რას უნდა ველოდოთ Apple-სგან 2018 წელს?

მიმდინარე წელი მდიდარი იქნება Apple-ის მიერ შემოთავაზებული პროდუქციით. აღნიშნულ სტატიაში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ რა პროდუქციას შემოგვთავაზებს წელს მსოფლიო ბრენდი და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მათგან.
Homepad - წლის დასაწყისი

გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა Apple-ის ახალი გაჯეტის შესახებ - ეს არის მუსიკალური დინამიკი Homepod. ამ აპარატის გამოშვება ნოემბერშივე იგეგმებოდა, მაგრამ 2018 წლის დასაწყისში გამოვიდა. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ფილ შილერმა აღნიშნა ბრენდის პოლიტიკა მხოლოდ სრულყოფილად დამუშავებული პროდუქტის გამოშვებას ითვალისწინებს და სწორედ ამიტომ შეყოვნდა პროდუქტის გამოშვება.
უსადენო დინამიკი Apple-ის პროდუქციაში მუსიკალური ჰაბების ახალ მიმართულებას გახსნის. Homepod გაანალიზებს შენობის განსაკუთრებულობას და ამის მიხედვით დაარეგულირებს ხმას. ის შეძლებს ნიუსების ტრანსლირებას, გაგზავნის შეტყობინებებს და ჩაიწერს შეხსენებებს.
iPhone SE v2.0 - 2018 წლის გაზაფხული

კომპაქტური სმარტფონების მოყვარულები სულმოუთქმელად ელოდებიან iPhone SE-ს მეორე თაობის სმარტფონს, რომელიც თავის მხრივ iPhone 5s/5 -ის ხაზს აგრძელებს.
მისი კორპუსი ძალიან რთულად ტყდება, აქვს ძალიან ძლიერი პროცესორი, კარგი მონაცემების კამერა და საკმაოდ ნორმალური მწარმოებლურობა. A9 პროცესორი და 2 GB ოპერატიული მეხსიერება თავის გასაკეთებელ საქმეს აკეთებს.
ისევე, როგორც კომპანიის სხვა ფლაგმანები სავარაუდოდ განახლებული iPhone SE-ც მიიღებს მინის კორპუსს (წყლისა და მტვრისგან დაცვით) და უსადენო დატენვის შესაძლებლობას.
iPad / iPad Pro – 2018 წლის ზაფხული

დადგა ძველი კონცეფციების გადააზრების დრო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ Apple-ის ახალი პლანშეტი iPhone X-ის ყველა გამორჩეულ მახასიათებელს მიიღებს - კორპუსის თხელ ჩარჩოს, Face ID ტექნოლოგიას და შესაძლოა მტვრისა და წყლისგან დაცვის მახასიათებელსაც.
iPad Pro-ს ექნება კომპანიის ყველაზე ბოლო გამოშვების ძლიერი პროცესორი A11X Bionic.
პლანშეტს არ ექნება OLED-დისპლეი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსგავსი ეკრანი პროდუქტს ზედმეტად გააძვირებს. ველით განახლებულ სტაილუსს Apple Pencil-საც, ახალი პროგრამული ინსტრუმენტებით.
iOS 12 და macOS – ზაფხული/შემოდგომა

როგორც წესი, ზაფხულობით Apple განახლებულ ოპერაციულ სისტემებს წარმოგვიდგენს. რას მოიფიქრებენ წელს პროგრამისტები წინასწარ ვერ ვიტყვით.
Mac Pro - ზაფხული შემოდგომა

Apple-ის ვიცე პრეზიდენტი ფილ შილერი გვარწმუნებს, რომ ახალ კომპიუტერზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ ეს იქნება მოდულარული კომპიუტერი და ექნება VR მხარდაჭერა. კომპიუტერი სავარაუდოდ ზაფხულში კონფერენციაზე - Apple WWDC 2018-ზე შედგება.
AirPods v2.0 და AirPower – 2018 წლის შემოდგომა

ექსპერტები ფიქრობენ, რომ განახლებული ყურსასმენები AirPods გაყიდვაში 2018 წლის მეორე ნახევარში გამოვა. სავარაუდოდ პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება, როდესაც Apple თავის წლის სიახლეებს წარადგენს.
ფიქრობენ, რომ სიახლე იქნება კეისების ახალი თაობა AirPods-სთვის, რომელიც უსადენო დატენვის ფუნქციას შეიძენს. ასეთი კეისის სავარაუდო ფასი $69 იქნება.
აღნიშნული სიახლე გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ ახალი უსადენო დამტენის AirPower-ის მახასიათებლებზე.
iPhone X Plus, iPhone 8s - 2018 წლის შემოდგომა

ალბათ უნდა ვიმკითხაოთ iphone X-ის დიდ ვერსიას ვიხილავთ, თუ iPhone 6-ის ხაზი განვითარდება. ჯერ ადრეა. ინფორმაცია ჯერ არაფერზე გვაქვს და როცა პირველ ცნობებს მივიღებთ, გაზაფხულის შუა რიცხვებში მხოლოდ მაშინ შევძლებთ უცნობი პაზლის აწყობას.
ახალ მოდელებს სავარაუდოდ Apple-ის ტრადიციულ სექტემბრის პრეზენტაციაზე უნდა ველოდით. რაც შეეხება სხვა პროდუქციას: MacBook/Macbook Pro, Apple Watch, iPod - მათთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს წელს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ.