2017 წლის საუკეთესო აპლიკაციები ანდროიდისთვის

გასული წლის საუკეთესო აპლიკაციებს შორის მოხვდნენ, როგორც ძველი კარგად ნაცნობი, ისე ინოვაციური და თამამი გამოგონებები. დღეს გადავწყვიტეთ გადავხედოთ ყველა იმ აპლიკაციას, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა გასული 2017 წლის განმავლობაში და თუ მათ შესახებ ჯერ კიდევ არ იცით, დროა გადმოიწეროთ.
1.Telegram
Telegram გასულ წელს ყველაზე ინტენსიურად განვითარებადი პროექტი იყო. მისი შემქმნელები ყოველ დღიურად სხვადასხვა update-ებს გვთავაზობენ. თავდაპირველად გაჩნდა გასაფორმებელი თემები, შემდეგ მცირე ვიდეო რგოლების გაგზავნისა და გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის ფუნქციები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხმოვანი ზარები გახდა.
2.Meitu
აპლიკაცია Meitu-მ ვირუსული პოპულარობა მოიპოვა 2017 წლის დასაწყისში. ის ყველას მოეწონა, ვისაც ფოტოებზე ექსპერიმენტების ჩატარება ხიბლავს. მხოლოდ ერთი კლიკი ადამიანს წარმოუდგენლად ცვლის. ის ზრდის თვალებას, აწვრილებს წელს და პერსონაჟს ანიმედაც კი გადააქცევს.
3.Lost FM
ინტერნეტში უამრავი რადიოსადგური არსებობს, რომელიც 24 საათის განმავლობაში გადმოსცემს კარგ მუსიკას, თუმცა უმრავლესობა მათგანი ფასიანი ექაუნთის ყიდვას მოითხოვს, ან ზღუდავს ხარისხს.
პატარა პროგრამა Lost FM ყველა ამ პრობლემას წყვეტს. მისი საშუალებით სრულიად უფასოდ მოუსმენთ კარგ მუსიკასაც და შემაწუხებელ რეკლამებისგანაც იქნებით თავისუფალი.
4.Evie Launcher
Android-სთვის ათობით სხვადასხვა ლანჩერი არსებობს, თუმცა Evie Launcher იმით გამოირჩევა, რომ ყველაზე სწრაფი, ფუნქციური და კარგი ვიზუალისაა. თუ თქვენი ლანჩერი მოგბეზრდათ, სცადეთ Evie Launcher. ძველთან დაბრუნება აღარც კი მოგინდებათ.
5.FaceApp
FaceApp Android-ის გასართობი აპლიკაციაა, რომელიც ადამიანის პორტრეტებზე ეფექტურ მანიპულაციებს ასრულებს. მისი დახმარებით მოწყენილს მხიარულად გადააქცევთ, ახალგაზრდას მოხუცად, კაცს ქალად და პირიქით.
6.Gboard
გასულ წელს Gboard Android-ის მთავარ დამხმარე კლავიატურად იქცა. პროგრამას ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს, მათ შორის შიდა ძებნა, ემოჯის აკრეფითი ვერსია, უცხოური ენების მთარგნელი და ა.შ
7.Painnt
Prisma-ს უდიდესი წარმატების შემდეგ Google Play-ს კატალოგში გაჩნდა ერთდროულად რამდენიმე მსგავსი აპლიკაცია მხატვრული დამუშავებისთვის. მათ შორის საუკეთესოა Painnt. ამ პროგრამის მთავარი ღირებულება ხარისხიანი ფილტრების დიდი რაოდენობაა. ამჟამად მას 256 განსხვავებული ეფექტი აქვს.
8.Teleport
Teleport-ის პარამეტრებში არსებობს ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სამი ძირითადი ფუნქცია: თმის შეღებვა, ფონის ცვლილება და რატუშირება. თმისთვის შეგიძლიათ 20-დან ერთ-ერთი ფერი აირჩიოთ. არის სტანდარტული და არასტანდარტული ფერები. საუკეთესო აპლიკაციაა მათთვის, ვისაც თმის შეღებვა აქვს გადაწყვეტილი.