზავების გარეშე) ვასხამთ აუზში 5-7 დღეში ერთხელ.

 

5)     აუზში ყოველთვის უნდა იყოს ქლორის ტაბლეტები:

გამოყენების დოზა: პროპორციით - 1 ტაბლეტი 20-25 ტონაზე. ქლორის ტაბლეტები აუზში მუდმივად უნდა გვქონდეს, რათა შენარჩუნებული იყოს ქლორის დონე.

სკიმერიან აუზში ტაბლეტები თავსდება სკიმერის ბადეში;

გადადინების აუზში ტაბლეტები თავსდება ქლორის ტაბლეტის ჩასადებში, გადადინების ღარში ან საკომპენსაციო ავზში.  


აუზის წყლისა და კედლების გაწმენდა:

 

1)   აუზის წყალში დაგროვილი მტვრისა და ჭუჭყის გასაწმენდად გამოიყენება ფლოკულანტი. აუზის ფილტრაცია ბოლომდე ვერ ამუშავებს ძალიან მცირე ზომის მიკრობებს, რომელიც შემდეგ გროვდება აუზში და წყალს უქმნის მღვრიე შეფერილობას. ფლუკოლანტი კრავს ამ ნაწილაკებს, რაც შემდგომ მარტივად გადადის ფილტრში. რაც ფილტრაციაში არ გადადის, ილექება აუზის ფსკერზე, რაც შემდგომ მარტივი დასასუფთავებელია. (დასუფთავება შეიძლება წყლის მტვერსასრუტით, ან რობოტით).

 

გამოყენების დოზა:

თხევადი ფლოკულანტი - პროპორციით - 100 გრამი - 10მ3 მოცულობის წყალზე. ისხმება აუზში წინასწარი განზავების გარეშე.

კარტრიჯები - პროპორციით - 1 კარტრიჯი 40-50 მმოცულობის აუზზე.

 

კარტრიჯების გამოყენება:

სკიმერიან აუზში: ვათავსებთ სკიმერის ბადეში.

გადადინების აუზში: შეიძლება მოვათავსოთ ქლორის ჩასადებში, გადადინების ღარში ან საკომპენსაციო ავზში.   

 

2)    აუზის კედლებისა და ფსკერის გაწმენდა:

გერმანული ქიმია:

CH/ საწმენდი საშუალება Randklar - რაც უზრუნველყოფს აუზში ცხიმოვანი ზოლისა და ნადების მოშორებას.

გამოყენების დოზა: ზავდება წყალში 1:1 პროპორციით.

წყლით ვასველებთ ღრუბელს და ვწმენდთ აუზს.

 

CH/ საწმენდი საშუალება Keraclin F - აშორებს კიროვან ნადებს აუზის კედლებსა და ფსკერზე.

გამოყენების დოზა: 1:1, 1:10 ან 1:50-ზე,  გააჩნია დაბინძურების ხარისხს. ლაინერიან აუზზე უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოვიხმაროთ, რათა არ დაიწვას მატერია. კერაკლინს აუზის კედლებზე ვუსვამთ ჯაგრისით, ვაჩერებთ ცოტა ხანი და შემდგომ, ჩამოვრეცხავთ წყლის ჭავლით.https://www.be.ge/?ukey=news_blog&blog_slug=/auzebi