არ არის გაყიდვაში

ZTE Axon 20 5G - პირველი სმარტფონი “ფარული” კამერით

1 (2)


პირველ სექტემბერს კომპანიამ ZTE ოფიციალურად დააანონსა სმარტფონი Axon 20 5G, რომლის მთავარ სიახლეს წარმოადგენს ეკრანს ქვეშ დაფარული სელფი კამერა და ზედა დისპლეი ჭრილის გარეშე. პრეზენტაციაზე განხილული იქნა ახალი აპარატის ყველა ღირსშესანიშნაობა, რომლებზეც აღნიშნულ სტატიაში თანმიმდევრულად ვისაუბრებთ.

დისპლეი

ცნობილი გახდა, რომ ZTE Axon 20 5G მიიღებს OLED დისპლეის FHD + (2460х1080) გაფართოებით, 6,92 დიუმის დიაგონალითა და DCI-P3 ფერთა გამის 100% დაფარვით. ეკრანის განახლების სიხშირე 90 ჰერცია.

ფარული კამერა

როგორც უკვე აღვნიშნეთ სმარტფონის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეკრანს ქვეშ დაფარული კამერაა. ZTE-ს მწარმოებლებმა აღნიშნეს, რომ სიახლის განსახორციელებლად საჭირო გახდა ხუთი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა, რომელთა შორისაც ასახელებენ სპეციალურ ზეგამჭვირვალე მასალებს, ახალ პროცესორებს ორმაგი მართვით, პიქსელების სპეციალურ მატრიცას და სელფი გადაღების საფირმო ალგორითმს.

ზოგადი მახასიათებლები

2 (1)


ZTE Axon 20 5G-ს აქვს 7.98 მმ უთხელესი კორპუსი და იწონის სულ რაღაც 198 გრამს. აღსანიშნავია, რომ დაქტილოსკოპიური სკანერიც ეკრანის ქვეშ არის განთავსებული. უკანა პანელი შექმნილია მაღალი სიმყარის მქონე 3D მინით, რომელსაც აქვს ათმაგი სტრუქტურა. პანელზე დატანილია ვაკუუმის ოპტიკური საფარი, რომელიც ტექსტურის ილუზიას ქმნის.

აპარატული შემადგენელი

სმარტფონი მუშაობს 8 ბირთვიან, 7 ნანომეტრიან პროცესორზე Snapdragon 765G და გრაფიკულ პროცესორზე Adreno 620. მოდიფიკაციის მიხედვით მოდელი მიიღებს 6 ან 8 GB ოპერატიულ, 128 ან 256GB შიდა მეხსიერებას.

ძირითადი კამერები

3 (1)


უკანა პანელის მარცხენა ზედა კუთხეში, ვერტიკალური სქემით განთავსებულია ძირითადი კამერები, რომლებიც შედგება 4 სენსორისგან. ძირითადი კამერა შედგება დიდი გაფართოების მქონე 64 mp სენსორისგან; 8 mp ფართოკუთხოვანი სენსორისგან, 120 გრადუსიანი ხედვის კუთხით; სიღრმის 2 mp სენსორისგან და 2 mp მაკრო ობიექტივისგან. ეკრანის ქვეშ განთავსებული სელფი კამერის გაფართოება შეადგენს 32 mp.

აკუმულატორი

ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 4220 mAh-იანი აკუმულატორი 30 ვატიანი სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელიც 30 წუთში 60% მუხტავს აპარატს.

ფასები

ZTE Axon 20 ღირებულება მოდიფიკაციის შესაბამისად, 5G 6GB/128GB იქნება 322 დოლარი. მოდელი 8GB/128GB მოდიფიკაციით - 366 დოლარი, ტოპ კომპლექტაცია 8GB/256GB - 410$. სმარტფონი გაყიდვაში 10 სექტემბერს გამოვა.
ზევით