არ არის გაყიდვაში

ASUS ROG Zephyrus G14 ორიგინალური ეკრანით

1-1

კომპანია ASUS-მა გამოფენის ფარგლებში CES 2020 აჩვენა უამრავი სიახლე, რომელთა შორისაც გამოირჩეოდა უცნაური გეიმერული ნოუთბუქი ROG Zephyrus G14 თანამედროვე პროცესორით სერიიდან AMD Ryzen 4000, ვიდეობარათით NVIDIA RTX და ორიგინალური დიზაინერული დანამატით - მეორე ეკრანით, რომელიც განთავსებულია გარეთა მხარეს, ლეპტოპის სახურავზე.

დამატებითი ეკრანი

2-2

დამატებითი ეკრანი ბოლო დროის ახალი ტრენდია, რომელსაც, როგორც გამოფენაზე გამოჩნდა, უკვე ბევრი მწარმოებელი იყენებს ახალი ნოუთბუქების ფუნქციონალური შესაძლებლობების გასაფართოვებლად. ASUS-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს საკუთარი ორიგინალური გადაწყვეტილება და ნოუთბუქის სახურავზე განათავსეს სამკუთხა ეკრანი AniMe Matrix, შექმნილი 1215 მინიატურული შუქდიოდისგან, რომელსაც შეუძლია სიკაშკაშის 256 დონიდან ერთ-ერთი აირჩიოს. მომხმარებელი შეძლებს ნოუთბუქის გარეთა ეკრანზე გაიტანოს სხვადასხვა ინფორმაცია, ანიმაციური სურათები, დროის მაჩვენებელი და ა.შ. გარდა ამისა დამატებითი ეკრანის გამოყენება შესაძლებელი იქნება მუსიკალური შუქების პანელის სახითაც.

მთავარი მონიტორი

3-3

ნოუთბუქის მთავარი მონიტორი 14 დიუმიანი IPS (Full HD) ეკრანითაა აღჭურვილი, რომლის განახლების სიხშირე 120 Hz შეადგენს. გამოუშვეს მოდიფიკაციაც QHD ეკრანით, რომელსაც 60 Hz განახლება აქვს. ნოუთბუქის გახსნა ხორციელდება საფირმო სისტემით, რომელიც კორპუსს თავის ახდისას მაგიდის ზედაპირიდან წამოსწევს, რაც მის ეფექტურ გაგრილებას ემსახურება.

კომპლექტაცია

4-4

ROG Zephyrus G14 -ის ფლაგმანური კომპლექტაცია ითვალისწინებს უახლეს პროცესორს სერიიდან AMD Ryzen 4000 H, რომელსაც აქვს 45 ვატიანი TDP და გრაფიკული პროცესორი NVIDIA GeForce RTX 2060, 6 GB მეხსიერებით GDDR6. ნოუთბუქი აღჭურვილია16 GB ოპერატიული მეხსიერებით DDR4 3200 MHz და 1 TB მოცულობის მქონე SSD-ით.

ავტონომიურობა
5

აკუმულატორი უზრუნველყოფს 10.5 საათიან უწყვეტ ავტონომიურ მუშაობას.

ზომები და სხვა მახასიათებლები

6-6

კომპიუტერის წონა 1.6 კგ-ია, კორპუსის სისქე - 17.6 მმ/ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაკტილოსკოპიური სკანერი, რომელიც ინტეგრირებულია ჩართვის ღილაკთან. ნოუთბუქს აქვს 2.3 ვატიანი ორი დინამიკი, 0.7 ვატიანი ორი ტვიტერი და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა. კლავიატურას აქვს განათების ფუნქცია. კლავიშების ჩასვლის სიღრმეა 1.7 მმ.

გაყიდვები

7-7

AniMe Matrix-ის ეკრანის მქონე ROG Zephyrus G14 -ის გაყიდვები აპრილში დაიწყება. საბაზისო კომპლექტაცია კი ხელმისაწვდომი უკვე მარტის შუა რიცხვებში გახდება.
ზევით